ვოიაჯერი (პროგრამა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვოიაჯერ 1

პროგრამა ვოიაჯერი (ინგლ. Voyager program) — ამერიკული სამეცნიერო პროგრამა, რომლის საფუძველზეც 1977 წელს ნასამ კოსმოსში გაუშვა ორი იდენტური ავტომატური კოსმოსური ზონდი ვოიაჯერ 1 და ვოიაჯერ 2 მზის სისტემის მიღმა მდებარე სივრცის შესწავლის მიზნით.

2012 წლის 25 აგვისტოს „ვოიაჯერ 1“ ადამიანის მიერ შექმნილი პირველი მოწყობილობა გახდა, რომელიც მზის სისტემას გასცდა. რობოტები აღჭურვილნი არიან მრავალი სამეცნიერო ინსრუმენტით, ფოტო და რადიო დანადგარებით, ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სპექტომეტრებით და სხვა მრავალი მოწყობილობით. „ვოიაჯერების“ მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი ინფორმაციით ბევრი ახალი აღმოჩენა მოხდა და ნათელი მოეფინა ბევრ კითხვას.

ოქროს ფირფიტის უკანა გვერდი

ორივე ზონდზე მიმაგრებულია ოქროს ფირფიტა, რომელზეც ჩაწერილია დედამიწის სურათები, ბუნების ხმები, მისალმება 55 ენაზე, აგრეთვე მრავალი ჟანრის მუსიკალური კოლექცია და დედამიწის სხვადასხვა კულტურათა ხალხური სიმღერები — მათ შორის ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“. ფირფიტის მეორე მხარეს ამოტვიფრულია კოსმოსური რუკა დედამიწის მდებარეობის ზუსტი კოორდინატებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]