ტელესტო (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტელესტო
Telesto cassini closeup.jpg
ხომალდ „კასინის“ მიერ გადაღებული ფოტო, ოქტომბერი, 2005 წ.
სხვა სახელები სატურნი XIII (13) ან თეტისი B
აღმოჩენა
აღმოჩენის თარიღი 8 აპრილი, 1980
ორბიტალური მახასიათებლები
დიდი ნახევარღერძი (a) 294 619 კმ
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0.000
დახრილობა (i) 1.19° (სატურნის ეკვატორთან)
ვისი თანამგზავრია სატურნი
ფიზიკური მახასიათებლები
ზომები 32.6 × 23.6 × 20.0
საშუალო რადიუსი 12.4±0.4 კმ
ხილული ვარსკვლავური სიდიდე 18.7

ტელესტო (ბერძ. Τελεστώ) — სატურნის ერთ-ერთი მთვარე. აღმოაჩინეს 1980 წელს, დედამიწაზე განთავსებული ობსერვატორიებიდან წარმართული დაკვირვებების შედეგად და მონიშნეს როგორც S/1980 S 13.

1983 წელს, ოფიციალურად ეწოდა ბერძნული მითოლოგიის ოკეანიდის — ტელესტოს სახელი. ასევე უწოდებენ სატურნი XIII (13) ან თეტისი B-ს.

ტელესტო ორბიტას იზიარებს სატურნის კიდევ ერთ მთვარე — თეტისთან, განთავსებულია თეტისის ლაგრანჟის წერტილში. მათი მსგავსი ურთიერთობა პირველად 1981 წელს შენიშნეს. სატურნის კიდევ ერთი მთვარე კალიფსო, თეტისის სხვა ლაგრანჟის წერტილში მდებარეობს, თეტისიდან 60 გრადუსით სხვა მიმართულებით.

2005 წელს, ტელესტოს გადაუფრინა NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა „კასინიმ“. როგორც მის მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, ამ მთვარის ზედაპირი საოცრად გლუვია და ნაკლებად შეიმჩნევა დარტყმითი კრატერები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: