ატლასი (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატლასი
Atlas 2017-04-12 raw preview.jpg
„კასინის“ მიერ გადაღებული ფოტო, 12 აპრილი, 2017
სხვა სახელები S/1980 S 28, სატურნი XV
აღმოჩენა
აღმოჩენის თარიღი 1980
ორბიტალური მახასიათებლები
დიდი ნახევარღერძი (a) 137 670 ± 10 კმ
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0,0012
ვისი თანამგზავრია სატურნი
ფიზიკური მახასიათებლები
ზომები 40.8 × 35.4 × 18.8 კმ
საშუალო რადიუსი 15.1 ± 0.9
მოცულობა (V) ≈ 14 400 კმ³
საშუალო სიმკვრივე () 0.46 ± 0.11 გრ/სმ³
პირველი კოსმოსური სიჩქარე () ≈ 0.0062 კმ/წმ
ღერძის დახრილობა 0
ალბედო 0.4
ტემპერატურა
ზედაპირზე ≈ 81 კელვინი

ატლასი — პლანეტა სატურნის შიდა თანამგზავრი.

1980 წელს, ხომალდ ვოიაჯერის მიერ გამოგზავნილ ფოტოებზე აღმოაჩინა რიჩარდ ტერილმა; იმ დროს მას S/1980 S 28 ეწოდა. 1983 წელს ოფიციალურად უწოდეს ბერძნული მითოლოგიის ტატანის — ატლასის სახელი, რადგან სატურნის რგოლები „მხრებით უჭირავს, როგორც ტიტან ატლასს ცა ეჭირა დედამიწის თავზე. ასევე უწოდებენ სატურნი XV-ს.

ატლასი გარე, ბასრ A რგოლთან მდებარე უახლოესი თანამგზავრია და დიდხანს მიიჩნეოდა, რომ რგოლის მწყემსი თანამგზავრი იყო. მაგრამ ახლა უკვე ცნობილია, რომ რგოლის გარე კიდე 7:6 ორბიტულ რეზონანსშია უფრო დიდ და შორეულ მთვარეებთან — იანუსთან და ეპიმეთესთან.

ხომალდ „კასინის“ მიერ 2005 წელს გადაღებულ ფოტოზე გამოჩნდა ატლასის უხეში, სფერული ცენტრი, რომელიც გარშემორტყმულია დიდი, გლუვი, ეკვატორული ქედით. ასეთი უჩვეულო და გამორჩეული სტრუქტურის ახსნა ისაა, რომ ატლასმა გამოზიდა და შეაგროვა რგოლის ნივთიერებები.

ატლასი მნიშნელოვნადაა შეშფოთებული პრომეთეს მიერ, ასევე პანდორას დაბალი გრადუსით, რის გამოც, მისი ორბიტა კეპლერული ორბიტისგან 600 კილომეტრითაა დაშორებული და პერიოდი 3 წელიწადს შეადგენს. იქიდან გამომდინარე, რომ პრომეთესა და პანდორას ორბიტები ქაოტურია, შესაძლოა ასეთივე იყოს ატლასის ორბიტაც.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: