პანდორა (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პანდორა
PIA21055 - Pandora Up Close.jpg
პანდორას სამხრეთ ნახევარსფერო
სხვა სახელები S/1980 S 26, სატურნი XVII
აღმოჩენა
აღმოჩენის თარიღი 1985
ორბიტალური მახასიათებლები
დიდი ნახევარღერძი (a) 141 720 ± 10 კმ
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0,0042
ვისი თანამგზავრია სატურნი
ფიზიკური მახასიათებლები
ზომები 104 × 81 × 64 კმ
საშუალო რადიუსი 40.7 ± 1.5
მოცულობა (V) ≈ 280 000 კმ³
საშუალო სიმკვრივე () 0.49±0.06 გრ/სმ³
პირველი კოსმოსური სიჩქარე () ≈ 0.019 კმ/წმ
ღერძის დახრილობა 0
ალბედო 0.6
ტემპერატურა
ზედაპირზე ≈ 78 კელვინი

პანდორა (ბერძ. Πανδώρα) — სატურნის შიდა თანამგზავრი. აღმოაჩნეს 1980 წელს, ზონდ ვოიაჯერ 1-ის მიერ გადაღებულ ფოტოებზე და დროებით სახელად S/1980 S 26 უწოდეს. 1985 ოფიციალურად დაარქვეს პანდორა ბერძნული მითოლოგიიდან. ასევე ეწოდება სატურნი XVII.

დიდი ხნის მანძილზე, პანდორა სატურნის F რგოლის გარე „მწყემს“ თანამგზავრად მიიჩნეოდა. თუმცა, როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, იგი ამ როლს არ თამაშობს და მხოლოდ პრომეთე, შიდა მწყემსი ზრუნავს ვიწრო რგოლის შემსაზღვრაზე.[1][2] პანდორას უფრო მეტი კრატერი აქვს, ვიდრე პრომეთეს; ორი უდიდესი კრატერის დიამეტრი 30 კილომეტრია. პანდროას კრატერთა დიდი ნაწილი თავთხელია, რადგან ნაშალი მასალითაა ამოვსებული. მთვარის ზედაპირზე ასევე წარმოდგენილია ქედები და ღარები.

პანდორას ორბიტა ქაოტურია. ორბიტის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ყოველ 6,2 წელიწადში ერთხელ ხდება, როდესაც პანდორას პერიცენტრი პრომეთეს აპოცენტრს უსწორდება და მთვარეები ერთმანეთს 1 400 კმ მანძილზე უახლოვდებიან. პანდორას ასევა აქვს 3:2 საშუალო მოძრაობის რეზონანსი სატურნის კიდევ ერთ თანამგზავრ მიმასთან.

იქიდან გამომდინარე, რომ პანდორა ძალიან დაბალი სიმკვრივისაა და აქვს მაღალი ალბედო, სავარაუდოა, რომ იგი ფორებიანი ყინულოვანი სხეულია. მის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი და სატურნის ეს მთვარე სამომავლო კვლევებს ელოდება.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Marsden, Brian G. (October 31, 1980). „Satellites of Saturn“ (discovery). IAU Circular. 3532. ციტირების თარიღი: 2011-12-29.
  • Marsden, Brian G. (January 3, 1986). „Satellites of Saturn and Pluto“ (naming the moon). IAU Circular. 4157. ციტირების თარიღი: 2011-12-29.
  • Renner, Stéfan F.; Sicardy, Bruno; French, Richard G. (March 2005). „Prometheus and Pandora: Masses and orbital positions during the Cassini tour“. Icarus. 174 (1): 230–240. Bibcode:2005Icar..174..230R. doi:10.1016/j.icarus.2004.09.005.
  • Saturn: Moons: Pandora. Solar System Exploration: Planets. NASA (4 Apr 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-02. ციტირების თარიღი: 2011-12-29.
  • Spitale, J. N.; Jacobson, R. A.; Porco, C. C.; Owen, W. M., Jr. (2006). „The orbits of Saturn's small satellites derived from combined historic and Cassini imaging observations“ (PDF). The Astronomical Journal. 132 (2): 692–710. Bibcode:2006AJ....132..692S. doi:10.1086/505206.
  • Thomas, P. C. (July 2010). „Sizes, shapes, and derived properties of the saturnian satellites after the Cassini nominal mission“ (PDF). Icarus. 208 (1): 395–401. Bibcode:2010Icar..208..395T. doi:10.1016/j.icarus.2010.01.025.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • USGS/IAU. (July 21, 2006) Planet and Satellite Names and Discoverers. Gazetteer of Planetary Nomenclature. USGS Astrogeology. ციტირების თარიღი: 2011-12-29.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lakdawalla, E.. (2014-07-05) On the masses and motions of mini-moons: Pandora's not a "shepherd," but Prometheus still is. Planetary Society. ციტირების თარიღი: 2015-04-17.
  2. Cuzzi, J. N.; Whizin, A. D.; Hogan, R. C.; Dobrovolskis, A. R.; Dones, L.; Showalter, M. R.; Colwell, J. E.; Scargle, J. D. (April 2014). „Saturn’s F Ring core: Calm in the midst of chaos“. Icarus. 232: 157–175. doi:10.1016/j.icarus.2013.12.027. ISSN 0019-1035.