კატრინ დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კატრინ დე ბურბონი
Catherine de Bourbon .jpg
მშობ. სახელი Catherine de Bourbon
დაბ. თარიღი 7 თებერვალი, 1559
პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 13 თებერვალი, 1604 (45 წლის)
ნანსი, ლოთარინგია
ეროვნება ფრანგი
წოდება
  • ბეარნის რეგენტი
  • საფრანგეთისა და ნავარის პრინცესა
  • ალბრეს ჰერცოგინია
  • არმანიაკის გრაფინია
რელიგია კალვინიზმი
მეუღლე(ები) ანრი II ლოთარინგიელი
მშობლები მამა: ანტუან დე ბურბონი
დედა: ჟანა დ'ალბრე

კატრინ დე ბურბონი (ფრანგ. Carherine de Bourbon; დ. 7 თებერვალი, 1559 — გ. 13 თებერვალი, 1604) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ნავარის დედოფალ ჟანა დ'ალბრესა და მისი მეუღლის, ვანდომის ჰერცოგ ანტუან დე ბურბონის უფროსი ქალიშვილი. საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ის უფროსი და. ლოთარინგიის ჰერცოგ ანრი II-ის პირველი მეუღლე.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატრინი დაიბადა 1559 წლის 7 თებერვალს, პარიზში. მისი მშობლები იყვნენ ნავარის დედოფალი ჟანა დ'ალბრე და მისი თანამმართველი და მეუღლე ანტუან დე ბურბონი. მას სახელი მისი ნათლიის, საფრანგეთის დედოფალ ეკატერინე მედიჩის (ეკატერინე ფრანგულად ითარგმნება როგორც კატრინი) პატივსაცემად.

დედამისი ჰუგენოტი იყო. ჟანამ კატრინის დაბადებიდან სულ ერთ წელიწადში მათ ნავარის ოფიციალურ რელიგიად კალვინიზმი გამოაცხადა. თუმცა ანტუან დე ბურბონი კვლავ კათოლიკედ დარჩა, რამაც მათი ქორწინება კინაღამ არ დაანგრია. 1562 წლის 17 ნოემბერს საფრანგეთის რელიგიურ ომებში ბრძოლის დროს ანტუანი მოკლეს. კატრინი დედასთან და უმცროს ძმა ანრისთან ერთად კათოლიკე ფრანგების წინააღმდეგ გააფთრებით იბრძოდა. 1572 წლის 9 ივნისს ჟანა დ'ალბრე კათოლიკე ეკატერინე მედიჩიმ ხელთათმანებით მოწამლა. მიუხედავად ამისა, 1572 წლის 18 აგვისტოს კატრინის ძმა, ახლა უკვე ნავარის მეფე ანრი III დაქორწინდა ეკატერინე მედიჩის უმცროს ასულ მარგარიტა ვალუაზე. მარგარიტას ძმა, საფრანგეთის მეფე შარლ IX ჰუგენოტების ისეთივე მტერი იყო როგორიც დედამისი. ამ ქორწინებას წესით უნდა დაესრულებინა რელიგიური ომები, თუმცა ქორწილიდან მალევე, 24 აგვისტოს ეკატერინემ და შარლ IX-მ მოაწყვეს ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა, რომელსაც წმინდა ბართლომეს ღამე ეწოდა. ამ ღამეს 10 000-ზე მეტი ჰუგენოტი შეეწირა. ამავე ღამეს კატრინიც და ანრიც ტყვეებად აიყვანეს. 1574 წელს შარლის გარდაცვალების შემდეგ მომენტით ისარგებლეს და ანრი, კატრინი და მარგარიტა ნავარაში გაიქცნენ.

ნავარაში დაბრუნებულმა ანრიმ კატრინის გათხოვებაზე დაიწყო ფიქრი. მან თითქმის დააქორწინა ის და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ VI, თუმცა უეცრად ჯეიმზმა მასზე ქორწინება გადაიფიქრა და ანა დანიელი შეირთო ცოლად.

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ რაც ანრი, კატრინი და მარგარიტა ძლივს გაიქცნენ ფრანგული ტყვეობიდან, ანრიმ თავის დას ბეარნის რეგიონის მართვა უბოძა 1576 წელს. კატრინი ამ რეგიონს საკმაოდ კარგად მართავდა 1596 წლამდე. კატრინი ერთგული ჰუგენოტი და ევროპელი პროტესტანტების მფარველი იყო. სწორედ მან შეიფარა ბეარნში ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის მიერ დევნილი ანტონიო პერესი. 1589 წელს საფრანგეთის მეფე ანრი III-ის უძეოდ სიკვდილის შემდეგ, საფრანგეთის მეფე გახდა კატრინის ძმა ანრი IV, როგორც მისი სიძე. მას შემდეგ რაც კატრინის ძმა ორი ქვეყნის მონარქი გახდა თავის დას ალბრეს ჰერცოგინიისა და არმანიაკის ჰერცოგინიის ტიტულები. 1598 წელს ანრი IV-მ დანიშნა სამეფო საბჭო, რომელშიც კატრინიც მონაწილეობდა, როგორც ჰუგენოტების მხარის წარმომადგენელი. სწორედ კატრინმა დაარწმუნა ანრი IV რომ დაედო ნანტის ედიქტი, რითაც საფრანგეთის რელიგიური ომები დამთავრდა.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1598 წლის 13 ივლისს დაიდო სენ-ჟერმენ-ან-ლაის ხელშეკრულება, საფრანგეთის მეფე ანრი IV-სა და ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ს შორის. ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის საფუძველზე, პრინცესა კატრინი ცოლად მიჰყვებოდა ლოთარინგიის პრინც ანრი დე ლორენს. 1599 წლის 31 იანვარს, პარიზში კატრინ დე ბურბონი და ანრი დე ლორენი დაქორწინდნენ. ქორწინება თავიდან პატარა უთანხმოებით დაიწყო, რადგან კატრინი ჰუგენოტი იყო ანრი კი კათოლიკე.

იმისათვის, რომ მათ ქორინებაში ბავშვი კანონიერ მემკვიდრედ ჩათვლილიყო, საჭირო იყო რომის პაპის კურთხევა. 1598 წლის 29 დეკემბერის პაპმა კლემენტ VIII-მ უარი თქვა მათ დალოცვაზე და განაცხადა, რომ ამ ქორწინებით უკმაყოფილო იყო. ამით განრისხებულმა ანრი IV-მ პაპთან ელჩი გაგზავნა და რომში შეჭრით დაემუქრა, რის შემდგომაც პაპმა ქორწინება დალოცა. მიუხედავად ამისა ქორწინება უიღბლო და უნაყოფო იყო. კატრინი გარდაიცვალა 1604 წლის 13 თებერვალს უშვილოდ. მის შემდეგ ანრიმ ცოლად შეირთო მარგერიტა გონძაგა, რომელთანაც ორი ქალიშვილი შეეძინა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Wilson, Katharina M. (1991). An Encyclopedia of Continental Women Writers. Taylor & Francis. pp. 569.
  • „Catherine de Bourbon (1558-1604)“. Bibliothèque nationale de France. Retrieved 28 January 2015.
  • Knecht, R. J. (2001). The Rise and Fall of Renaissance France, 1483–1610. Oxford: Blackwell.
  • Baumgartner, Frederic J. (1995). France in the Sixteenth Century. London: Macmillan.
  • Grintchenko, Marie-Hélène. (2009). Catherine de Bourbon (1559-1604): Influence politique, religieuse et culturelle d’une princesse calviniste. Paris: Honoré Champion.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]