კასინი-ჰიუიგენსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კასინის აპარატისა და სატურნის ილუსტრაცია

კასინი-ჰიუიგენსი (ინგლ. Cassini–Huygens) — პლანეტა სატურნთან გაგზავნილი უპილოტო კოსმოსური ხომალდი. წარმოადგენდა NASA-ს, ევროპის კოსმოსური სააგენტოსა (ESA) და იტალიის კოსმოსური სააგენტოს (ASI) ფლაგმანური კლასის კოსმოსურ ხომალდს.[1]

კასინი მეოთხე კოსმოსური ზონდია, რომელიც სატურნს ესტუმრა და პირველია, რომელიც მის ორბიტაზე გავიდა. 2004 წლიდან 2017 წლამდე, კასინი აქტიურად სწავლობდა პლანეტასა და მის მრავალ ბუნებრივ თანამგზავრს.[2]

კასინიზე მუშაობა 80-იანი წლებიდან დაიწყო. პროექტი მოიცავს სატურნის ორბიტერს (კასინი) და მავალს (ჰიუიგენსი) სატურნის მთვარე ტიტანისთვის. ხომალდებს სახელი ეწოდა იტალიელი ასტრონომის — ჯოვანი კასინისა და ჰოლანდიელი მათემატიკოსის — კრისტიან ჰიუიგენსის პატივსაცემად. კოსმოსური ხომალდი 1997 წლის 15 ოქტომბერს, ფლორიდიდან, კანავერალის კონცხიდან გაეშვა რაკეტა Titan IVB/Centaur-ით და სატურნის ორბიტაზე მხოლოდ 7 წლის შემდეგ, 2004 წლის 1 ივლისს გავიდა. მანამდე კასინიმ ხანგრძლივი პლანეტათშორისი გზა განვლო — რამდენჯერმე შემოუფრინა დედამიწას, ვენერასა და იუპიტერს. 2004 წლის 25 დეკემბერს ორბიტერს გამოეყო ზონდი ჰიუიგენსი და სატურნის მთვარე ტიტანისკენ დაეშვა. აპარატმა 2005 წლის 14 იანვარს დედამიწაზე ტიტანის მონაცემები ორბიტერის დახმარებით გამოაგზავნა. ეს მზის სისტემის გარე ნაწილში მყოფი ციური სხეულის ზედაპირზე პირველი დაშვება იყო.

კასინი-ჰიუგენსის გამშვები რაკეტა Titan 4B

2017 წლის 15 სექტემბრამდე კასინი სატურნის სისტემას იკვლევდა, ხოლო მოგვიანებით ფინალურ ფაზაში გადავიდა.

სატურნის ორბიტიდან დანახული დედამიწა

საწვავის მწირე რესურსის გამო, 2017 წლის 22 აპრილს, კოსმოსური ხომალდი მისიის დიდი ფინალის (Grand Finale) ფაზაში შევიდა, რომელშიც მან არაერთი სარისკო მანევრი შეასრულა — გაიარა სატურნსა და მის რგოლებს შორის. ამ ფაზის მიზანი კასინის სამეცნიერო შედეგების მაქსიმალიზაცია იყო მანამ, სანამ ხომალდი განზრახ განადგურდებოდა სატურნის ატმოსფეროში. ორბიტიდან გადასვლა NASA-მ განზრახ დაგეგმა და ეს აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ გამორიცხულიყო კასინის შეჯახების რისკი სატურნის რომელიმე მთვარესთან. წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნებოდა სატურნის თანამგზავრების დედამიწისეული მიკრობებით დაბინძურების რისკი. [3][4] [5][6]

ზოგადი მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასინის ორბიტერისა და ჰიუიგენსის ზონდის დაპროექტებაზე, აგებაზე, გაშვებასა და მონაცემთა შეგროვებაზე ერთობლივი პასუხისმგებლობა 17 ქვეყნისგან შემდგარმა ჯგუფმა აიღო.

ჰიუგენსის მიერ აღბეჭდილი ტიტანის ზედაპირი

მისიას მართავდა NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორია (JPL), სადაც ორბიტერი აიწყო, ჰიუიგენსი კი შექმნა ევროპის კოსმოსური კვლევებისა და ტექნოლოგიების ცენტრმა. ცენტრის მთავარმა კონტრაქტორმა, საფრანგეთის სახელმწიფოს კუთვნილმა კომპანია Aérospatiale-მ (ამჟამად Thales Alenia Space) ზონდი ევროპის მრავალი ქვეყნისგან მიწოდებული აღჭურვილობითა და ინსტრუმენტებით ააწყო (ჰიუიგენსის ბატარეები და ორი სამეცნიერო ინსტრუმენტი ევროპას აშშ-მა მიაწოდა). კასინის ორბიტერის მაღალი და დაბალი გამავლობის რადიო-ანტენები დაამზადა იტალიის კოსმოსურმა სააგენტომ (ASI); მასვე ეკუთვნის კასინის კომპაქტური და მცირეწონიანი რადარი, რადარული ალტიმეტრი, რადიომეტრი, რადიომეცნიერული ქვესისტემა (RSS), VIMS სპექტრომეტრის VIMS-V ხილვადი არხის ნაწილი.[7]

NASA-მ დაამზადა VIMS-ის ინფრაწითელი ანალოგი, ისევე როგორც ძირითადი ელექტრონული ნაკრები, რომელიც ასევე მოიცავს საფრანგეთის კოსმოსური კვლევების ეროვნული ცენტრის (CNES) მიერ დამზადებულ ქვე-ნაკრებებს.[8][9]

2008 წლის 16 აპრილს, NASA-მ მისიისათვის საჭირო ოპერაციების დაფინანსების 2 წლით გახანგრძლივების შესახებ განაცხადა; ამ მომენტიდან, პროგრამას კასინის ზაფხულის ბუნიობის მისია ეწოდა.[10] 2010 წლის თებერვალში, დაფინანსება კვლავ გახანგრძლივდა და სახელიც კასინის ზამთრის ბუნიაობის მისია ეწოდა.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისია მოიცავს ორ ძირითად ელემენტის: ASI/NASA-ს ორბიტერ კასინის, რომელსაც სახელი ეწოდა იტალიელ-ფრანგი ასტრონომის, ჯოვანი დეომენიკო კასინის პატივსაცემად, რომელმაც აღმოაჩინა სატურნის რგოლები და მისი ოთხი მთვარე; და ESA-ს ზონდ ჰიუიგენსს, რომელსაც სახელი ეწოდა ჰოლანდიელი ასტრონომის, მათემატიკოსისა და ფიზიკოსის, კრისტიან ჰიუიგენსის პატივსაცემად; ამ უკანასკნელმა აღმოაჩინა სატურნის მთვარე ტიტანი.

კასინი-ჰიუიგენსი მზის სისტემის გარე პლანეტების ფლაგმანური კლასის მისიაა.[1] სხვა პლანეტურ ფლაგმანებს შორის ასევე შედის გალილეო, ვოიაჯერი და ვიკინგი.[1]

მიზნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კასნინი რამდენიმე მიზანი ჰქონდა, მათ შორის:[11]

  • სატურნის რგოლების სამგანზომილებიანი სტრუქტურისა და დინამიკური ქცევის განსაზღვრა.
  • სატურნის ტანამგზავრების ზედაპირის შემადგენლობისა და გეოლოგიური ისტორიის განსაზღვრა.
  • მთვარე იაფეტის მუქი ნივთიერებების ბუნებისა და წარმომავლობის განსაზღვრა.
  • მაგნიტოსფეროს სამგანზომილებიანი სტრუქტურისა და დინამიკური ქცევის განსაზღვრა.
  • სატურნის ატმოსფეროს დინამიკური ქცევის შესწავლა ღრუბლების დონეზე.
  • ტიტანის ღრუბლებისა და ნისლის დროის ცვალებადობა.
  • ტიტანის ზედაპირის დახასიათება რეგიონული მასშტაბით.

კასინი-ჰიუიგენსი 1997 წლის 15 ოქტომბერს, კანავერალის კონცხის სამხედრო-საჰაერო ბაზის კოსმოსური გაშვების კომპლექს 40-დან გაუშვეს, აშშ-ის საჰაერო ძალების რაკეტა Titan IVB/Centaur-ით.[12]

სამეცნიერო კვლევითი მისიის მთლიანი ღირებულება 3,26$ მილიარდია; მათ შორისაა გაშვებამდე, შექმნისთვის დახარჯული 1,4$ მილიარდი, 704$ მილიონი მისიის ოპერაციებისთვის, 54$ მილიონი მონიტორინგისთვის და 422$ მილიონი გამშვები რაკეტისთვის. აშშ-ის წილი 2,6$ მილიარდია (80%), ევროპის კოსმოსური სააგენტოსი 500$ მილიონი (15%), იტალიის კოსმოსური სააგენტოსი კი 160$ მილიონი (5%).[13] თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ციფრები აღებულია 2000 წელს მომზადებული პრესრელიზიდან და არ მოიცავს მისიის განმავლობაში დაფიქსირებულ ინფლაციას, არც მისიის გახანგრძლივების ხარჯებს.

კასინის პირველადი მისია 2008 წლის 30 ივლისს დასრულდა. 2010 წლის ივნისში მისია გახანგრძლივდა.[14] ამ პერიოდში აპარატმა სატურნის სისტემა კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლა.

