შინაარსზე გადასვლა

ფრანგული ინდოჩინეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანგული ინდოჩინეთი
Indochine française

დროშა გერბი
დედაქალაქი სიაგონი (1887-1902)
ჰანოი (1902-1945)
სიაგონი (1945-1954)
ენა ფრანგული (ოფიციალური)
ვიეტნამური
ქხმერული
ლაოსური
კანტონური
რელიგია ბუდიზმი
დაოსიზმი
კონფუციზმი
კათოლიციზმი
ფულის ერთეული ფრანგული ინდოჩინეთის პიასტრი
ფართობი 737,000 კმ
მოსახლეობა 21,599,582 ადამიანი
(1935 წლის აღწერით)
მმართველობის ფორმა ფრანგული ფედერაცია
 - 1887-1888 ჟან ანტუან ერნესტ კონსტანსი (პირველი)
 - 1955-1956 ანრი ოპენოტი (ბოლო)
წინამორბედები:
კამპუჩეას იმპერია
ვიეტნამის იმპერია
თავისუფალი ლაოსი
ფრანგული კოჩინჩინა
ანამი
ტონკინი
ფრანგული პროტექტორატის კამბოჯა
ლუანგ-პრაბანგის სამეფო
ჩამპასაკის სამეფო
რატანაკოსინის სამეფო
ცინის დინასტია
მემკვიდრეები:
კამბოჯის სამეფო
სამხრეთი ვიეტნამი
ჩრდილოეთი ვიეტნამი
ლაოსის სამეფო
ჩინეთის რესპუბლიკა

ფრანგული ინდოჩინეთი (ფრანგ. Indochine française, ვიეტ. Đông Dương thuộc Pháp), აგრეთვე ცნობილია როგორც ინდოჩინეთის უნია (ფრანგ. Union indochinoise, ვიეტ. Liên bang Đông Dương) და ინდოჩინეთის ფედერაცია (ფრანგ. Fédération indochinoise) — ფრანგული კოლონიების გაერთიანება 1887-1945 და 1945-1954 წლებში. იგი ჩამოყალიბდა ლაოსის, ვიეტნამისა და კამბოჯის ტერიტორიების შერწყმით და იარსება 70 წელი. მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთის დაცემის პერიოდში, მისი ოკუპაცია დროებით მოახდინა იაპონიის იმპერიამ, თუმცაღა ომის დასრულებისთანავე იგი კვლავ საფრანგეთის შემადგენლობაში გადავიდა. 1949 წელს კავშირს გამოეყო ვიეტნამი, რასაც 1953 წლის 22 ოქტომბერსა და 9 ნოემბერს მოჰყვა ლაოსისა და კამბოჯის სამეფოების შექმნა, რითაც კავშირი დაიშალა, თუმცა ეს ყველაფერი საფრანგეთმა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ სცნო, რის შემდეგაც რეგიონში ინდოჩინეთის ომები გამძვინვარდა.

ფრანგული ინდოჩინეთი 1930 წელს

ფრანგული ინდოჩინეთი შეიქმნა 1887 წელს საფრანგეთის ორი კოლონიის: კამბოჯისა და ვიეტნამის გაერთიანებით. 1893 წელს, საფრანგეთ-სიამის ომის შემდეგ ამ კავშირში შევიდა ლაოსიც. ფრანგებს არ ჰქონიათ ამ სამი კულტურის შერწყმის სურვილი, თუმცაღა მას როგორც ერთ კოლონიას ისე აღიქვამდნენ, რის გამოც ინდოჩინეთს ერთი მმართველი ჰყავდა. პირველი სერიოზული აჯანყების მცდელობა 1895 წელს განხორციელდა პენ დინ ფუნგის თაოსნობით, რომელიც სასტიკად იქნა ჩახშობილი.

1930-იან წლებში სიამის სამეფომ ფრანგებთან მოლაპარაკებები დაიწყო. მას იმედი ჰქონდა, რომ ლაოსის გარკვეულ მიწებს, რომელიც ადრე სიამს ეკუთვნოდა, საფრანგეთი დაუთმობდა. 1938 წელს საფრანგეთი დათანხმდა ანგკორ-ვატის, ანგკორ-ტომის, სიამ-რიაპისა და სიამ-პანგის სიამის სამეფოსათვის გადაცემას.

1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის პირობებში გერმანიამ საფრანგეთის ოკუპაცია მოახდინა, რასაც მოჰყვა ვიშის რეჟიმის დამყარება. ამის გამო ფრანგები კოლონიებისათვის სათანადო ყურადღების დათმობას ვეღარ ახერხებდნენ, რის გამოც ინდოჩინეთის ოკუპაცია იაპონიის იმპერიამ მოახდინა. შესაძლოა ითქვას, რომ ფრანგებმა ეს ტერიტორია იაპონელებს უბრძოლველად დაუთმეს.

