შინაარსზე გადასვლა

კრისტიან დოპლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტიან დოპლერი
გერმ. Christian Andreas Doppler
დაბ. თარიღი 29 ნოემბერი, 1803(1803-11-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ზალცბურგი, Electorate of Salzburg, საღვთო რომის იმპერია[8]
გარდ. თარიღი 17 მარტი, 1853(1853-03-17)[1] [2] [3] [4] [5] (49 წლის)
გარდ. ადგილი ვენეცია, ლომბარდო-ვენეციის სამეფო, ავსტრიის იმპერია[8]
დასაფლავებულია სან-მიკელეს სასაფლაო და Christian Doppler's grave
მოქალაქეობა  ავსტრიის იმპერია
საქმიანობა მათემატიკოსი[6] , ფიზიკოსი, სამეცნიერო მუშაკი, ასტრონომი, პედაგოგი და პროფესორი
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი, კარლის უნივერსიტეტი, ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი და პრაღის ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი, პრაღის ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი და ვენის უნივერსიტეტი
მეუღლე Mathilde Sturm
საიტი christian-doppler.net

კრისტიან ანდრეას დოპლერი (გერმ. Christian Andreas Doppler; დ. 29 ნოემბერი, 1803 — გ. 17 მარტი, 1853) — ავსტრიელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი.

კრისტიან დოპლერი დაიბადა 1803 წლის 29 ნოემბერს ქალაქ ზალცბურგში. 1825 წელს დაამთავრა ვენის ტექნიკური უნივერსიტეტი, 1835-1847 წლიებში მოღვაწეობდა ჩეხურ ტექნიკურ უნივერსიტეტში, 1847 წლიდან ჰემნიცის მთის და ტყის შესწავლის აკადემიის პროფესორი, 1848 წლიდან ვენის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, 1850 წლიდან ვენის უნივერსიტეტის პროფესორი და მსოფლიოში პირველი ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა ვენის უნივერსიტეტში.

კრისტიან დოპლერის სამეცნიერო ინტერესი მოიცავდა ფიზიკის ისეთ დარგებს როგორიცაა: ოპტიკა და აკუსტიკა. ძირითადი შრომები მიეძღვნა სინათლის აბერაციას, მიკროსკოპის თეორიასა და ოპტიკურ მანძილმზომს, ფერების თეორიასა და სხვა. 1842 წელს მან თეორიულად დაამტკიცა დამოკიდებულება რხევების სიხშირის და ტალღების წყაროს მოძრაობის მიმართულებებს შორის. შემდგომ მის სასახელოდ ამ მოვლენას დოპლერის ეფექტი ეწოდა.

1848 წელს დოპლერის ეფექტი ფრანგი ფიზიკოსის არმან ფიზოს მიერ იყო დაზუსტებული, ხოლო 1900 წელს ექსპერიმენტულად იყო შემოწმებული არისტარქე ბელოპოლსკის მიეს ლაბორატორიულ დანადგარზე. დოპლერის პრინციპმა მრავალრიცხოვანი გამოყენება ჰპოვა ასტრონომიაში, ვარსკვლავთა მოძრაობის და მათი ღერძის გარშემო ბრუნვის სისწრაფის გამოთვლისას, მზის ფოტოსფეროს ტურბულენტური ნაკადების და სხვა, ხოლო შემდგომ სხვა ფიზიკის და ტექნიკის (რადარები) დარგებში.

კრისტიან დოპლერი გარდაიცვალა 1853 წლის 17 მარტს ვენეციაში.

  1. 1.0 1.1 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Who Named It?
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. 6.0 6.1 Dr. Constant v. Wurzbach Doppler, Christian // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt habenWien: 1856. — ტ. 3. — S. 370.
  7. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Доплер Кристиан // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.