მიმასი (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიმასი
Mimas Cassini.jpg
ხომალდ „კასინის“ მიერ გადაღებული ფოტო, 2010 წ.
სხვა სახელები სატურნი I
აღმოჩენა
აღმომჩენი უილიამ ჰერშელი
აღმოჩენის თარიღი 1789
ორბიტალური მახასიათებლები
პერიასტრი 181 902 კმ
აპოასტრი 189 176 კმ
დიდი ნახევარღერძი (a) 185 539 კმ
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0.0196
გარშემოვლის სინოდური პერიოდი 0.942 დღე
ორბიტალური სიჩქარე (v) 14.28 კმ/წმ
დახრილობა (i) 0.199°
ვისი თანამგზავრია სატურნი
ფიზიკური მახასიათებლები
ზომები 415.6 × 393.4 × 381.2 კმ (0.0311 დედამიწა)
საშუალო რადიუსი 198.2±0.4 კმ
ზედაპირის ფართობი (S) 490 000–500 000 კმ²
მოცულობა (V) 32 600 000±200 000 კმ³
საშუალო სიმკვრივე () 1.1479±0.007 გრ/სმ³
ალბედო 0.962±0.004
ტემპერატურა
ზედაპირზე ≈ 64 კელვინი

მიმასი — პლანეტა სატურნის ბუნებრივი თანამგზავრი; 1789 წელა აღმოაჩინა ბრიტანემლა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა.[1] სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის გმირის, გაიას ვაჟ მიმასის პატივსაცემად. ასევე მოიხსენიება როგორც სატურნი I.

მიმასის დიამეტრი 396 კილომეტრია და ყველაზე პატარა ასტრონომიული სხეულია, რომელსაც თვითგრავიტაციის გამო მომრგვალებული ფორმა აქვს.

აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმასი 1789 წლის 17 სექტემბერს ბრიტანემლა ასტრონომმა უილიამ ჰერშელმა აღმოაჩინა. აღმოჩენას იგი შემდეგნაირად აღწერდა: „ჩემი ორმოცფუტიანი ტელესკოპის დიდი სინათლე იმდენად სასარგებლო აღმოჩნდა, რომ 1789 წლის 17 სექტემბერს მეშვიდე თანამგზავრი შევნიშნე, რომელიც მის დიდ, სასავლეთ წაგრძელებასთან მდებარეობდა“.[2]

სახელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი ეწოდა ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი გიგანტის, მიმასისგან. სატურნის იმ დროისათვის ცნობილი შვიდი თანამგზავრის სახელები 1847 წელს შეთავაზებულ იქნა უილიამ ჰერშელის ვაჟის, ჯონის მიერ პუბლიკაციაში „კეთილი იმედის კონცხიდან განხორციელებული ასტრონომიული დაკვირვებების შედეგები“.[3] მან მათ ტიტანები უწოდა, რადგან სატურნი (ბერძნული მითოლოგიის კრონოსის რომაული ექვივალენტი) ტიტანების ლიდერი და ხანდახან სამყაროს მმართველი იყო.

ფიზიკური მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმასი. ხომალდ კასინის მიერ გადაღებული ფოტო

მიმასის ზედაპირის ფართობი ესპანეთისაზე ოდნავ ნაკლებია. მისი დაბალი სიმკვრივე 1,15 გრ/სმ³ მიუთითებს, რომ იგი ძირითადად წყლის ყინულისაგან შედგება და ძალიან მცირეა კლდის შემცველობა. მასზე მოქმედი გრავიტაციული ძალების გამო, მიმასი შესამჩნევად სფერულია. უგრძესი ღერძი უმოკლესზე 10%-ით გრძელია. მისი ელიფსური ფორმა განსაკუთრებით კარგად ჩანს ბოლო პერიოდში ხომალდ კასინის მიერ გამოგზავნილ ფოტოებზე.

მიმასის განმასხვავებელი მახასიათებელია 130 კმ სიგრძის გიგანტური, დარტყმითი კრატერი, რომელსაც თანამგზავრის აღმომჩენის პატივსაცემად ჰერშელი ეწოდა. მისი დიამეტრი საკუთრივ მიმასის დიამეტრის თითქმის მესამედია; კედლების სიმაღლე დაახლოებით 5 კილომეტრია, ფსკერის გარკვეული ნაწილების სიღრმე 10 კმ, ცენტრალური მწვერვალი კი ფსკერიდან 6 კმ სიმაღლეზეა აღმართული. თუკი ამის ექვივალენტური კრატერი დედამიწაზე იქნებოდა, მისი დიამეტრი 4000 კმ იქნებოდა, ავსტრალიაზე განიერი. დარტყმას, რომელმაც ეს კრატერი წარმოქმნა, მიმასი თითქმის მთლიანად უნდა დაემსხვრია: ნამტვრევების ხილვა შესაძლებელია მიმასისი მოპირდაპირე მხარეს.[4]

მიმასის ზედაპირი გაჯერებულია სხვა პატარა დარტყმითი კრატერებით, თუმცა, ვერც ერთი მათგანი ზომით ახლოსაც კი ვერ მიდის ჰერშელთან. ზედაპირის უდიდესი ნაწილი დაფარულია 40 კმ დიამეტრის მქონე კრატერებით, მაგრამ სამხრეთ პულუსის რეგიონში 20 კმ დიამეტრზე დიდი კრატერები არ შეინიშნება.

