სინათლის აბერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბერაცია.
სინათლის აბერაცია

სინათლის აბერაციაასტრონომიაში, მოცემულ მომენტში ცის სფეროზე ვარსკვლავის ხილული მდებარეობის წანაცვლება დედამიწის მოძრაობის მიმართულებით.

აბერაცია გამოწვეულია დედამიწის მოძრაობით და სინათლის სიჩქარის სასრული მნიშველობით და პროპორციულია დედამიწის ორბიტალური სიჩქარის (წლიური აბერაცია. აღმოჩენილია 1728 წელს ინგლისელი ასტრონომის ჯ. ბრედლის მიერ) ან დღეღამური ბრუნვის სიჩქარის (დღეღამური აბერაცია) ფარდობისა სინათლის სხივის სიჩქარესთან. ვიდრე ჭეშმარიტ მიმართულებაზე მდებარე წერტილიდან სინათლის სხივი მიაღწევს დამკვირვებლამდე , დედამიწა წერტილიდან გადაადგილდება აპექსის მიმართულებით ც წერტილში. სიჩქარეების წესის თანახმად, სინათლის სხივის მოძრაობის გზა იქნება ანუ . ამიტომ დამკვირვებლის მნათობი მოეჩვენება არა , არამედ მიმართულებით, ე. წ. დამკვირვებლისათვის მნათობი გამოჩნდება წერტილში. მნათობმა შეიცვალა მიმართულება კუთხით, რომელსაც აბერაციული გადაადგილების კუთხეს უწოდებენ. -დან ვღებულობთ:

სადაც დედამიწის ორბიტალური სიჩქარეა, მანძილის გავლისათვის საჭირო დრო.

( სინათლის სიჩქარეა), კუთხე მნათობის ხილულ მიმართულებასა და ეკლიპტიკას შორის (ეკლიპტიკური განედი).

(1)

— ეწოდება სინათლის წლიური აბერაციის მუდმივა და ტოლია -ისა. ე. ი.

(1) ფორმულიდან ჩანს რომ აბერაციული გადაადგილება არაა დამოკიდებული ნათობამდე მანძილზე. წლიური აბერაციის გავლენით ვარსკვლავები ცაზე შემოწერს ელიფსებს, რომელთა დიდი ნახევარღერძები ეტოლება -ს, მცირე კი და პერიოდი ერთ წელიწადს. ფარდობითობის თეორიაში აბერაციის ფორმულა მიიღება ლორენცის გარდაქმნებისაგან როგორც ბუნებრივი შედეგი. სინათლის დღეღამური აბერაციის სიდიდე უმნიშვნელოა. მისი უდიდესი ნმნიშვნელობა მოცემულ განედზე ტოლია . არსებობს აგრეთვე საუკუნეობრივი აბერაცია, რომელიც გამოწვეულია მზის სისტემის მოძრაობით ვარსკვლავების მიმართ. ამ მოძრაობის სიჩქარე მუდმივია როგორც მიმართულებით, ასევე სიდიდით. საუკუნეობრივი აბერაცია ყველა ვარსკვლავის მდებარეობას ცვლის ერთნაირად და ამდენად მხედველობაში არ მიიღება.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ე. ხარაძე, „ასტრონომიის საფუძვლები“, ტ. 1, თბ., 1971