თერავადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Candidate for the Buddhist priesthood is ordaining to is a monk in a church.jpg

თერავადა, თჰერავადა, სთჰავირავადა (პალ: थेरवाद theravāda; სანს: स्थाविरवाद sthāviravāda - „უფროსთა სწავლება“) — ადრეული ბუდიზმის 18 სკოლათაგან ერთადერთი გადარჩენილი. თერავადა თანამედროვე ბუდიზმის სამ ძირითად მიმდინარეობათაგან ერთ-ერთია. ამ სკოლას ადრე „ჰინაჲანადაც“ („მცირე ბორბალი“) მოიხსენიებდნენ, მაგრამ ახლა აღარ იხმარება, რადგან ითვლება, რომ მაჰაჲანასთან („დიდი ბორბალი“) უსამართლო შედარებაა; გარდა ამისა, შეურაცხმყოფელ აზრსაც ატარებს.

საფუძვლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თერავადა ბუდისტურ სკოლათაგან ყველაზე კონსერვატულია. მის მიმდევართა მიზანია ყველანაირი დაბინძურებისა და ცდომილებისგან აბსოლუტური თავისუფლების მდგომარეობის მიღწევა. მაჰაიანასთან შედარებით, თერავადას ახასიათებს რაციონალისტური მიდგომა და რიტუალების შედარებით სიმარტივე.

თერავადას წმინდა წიგნია პალური კანონი, რომელიც დაწერილია პალურ ენაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ითვლება, რომ თერავადა ჩამოყალიბდა მე-3 ბუდისტური კრებისას (დაახლ: ძვ.წ. 250) ინდოეთში იმპერატორ აშოკას მმართველობისას. მის პროზელიტურ საქმიანობათა გამო, თერავადა ელინისტურ დასავლეთშიც გახდა ცნობილი: ალექსანდრიაში, ანტიოქიაში, ათენსა და სხვ. აშოკას ზოგიერთი ედიქტი დაიწერა ძველბერძნულ და არამეულ ენებზე.

დღეს თერავადა ბუდიზმის მთავარი მიმდინარეობაა შრი-ლანკაზე (მოსახლეობის დაახლ. 70%) და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმეტეს ქვეყნებში (კამბოჯა, ლაოსი, მიანმა, ტაილანდი). თერავადას ასევე მიდევენ ეროვნული უმცირესობები ჩინეთში, ვიეტნამში, ბანგლადეშსა და მალაიზიაში. თერავადა შედარებით გავრცელდა სინგაპურსა და ავსტრალიაში.

დღეს, მსოფლიოში თერავადას 100 მილიონამდე მიმდევარია. ნელ-ნელა ვრცელდება აშშ-სა და ევროპაშიც.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]