კუდნემსა ნამგალა
იერსახე
კუდნემსა ნამგალა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Hirundapus caudacutus (Latham, 1801) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22686677 | |||||||||||||||
|
კუდნემსა ნამგალა[1] (ლათ. Hirundapus caudacutus) — ფრინველი ნამგალასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 21 სმ. ფეხები და კუდი მოკლეა, საჭის ბუმბულების ღეროები 3–5 მმ-ზეა გამოწეული და ერთგვარ ეკლებს წააგავს, რომლებიც ცოცვაში ეხმარება. შეფერილია მურად, ზურგის შუა ნაწილი უფრო ღიაა; კუდქვეშა მიდამო, ყელი და შუბლზე არსებული ლაქები თეთრი. გავრცელებულია შუა ციმბირიდან და ჩრდილოეთ მონღოლეთიდან სახალინამდე, კურილის კუნძულებზე (იაპონია), აგრეთვე ჰიმალაიდან, დასავლეთ სიჩუანიდან და დასავლეთ ინდოჩინეთიდან სუმატრასა და იავამდე. კარგად ფრენს. იკვებება მწერებით, რომლებსაც ჰაერში იჭერს. ბუდეს ფუღუროებში და კლდეებზე იკეთებს. დებს 3–7 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი 18–20 დღის განმავლობაში, ბარტყებზეც ორივე ზრუნავს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Колючехвост // Большая советская энциклопедия, т. 12 — М. : Советская энциклопедия, 1973.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 80, 144, 191.