კასრისსერი
კასრისსერი | |
---|---|
კოორდინატები: 41°22′31″ ჩ. გ. 43°01′06″ ა. გ. / 41.37528° ჩ. გ. 43.01833° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო თურქეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამცხე-ჯავახეთის მხარე არტაანის პროვინცია |
სიმაღლე | 2944 მ |
ქედი | ერუშეთის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტ-დაციტური ლავა |
კასრისსერი — მთა საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე. მდებარეობს ერუშეთის ქედზე, მდინარეების ინჯასუსა (ურაველის მარჯვენა შენაკადი) და ქარზამეთისწყლის (მტკვრის მარცხენა შენაკადი) სათავეებში. ასპინძის მუნიციპალიტეტისა და არტაანის პროვინციის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2944 მ. კასრისსერი აგებულია ნეოგენური ანდეზიტ-დაციტური ლავით. შემოსილია ალპური მდელოებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 568.