სულ, მიმასზე სამი ტიპის გეოლოგიური მახასიათებლები შეიმჩნევა: კრატერები, ჩასმები და კრატერთა ჯაჭვები.

ორბიტული რეზონანსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სატურნის რგოლების გარკვეული მახასიათებლები მიმასთან რეზონანსულადაა დაკავშირებული. მიმასი პასუხისმგებელია მატერიის მოსაფთავებაზე კასინის დანაყოფში — სატურნის ორ უდიდეს რგოლს, A-სა და B-ს შორის არსებულ ნაპრალში. კასინის დანაყოფის შიდა კიდეში, ჰიუგენსის ნაპრალში ნაწილაკები 2:1 რეზონანსშია მიმასთან. თითოეული ორბიტის დროს ისინი მიმასს ორჯერ უვლიან გარს. მიმასის მიერ კასინის დანაყოფის ნაწილაკების განმეორებადი მიზიდვა, ყოველთვის კოსმოსის ერთი მიმართულებით, აიძულებს მათ ახალ ორბიტაზე დადგნენ ნაპრალის გარეთ. C და B რგოლებს შორის საზღვარი 3:1 რეზონანსშია მიმასთან.

გარდა ამისა, მიმასი 2:1 საშუალო-მოძრაობის რეზონანსშია უფრო დიდ მთვარე თეტისთან და 2:3 რეზონანსში მთვარუკა პანდორასთან.

ანომალიური ლიბრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ მიმასის ლიბრაციულ მოძრაობას ჰქონდა ერთი კომპონენტი, რომელიც მხოლოდ მისი ორბიტით ვერ იხსენებოდა და დაასკვნეს, რომ ამის მიზეზი იყო ან ინტერიერი, რომელიც ჰიდროსტატიკურ ეკვილიბრუმში არაა, ან შიდა ოკეანე.[5] 2017 წელს მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ოკეანე გამოიწვევდა ზედაპირის მოქცევით დაძაბულობას, ისეთს, როგორიცაა იუპიტერის ტექტონიკურად აქტიურ თანამგზავრ ევროპაზე. შესაბამისად, ზედაპირზე ნაპრალების არსებობისა და ტექტონური აქტივობების მტკიცებულებათა ნაკლებობა მიმასზე ასეთი ოკეანის არარსებობაზე მიუთითებს.[6] ბირთვის წარმოქმნის შემდეგ, წარსულში სავარაუდოდ უნდა წარმოქმნილიყო შიდა ოკეანეც, რაც გეოლოგიურ აქტივობებსაც წარმართავდა; ლიბრაციის ეს ახსნა ცოტა პრობლემატურია. მეორე შესაძლო ახსნაა ასიმეტრიული მასის ანომალია, რაც ჰერშელის კრატერთანაა დაკავშირებული.[6]

კვლევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წლის 1 სექტემბერს, სატურნს ჩაუფრინა ხომალდმა პიონერ 11-მა, რომელიც მიმასს 104 263 კმ მანძილზე მიუახლოვდა.[7] 1980 წელს მას გადაუფრინა ვოიაჯერ 1-მა, 1981 წელს კი ვოიაჯერ 2-მა.

მიმასი რამდენიმეჯერ გადაიღო ხომალდმა კასინიმ, რომელიც სატურნის ორბიტაზე 2004 წელს გავიდა. ყველაზე ახლოს, კასინი მიმასს 2010 წლის 13 თებერვალს მიუახლოვდა, 9 500 კმ მანძილზე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Herschel, W. (1790). "Account of the Discovery of a Sixth and Seventh Satellite of the Planet Saturn; With Remarks on the Construction of Its Ring, Its Atmosphere, Its Rotation on an Axis, and Its Spheroidical Figure". Philosophical Transactions of the Royal Society of London 80 (0): 1–20. .
  2. Herschel, William Philosophical Transactions of the Royal Society of London, Vol. 80, reported by Arago, M. (1871). "Herschel". Annual Report of the Board of Regents of the Smithsonian Institution: 198–223. http://laplaza.org/~tom/People/Herschel.htm. წაკითხვის თარიღი: 2006-11-26.
  3. Lassell, William (1848). "Satellites of Saturn: Observations of Mimas, the closest and most interior Satellite of Saturn". Monthly Notices of the Royal Astronomical Society 8: 42–43. Bibcode 1848MNRAS...8...42L. . http://articles.adsabs.harvard.edu/full/seri/MNRAS/0008//0000042.000.html. წაკითხვის თარიღი: 2006-11-26.
  4. Elkins-Tanton, Linda E. (2006). Jupiter and Saturn. Infobase Publishing, გვ. 144. ISBN 9781438107257. 
  5. Tajeddine, R.; Rambaux, N.; Lainey, V.; Charnoz, S.; Richard, A.; Rivoldini, A.; Noyelles, B. (2014-10-17). "Constraints on Mimas' interior from Cassini ISS libration measurements". Science 346 (6207): 322–324. .
  6. 6.0 6.1 Rhoden, A. R.; Henning, W.; Hurford, T. A.; Patthoff, D. A.; Tajeddine, R. (2017-02-24). "The implications of tides on the Mimas ocean hypothesis". Journal of Geophysical Research: Planets. .
  7. Pioneer 11 Full Mission Timeline. Dmuller.net. წაკითხვის თარიღი: 2012-02-26.