შინაარსზე გადასვლა

კუთრი თბოტევადობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუთრი თბოტევადობა, ხვედრითი თბოტევადობა, კუთრი სითბოტევადობა (აღნიშვნა: c) — სითბოს რაოდენობა, რომელსაც ღებულობს ან გასცემს 1 კგ ნივთიერება ტემპერატურის 1 K-ით ცვლილებისას. მისი ერთეულია – ჯ/(კგ·K).

კუთრი თბოტევადობა გამოიანგარიშება ფორმულით:

,

სადაც  — კუთრი თბოტევადობაა,  — სითბოს რაოდენობა, რომელიც მიღებულია ნივთიერების მიერ გახურებისას (ან გამოყოფილი გაცივებისას),  — გასაცხელებელი (გასაცივებელი) ნივთიერების მასა,  — ნივთიერების საბოლოო და საწყის ტემპერატურებს შორის სხვაობა.

ზოგი ნივთიერების კუთრი თბოტევადობის მნიშვნელობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცხრილი I: კუთრი თბოტევადობის სტანდარტული მნიშვნელობები
ელემენტი აგრეგატული მდგომარეობა კუთრი
თბოტევადობა
კჯ·კგ−1·K−1
ჰაერი (მშრალი)აირი1.005
ჰაერი (100 % ტენიანობა)აირი≈ 1.0301
ალუმინიმყარი სხეული0.930
ბერილიუმიმყარი სხეული1.8245
თითბერიმყარი სხეული0.377
სპილენძიმყარი სხეული0.385
ალმასიმყარი სხეული0.502
ეთანოლისითხე2.460
ოქრომყარი სხეული0.129
გრაფიტიმყარი სხეული0.720
ჰელიუმიაირი5.190
წყალბადიაირი14.300
რკინამყარი სხეული0.444
ტყვიამყარი სხეული0.130
თუჯიმყარი სხეული0.540
ვოლფრამიმყარი სხეული0.134
ლითიუმიმყარი სხეული3.582
ვერცხლისწყალისითხე0.139
აზოტიაირი1.042
ზეთისითხე≈ 2.000
ჟანგბადიაირი0.920
კვარცის მინამყარი სხეული0.703
წყალი 373К (100 °C)აირი2.020
ლუდის დურდოსითხე3.9269
წყალისითხე4.183
წყალი 273К (0 °C)მყარი სხეული2.060
მნიშვნელობები მოყვანილია სტანდარტულ პირობებისთვის. თუ ეს არ არის განსაკუთრებულად აღნიშნული.
ცხრილი II: კუთრი თბოტევადობის მნიშვნელობა ზოგი სამშენებლო მასალისათვის
ნივთიერება აგრეგატული მდგომარეობა კუთრი
თბოტევადობა
კჯ·კგ−1·K−1
კუთრი
თბოტევადობა
კჯ·დმ³−1·K−1
ასფალტიმყარი სხეული0.921.012-1.38
მთლიანი აგურიმყარი სხეული0.841.344
სილიკატური აგურიმყარი სხეული11.2 — 2.2
ბეტონიმყარი სხეული0.881.584 — 2.156
კრონგლასი (მინა)მყარი სხეული0.671.709
ფლინტი (მინა)მყარი სხეული0.5031.761 — 2.414
ფანჯრის მინამყარი სხეული0.842.016 — 2.268
გრანიტიმყარი სხეული0.7902.014 — 2.22
გიფსიმყარი სხეული1.092.507
მარმარილო. ქარსიმყარი სხეული0.8802.305 — 2.5
ქვიშამყარი სხეული0.8351.19 — 1.336
ფოლადიმყარი სხეული0.473.713
მიწა (ნიადაგი)მყარი სხეული0.80
მერქანი (ხე)მყარი სხეული1.70.68 — 1.36