კენტავრის თანავარსკვლავედი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან კენტავრი)
კენტავრის თანავარსკვლავედი (ლათ. Centaurus) — ცის სამხრეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი. მისი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავები 0,06 და 0,6 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. კენტავრშია მზის სისტემის უახლოესი ვარსკვლავები: პროქსიმა კენტავრი (მანძილი 1,31 პს) და ფიზიკური წყვილის შემადგენელი კენტავრის α ვარსკვლავის A და B კომპონენტები (1,33 პს). დასაკვირვებლად საუკეთესო პირობებია მარტ-აპრილში. ნაწილობრივ ჩანს საქართველოდანაც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 469.