2010 წლის 3 თებერვალს, NASA-მ საზოგადოებას კასინის მისიის კიდევ ერთი გახანგრძლივების შესახებ ამცნო, 6½ წლით, 2017 წლამდე, როდესაც სატურნის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის ბუნიაობა დასრულდებოდა. ამ პერიოდში ხომალდი მოასწრებდა კიდევ 155 ორბიტას პლანეტის გარშემო, 54 გადაფრენას ტიტანზე და 11 გადაფრენას ენცელადზე.[15] 2017 წელს, ტიტანთან შეხვედრამ კასინის ორბიტა ისე შეცვალა, რომ ხომალდი სატურნთან ყველაზე ახლოს მივიდა,[16] პლანეტის ღრუბლებიდან 3000 კმ სიმაღლეზე და დაიწყო შიდა D რგოლსა და სატურნს შორის მოძრაობა; აღნიშნულ ორბიტაზე კასინი 22-ჯერ ჩაეშვა.[17] 2017 წლის 12 ოქტომბერს, კასინიმ უკანასკნელად გადაუფრინა სატურნს და მთვარის გრავიტაციამ ზონდი პლანეტის ატმოსფეროში გაგზავნა, სადაც 15 სექტემბერს კომეტის სახით დაიწვა.[18][19]

მარშრუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შერჩეული დანიშნულების ადგილები (დალაგებულია ზომის მიხედვით)
ტიტანი დედამიწის მთვარე რეა იაფეტი დიონა ტეფიდა ენცელადი
მიმასი ჰიპერიონი ფება იანუსი ეპიმეთე პრომეთე პანდორა
ელენა ატლასი პანი ტელესტო კალიფსო მეფონა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Outer Planets Flagship - Science Mission Directorate. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-13. ციტირების თარიღი: 2017-09-10.
  2. Corum, Jonathan (December 18, 2015). „Mapping Saturn’s Moons“. The New York Times. ციტირების თარიღი: December 18, 2015.
  3. Mosher, Dave (April 5, 2017). „NASA will destroy a $3.26 billion Saturn probe this summer to protect an alien water world“. Business Insider. ციტირების თარიღი: May 2, 2017.
  4. Chang, Kenneth (May 3, 2017). „The 'Sounds' of Space as NASA's Cassini Dives by Saturn“. The New York Times. ციტირების თარიღი: May 3, 2017.
  5. Saturn Plunge Nears for Cassini Spacecraft English (August 29, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 30, 2019. ციტირების თარიღი: August 30, 2017
  6. Overbye, Dennis (September 8, 2017). „Cassini Flies Toward a Fiery Death on Saturn“. The New York Times. ციტირების თარიღი: September 10, 2017.
  7. Cassini-Huygens. Agenzia Spaziale Italiana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-21.
  8. Miller, Edward A.; Klein, Gail; Juergens, David W.; Mehaffey, Kenneth; Oseas, Jeffrey M.; et al. (October 1996). „The Visual and Infrared Mapping Spectrometer for Cassini“ (PDF). Proceedings of the SPIE: Cassini/Huygens: A Mission to the Saturnian Systems. 2803: 206–220. Bibcode:1996SPIE.2803..206M. doi:10.1117/12.253421. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2017-08-09. ციტირების თარიღი: 2017-09-10.
  9. Reininger, Francis M.; Dami, Michele; Paolinetti, Riccardo; Pieri, Silvano; Falugiani, Silvio; et al. (June 1994). „Visible Infrared Mapping Spectrometer--visible channel (VIMS-V)“. Proceedings of the SPIE: Instrumentation in Astronomy VIII. 2198: 239–250. Bibcode:1994SPIE.2198..239R. doi:10.1117/12.176753.
  10. Brown, Dwayne; Martinez, Carolina (April 15, 2008). „NASA Extends Cassini's Grand Tour of Saturn“. NASA / Jet Propulsion Laboratory. ციტირების თარიღი: August 14, 2017.
  11. Cassini-Huygens mission objectives (March 27, 2012).
  12. Mission Summary en-GB. ციტირების თარიღი: February 3, 2017
  13. Cassini Solstice Mission-FAQs. Jet Propulsion Laboratory. ციტირების თარიღი: January 24, 2014.
  14. NASA Extends Cassini Probe's Mission at Saturn. Space.com (April 15, 2008). ციტირების თარიღი: September 1, 2010.
  15. Moskowitz, Clara. (February 3, 2010) Cassini Saturn Probe Gets 7-Year Life Extension. Space.com. ციტირების თარიღი: August 20, 2011.
  16. NASA-ს ხომალდი „კასინი“ სატურნის რგოლებთან უპრეცედენტო მანევრების შესრულებას იწყებს დაარქივებული 2017-04-23 საიტზე Wayback Machine. „პირველი არხი“
  17. კასინი დედამიწასთან კავშირზე გამოვიდა - ხომალდმა სატურნსა და მის რგოლებს შორის წარმატებით გაიარა დაარქივებული 2017-10-15 საიტზე Wayback Machine. „პირველი არხი“
  18. კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება[მკვდარი ბმული] „პირველი არხი“
  19. როგორ და სად გაანადგურებს NASA 3,26$ მლრდ-იან ხომალდს - „კასინის“ აღსასრული ახლოვდება „პირველი არხი“