კალიფსო (თანამგზავრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კალიფსო
N00151485 Calypso crop.jpg
ხომალდ „კასინის“ მიერ გადაღებული ფოტო, 13 თებერვალი, 2010 წ.
სხვა სახელები სატურნი XIV და თეტისი C
აღმოჩენა
აღმოჩენის თარიღი 13 მარტი, 1980
ორბიტალური მახასიათებლები
დიდი ნახევარღერძი (a) 294 619 კმ
ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0.000
დახრილობა (i) 1.56° (სატურნის ეკვატორთან)
ვისი თანამგზავრია სატურნი
ფიზიკური მახასიათებლები
ზომები 30,2 × 23 × 14
საშუალო რადიუსი 10.7±0.7 კმ
ალბედო 1,34±0,10

კალიფსო (ბერძ. Καλυψώ) — სატურნის ერთ-ერთი მთვარე. აღმოაჩინეს 1980 წელს და აღნიშნეს სახელით S/1980 S 25 (სატურნის 25-ე მთვარე, აღმოჩენილი 1980 წელს). 1983 წელს მას ოფიციალურად უწოდეს კალიფსოძველბერძნული მითოლოგიური ფერიის პატივსაცემად. ასევე ეწოდება სატურნი XIV და თეტისი C.

კალიფსო თანაორბიტალურია სხვა მთვარესთან, თეტისთან და მდებარეობს მისი მოძრაობის ლაგრანჟის წერტილთან, თეტისიდან 60 გრადუსით უკან. მათი ასეთი ურთიერთობა პირველად 1981 წელს შენიშნეს. თეტისის ლაგრაჟის სხვა წერტილში, მისგან 60 გრადუსით სხვა მიმართულებით მდებარეობს კიდევ ერთი მთვარე — ტელესტო. კალიფსოს და ტელესტოს „თეტისის ტროელებს“ უწოდებენ, ტროელი ასტეორიდების მსგავსად და მიეკუთვნებიან იუპიტერის ე. წ. „ტროელ მთვარეებს“.

სატურნის სხვა მრავალი პატარა მთვარისა და ასტეორიდის მსგავსად, კალიფსოს უსწორმასწორო ფორმა აქვს, გამოირჩევა დიდი კრატერებით და როგორც ჩანს, ზედაპირზე აქვს ისეთი ნივთიერებები, რომლებიც კრატერების გარეგან სახეს ათანაბრებენ. მისი ზედაპირი ერთ-ერთი ყველაზე ამრეკლავია მზის სისტემაში, 1,34 ვიზუალური გეომეტრიული ალბედოთი. ასეთი ძალიან მაღალი ალბედო განპირობებულია სატურნის E რგოლიდან მომდინარე მტვრის ნაწილაკთან ნაკადით. პლანეტის ეს თხელი რგოლი შედგება წყლის ყინულის ნაწილაკებისგან, რომლებიც სატურნის კიდევ ერთი მთვარის — ენცელადის სამხრეთ პოლუსზე არსებული გეიზერებისგანაა წარმოქმნილი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Marsden, Brian G. (July 31, 1980). „Satellites of Saturn“ (discovery). IAU Circular. 3496. ციტირების თარიღი: 2011-12-23.
  • Marsden, Brian G. (December 11, 1980). „Satellites of Saturn“. IAU Circular. 3549. ციტირების თარიღი: 2011-12-23.
  • Marsden, Brian G. (April 16, 1981). „Satellites of Saturn“. IAU Circular. 3593. ციტირების თარიღი: 2011-12-23.
  • Marsden, Brian G. (May 18, 1981). „Satellites of Saturn“. IAU Circular. 3605. ციტირების თარიღი: 2011-12-23.
  • Marsden, Brian G. (September 30, 1983). „Satellites of Jupiter and Saturn“. IAU Circular. 3872. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-25. ციტირების თარიღი: 2011-12-23.
  • Mason, Betsy. (February 15, 2010) New Close-Ups of Saturn's Moons Mimas and Calypso. wired.com. Condé Nast Digital. ციტირების თარიღი: 2011-12-23.
  • Seidelmann, P. K.; Harrington, R. S.; Pascu, D.; Baum, W. A.; Currie, D. G.; Westphal, J. A.; Danielson, G. E. (1981). „Saturn satellite observations and orbits from the 1980 ring plane crossing“. Icarus. 47 (2): 282. Bibcode:1981Icar...47..282S. doi:10.1016/0019-1035(81)90172-X.
  • Thomas, P. C. (July 2010). „Sizes, shapes, and derived properties of the saturnian satellites after the Cassini nominal mission“ (PDF). Icarus. 208 (1): 395–401. Bibcode:2010Icar..208..395T. doi:10.1016/j.icarus.2010.01.025.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Verbiscer, A.; French, R.; Showalter, M.; Helfenstein, P. (9 February 2007). „Enceladus: Cosmic Graffiti Artist Caught in the Act“. Science. 315 (5813): 815. Bibcode:2007Sci...315..815V. doi:10.1126/science.1134681. PMID 17289992. ციტირების თარიღი: 20 December 2011. (supporting online material, table S1)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: