ლალი ბადურაშვილი
იერსახე
ლალი ბადურაშვილი | |
---|---|
ლალი ბადურაშვილი ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“ | |
დაბადების სახელი | ლალი ბადურაშვილი |
დაბადების თარიღი | 29 ივნისი, 1938 |
გარდაცვალების თარიღი | 4 თებერვალი, 2020 (81 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
ლალი ბადურაშვილი (დ. 29 ივნისი, 1938, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 4 თებერვალი, 2020[1]) — ქართველი მსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე. 1970 წელს გადაიღეს ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“, რომელშიც შეასრულა შორენას როლი. იყო ასევე „ქართული ფილმის“ რედაქტორი. 2016 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
გარდაიცვალა 2020 წლის 4 თებერვალს.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1970: „დიდოსტატის მარჯვენა“ (შორენა) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
- 1972: „ჩაძირული ქალაქის მაძიებლები“ (ლალი) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1973: „ლევან ხიდაშელი“ ( მარინე) რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
- 1984: „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ (ლალი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 2003 :„კიდევ ერთი ქართული ისტორია“ რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი