ევრიდიკე
იერსახე


ევრიდიკე (ძვ. ბერძნ. Εὐρυδίκη) — ძველბერძნულ მითოლოგიაში[1] ერთ-ერთი დრიადთაგანი (ზოგი მონაცემებით აპოლონის ქალიშვილი[2]). მუსიკოსისა და მომღერლის, ორფეოსის მეუღლე.
გარდაიცვალა ქუსლზე გველის ნაკბენისგან[3]. ერთი ვერსიით, მას მოსდევდა შეყვარებული არესტაიოსი და იმ დროს დააბიჯა გველს[4].
ორფეოსმა ევრიდიკე საიქიოდან გამოიყვანა, თუმცა იგი კვლავ უკან დაბრუნდა, რადგან ორფეოსმა გზაში დაარღვია პერსეფონესათვის მიცემული პირობა და ცოლისკენ მიიხედა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||||||||||||||||||||