კორონიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორონიდა


სქესი: მდედრობითი
მამა: Phlegyas[1]
შვილები: ასკლეპიოსი[2]
გამოსახულებები

კორონიდააპოლონის საყვარელი და ერთ-ერთი სტიქიური ძალის ნიმფა ბერძნულ მითოლოგიაში. იგი ლაპითელთა მეფის, ფლეგიასის ქალიშვილია. ზოდი ვერსიით, მისი მამა იყო აზანი, არკადიის მეფე. [3] მისი ვაჟი, ასკლეპიოსი, არის ბერძნული მედიცინის ღმერთი. ორსულობის დროს მან უღალატა აპოლონს მოკვდავ მამაკაცთან, სახელად ისქისთან, რის გამოც არტემიდამ ამ საქციელისთვის დასაჯა და ისარი ესროლა. როცა ისრით სასიკვდილოდ დაჭრილი კორონიდა კოცონზე იწვოდა, აპოლონმა გადაარჩინა მათი შვილი საკეისრო კვეთით, თუმცა საყვარლის შველა ვეღარ მოახერხა. ამის გამო ფლეგიასმა აპოლონს არ აპატია ასულის შერცხვენა. კორონიდა გარდაცვალების შემდეგ თანავარსკვლავედად გადაიქცა, ხოლო ჩვილი აპოლონმა გასაზრდელად კენტავრ ქირონს მიაბარა, რომელმაც ექიმობა და ნადირობა ასწავლა.

მითოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აპოლო და კორონიდა, იოჰან კიონიგის ნამუშევარი

კორონიდა (ზოგჯერ ხსენებული როგორც ეგლე) იყო ფლეგიასის და კლეოფემას ასული, ლაპითელთა პრინცესა. [4]

ერთ დღეს აპოლონი შეხვდა კორონიდას და დანახვისთანავე შეუყვარდა. მათ ერთად კორონიდას სახლში ღამე გაატარეს, რის შემდეგაც კორონიდა დაფეხმძიმდა. ერთხელ, როდესაც აპოლონი ღვთიური მოვალეობის შესასრულებლად იყო წასული, კორონიდას შუყვარდა მოკვდავი ისქისი, ელაუტას ვაჟი. მამის გაფრთხილებების მიუხედავად, იგი ფარულად დაწვა მასთნ. აპოლონმა ამ ამბის შესახებ გაიგო თავისი წინასწარმეტყველობის ძალებით. [5] განრისხებულმა ისრით განგმირა ისქისი, თუმცა ვერ გაბედა თავისი საყვარლის მოკვლა. სამაგიეროდ ამის ძალა გააჩნდა არტემიდას, აპოლონის ძმას, რომელმაც ისრების მოკლა კორონიდა იმ უპატივცემულობის გამო, რომელიც მან თვისი ძმის წინაშე გამოიჩინა. [6] კორონიდამ მიიღო თავისი სასჯელი, მაგრამ გამოხატა მძიმე მწუხარება ჯერ კიდევ არგაჩენილი შვილის მოსალოდნელი სიკვდილის შესახებ. [7]

აპოლონი და კორონიდა, გრავიურა

აპოლონმა, გაიაზრა რა ეს საფრთხე, შეეცადა კორონიდა განეკურნა, მაგრამ უშედეგოდ. არ სურდა მისი არდადბადებული ბავშვის ტანჯვა, ამიტომ გაუჭრა კორონიდას მუცელი და გადაარჩინა ბავშვი. მან ჩვილს სახელად ასკლეპიოსი დაარქვს და გარკვეული დროის განმავლობაში თვითონ ზრდიდა და ასწავლიდა სამკურნალო მცენარეების შესახებ. მოგვიანებით, აპოლონმა ვაჟი მიანდო ქირონს, ბრძენ კენტავრს, რომელმაც გააგრძელა მისი სწავლება მედიცინასა და ნადირობაში. [7]

ყორანი და კორვუსის თანავარსკვლავედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოვიდიუსის თანახმად, როდესაც კორონიდა ფეხმძიმედ იყო, აპოლონმა შესამოწმებლად მას თეთრი ყორანი მიუჩინა სანამ წავიდოდა. ყორანმა, მას შემდეგ რაც ისქისისა და კორონიდას ურთიერთობის შესახებ გაიგო, მაშინვე აპოლონს აცნობა. მართალია აპოლონმა მოკლა მოკვდავი ისქისი, თუმცა, დაბეზღების გამო ყორანი დასაჯა და გააშავა. სწორედ ამიტომ, ყორნები დღეს შავები არიან.

კულტი და ასტრონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორონიდა ძველ საბერძნედში ასკლეპიოსის დედად ითვლებოდა. პავსანიას თქმით, მისი ხის ქანდაკება იდგა სიკიონის ასკლეპიონში. ასკლეპიოსისადმი შეწირვის დროს, ეს ქანდაკება გადაიტანეს ათენას ტაძარში, სადაც მის საპატივცემულოდ ასრულებდნენ შესაბამის რიტუალებს. [8]

ბერძნები ყორნის თანავარსკვლავედში მუდამ ხედავდნენ კორონიდას. კორონიდა ეწოდა 1976 წლის 4 იანვარს აღმოჩენილ მთავარი სარტყლის ახალ ასტეროიდს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გელოვანი აკ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, გვ. 268, თბ., 1983

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Любкер Ф. Phlegyas // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1035.
  2. 2.0 2.1 Любкер Ф. Άσκλήπιός, Ἀσκλήπιος // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 166–167.
  3. Homeric Hymn to Apollo, 3.209
  4. Isyllus, Hymn to Asclepius
  5. Pindar, Pythian Ode 3. 5
  6. Pausanias, Description of Greece 2. 26. 1 - 7
  7. 7.0 7.1 Ovid, Metamorphoses 2.536 & 596 ff (trans. Brookes More)
  8. Homeric Hymn to Apollo, 3.209