1945 წლის 9 მარტს, დამარცხების გზაზე მდგარმა იაპონიამ ინდოჩინეთიდან ჯარები გაიყვანა, რითაც ამ რეგიონში აღსდგა ფრანგების კონტროლი. მიუხედავად ამისა, იაპონური ჯარების ნაწილი აგვისტომდე დარჩა ინდოჩინეთში.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა ფრანგებმა უარყვეს 1938 წელს სიამთან დადებული შეთანხმება და ტერიტორიების დაბრუნება მოისურვეს. თუმცაღა, საფრანგეთს არ შესწევდა იმის ძალა, რომ ახალი ომი წამოეწყო. პარალელურად თავად ინდოჩინეთშიც იწყებოდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების მოქმედება გამოყოფის მოთხოვნით. პირველი ასეთი მოთხოვნა ვიეტნამელებმა წამოაყენეს. ამ ყოველივეს მოჰყვა ინდოჩინეთის პირველი ომის დაწყება. 1950 წელს ხოშიმინმა გამოაცხადა ვიეტნამის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შესახებ. მიუხედავად ამისა, ბრძოლა 1954 წლის მარტამდე გაგრძელდა, რა დროსაც ხოშიმინმა დაამარცხა ფრანგული არმია. ამას ვიეტნამიდან ფრანგების გასვლა მოჰყვა, რის შემდეგაც იგი ორად გაიყო: ჩრდილოეთი ვიეტნამი (კომუნისტური ხელისუფლებით) და სამხრეთი ვიეტნამი (კაპიტალისტური ხელისუფლებით), რაც ინდოჩინეთის მეორე ომში გადაიზარდა, რომელიც უფრო ცნობილია როგორც ვიეტნამის ომი.

ვიეტნამელთა პარალელურად აჯანყდა ლაოსი და კამბოჯაც. ამგვარ სიტუაციაში საფრანგეთი იძულებული გახდა 1953 წლის 22 ოქტომბერს ლაოსის, ხოლო 9 ნოემბერს კამბოჯის სამეფოს შექმნა ეღიარებინა, რითაც ფრანგულმა ინდოჩინეთმა არსებობა შეწყვიტა.

ფრანგული ინდოჩინეთის ძირითად მოსახლეობას ვიეტნამელები, ლაოსელები და კამბოჯელები წარმოადგენდნენ, თუმცა გავრცელებული იყო ისეთი ეთნიკური უმცირესობები, როგორებიცაა: მუგო, ტაი, ჩამი, რადა და ჯარაირები, რომლებიც ძირითადად მთიან ადგილებში ცხოვრობდნენ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, მოსახლეობის საერთო რაოდენობა 12 მილიონ ადამიანს აღწევდა, რაც 1913 წლისთვის 16,4 მილიონამდე გაიზარდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსახლეობის 95% სოფლად ცხოვრობდა, რაც აღწერის პროცესს თავისებურად აფერხებდა.

1940 წლისთვის ფრანგულ ინდოჩინეთში თავად ფრანგების რაოდენობა 34,000-ს აღწევდა. ეს ძალიან მცირე რიცხვია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ალჟირში 9 მილიონი ადგილობრივის წინააღმდეგ 1 მილიონი ფრანგი მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ ფრანგული კოლონიზაციის დასაწყისში ინდოჩინეთის მოსახლეობა საკმაოდ მეჩხრად იყო დასახლებული და განვითარების დონითაც ჩამორჩებოდა დანარჩენ მსოფლიოს. ფრანგების შესვლის შემდეგ, უამრავი და გამოუყენებელი ბუნებრივი რესურსის გამო ინდოჩინეთი ეკონომიკურად მალევე დაწინაურდა, რამაც საქალაქო ცხოვრების გაჩენასა და პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.

  • Chandler, David (2007). A History of Cambodia (4th ed.). Boulder, Colorado:: Westview Press. ISBN 0-8133-4363-1.
  • Chapuis, Oscar (1995). A History of Vietnam: From Hong Bang to Tu Duc (Google Books). Greenwood Publishing Group. ISBN 0-313-29622-7.
  • Chapuis, Oscar (2000). The Last Emperors of Vietnam: From Tu Duc to Bao Dai. Greenwood Publishing Group. ISBN 978-0-313-31170-3.
  • "The Country's Cultural and Tourist Center". Hochiminh City. HCM City Web. 2005. Retrieved 4 August 2019.
  • Duiker, William (1976). The Rise of Nationalism in Vietnam, 1900-1941. Ithaca, New York: Cornell University Press. ISBN 0-8014-0951-9.
  • Duong, Van Nguyen (2008). The Tragedy of the Vietnam War: a South Vietnamese Officer's Analysis. McFarland. ISBN 0-7864-3285-3. Retrieved 28 November 2010.
  • Edwards, Penny (2007). Cambodge: The Cultivation of a Nation, 1860–1945. Honolulu: University of Hawaii Press. ISBN 0-8248-2923-9.
  • Marr, David (1995). Vietnam 1945: The Quest for Power. Berkeley: University of California Press. ISBN 0-520-07833-0.
  • McLeod, Mark (1991). The Vietnamese Response to French Intervention, 1862–1874. New York: Praeger. ISBN 0-275-93562-0.
  • Murray, Martin J. (1980). The Development of Capitalism in Colonial Indochina (1870–1940). Berkeley: University of California Press. ISBN 0-520-04000-7.
  • Neville, Peter (2007). Britain in Vietnam: Prelude to Disaster, 1945–6. Psychology Press. ISBN 0-415-35848-5. Retrieved 28 November 2010.
  • Osborne, Milton (1969). The French Presence in Cochinchina and Cambodia: Rule and Response (1859–1905). Ithaca, New York: Cornell University Press. ASIN B000K13QGO.