კრისტოფ მეცელდერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Christoph Metzelder
Christoph Metzelder 2010.jpg
მეცელდერი 2010 წელს.
პირადი მონაცემები
სრული სახელი Christoph Tobias Metzelder
დაბადების
თარიღი
5 ნოემბერი, 1980 (1980-11-05) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
ჰალტერნი, დასავლეთ გერმანია
სიმაღლე 194 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1986–1995 TuS Haltern
1995–1996 შალკე 04
1996–1998 პროისენ მიუნსტერი
პროფესიონალური კარიერა
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2000 პროისენ მიუნსტერი 32 (4)
2000–2007 ბორუსია დორტმუნდი 126 (2)
2007–2010 რეალ მადრიდი 23 (0)
2010–2013 შალკე 04 52 (2)
სულ 233 (8)
ეროვნული ნაკრები
2000–2001 გერმანია U21 9 (1)
2001–2008 გერმანია 47 (0)
† პროფესიულ კლუბებში ჩატარებული მატჩები და გოლები მოცემულია მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაცემებით.

კრისტოფ მეცელდერი (გერმ. Christoph Metzelder; დ. 1980 წლის 5 ნოემბერი) — ყოფილი გერმანელი ფეხბურთელი.

მეცელდერმა კარიერა საფეხბურთო კლუბ „მიუნსტერში“ დაიწყო, საიდანაც 2000 წლის ზაფხულში „დორტმუნდის ბორუსიაში“ გადაბარგდა. 2002 წელი კრისტოფისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. მან გუნდთან ერთად მოიგო ბუნდესლიგა. გარდა ამისა, ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც იასპარეზა. მეცელდერი ტურინის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დაასახელეს.

თავისი სიმაღლიდან გამომდინარე(193 სმ), მეცელდერი ძლიერად ასპარეზობს მეორე სართულზე. მისი თამაშით მოხიბლული თვით ალექს ფერგიუსონიც დარჩა, რომელიც კრისტოფს გარი ნევილის საუკეთესო შემცვლელად მოიაზრებდა.

2007 წლის 18 აპრილს, მეცელდერმა „მადრიდის რეალთან“ გააფორმა წინასწარი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, 2006-07 წ.წ სეზონის დასრულებისთანავე, ის სამეფო კლუბს შეუერთდებოდა.

კრისტოფის უმცროსი ძმა, მალტე, ასევე ფეხბურთელია, რომელიც მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო გუნდ „ინგოლშტადტის“ ღირსებას იცავს.

2008 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ მეცელდერს ტრავმის გამო 2 თვის გამოტოვება მოუხდებოდა. შედეგად, მან ვერ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩებში „რომას“ წინააღმდეგ. იმავე წლის 11 მაისს კრისტოფმა ფორმა აღიდგინა და სრულად ითამაშა კიდეც „სარაგოსას“ წინააღმდეგ.

ტრავმის აღდგენის შემდეგ, მეცელდერმა ყველა მატჩი ჩაატარა გერმანიის ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე, სადაც მისი ნაკრები ფინალში ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.

ტიტულები[რედაქტირება]


კლუბური კარიერის სტატისტიკა[რედაქტირება]

კლუბი სეზონი ქვეყნის ჩემპიონატი ქვეყნის თასი ევროთასები ჯამში
თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ თამ გოლ
რეალი 2008-09 1 0 0 0 0 0 1 0
2007-08 9 0 1 0 3 0 13 0
ჯამში 10 0 1 0 3 0 14 0
დორტმუნდი 2006-07 19 0 0 - - 19 0
2005-06 23 2 1 0 - - 24 2
2004-05 16 0 0 0 - - 16 0
2003-04 0 0 0 0 - - 0 0
2002-03 24 0 1 0 10 0 35 0
2001-02 25 0 1 0 11 0 37 0
2000-01 19 0 2 0 - - 21 0
ჯამში 126 2 5 0 21 - 152 2
კარიერის ჯამური შედეგები 136 2 6 0 24 0 166 2