კარლ რენერი
იერსახე
| კარლ რენერი | |
| ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 20 დეკემბერი, 1945 – 31 დეკემბერი, 1950 | |
| წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა ვილჰელმ მიკლასი |
| მემკვიდრე | თეოდორ კერნერი |
| დაბადებული | 14 დეკემბერი, 1870 უნტერტანოვიცი, ჩეხეთი |
| გარდაცვლილი | 31 დეკემბერი, 1950 ვენა, ავსტრია |
| პოლიტიკური პარტია | სოციალ-დემოკრატიული პარტია |
| მეუღლე | ლუიზა რენერი |
კარლ რენერი (გერმ. Karl Renner; დ. 14 დეკემბერი, 1870, უნტერტანოვიცი, ჩეხეთი — გ. 31 დეკემბერი, 1950, ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი პოლიტიკოსი. ავსტრიის მეოთხე ფედერალური პრეზიდენტი 1945-1950 წწ. ავსტრომარქსიზმის თეორეტიკოსი. ავსტრიის პირველი ფედერალური კანცლერი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ. ავსტრიის პირველი პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.
ჩეხი გლეხის შვილი, სწავლობდა სამართალს ვენაში. 1894 წელს გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1907 წლიდან პარლამენტის წევრია. მონაწილეობდა ავსტრიის პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში. 1918-1920 წლებში კანცლერია.
1945 წელს აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად, გარდაიცვალა თანამდებობაზე 6-წლიანი ვადის გასვლამდე.