ბრიგიტე ბირლაინი
ბრიგიტე ბირლაინი | ||
![]() | ||
ავსტრიის კანცლერი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
3 ივნისი, 2019 – 7 იანვარი, 2020 | ||
პრეზიდენტი | ალექსანდერ ვან დერ ბელენი | |
წინამორბედი | სებასტიან კურცი, ჰარტვიგ ლიოგერი (მ/შ) | |
მემკვიდრე | სებასტიან კურცი | |
კონსტიტუციური სასამართლოს პრეზიდენტი | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
23 თებერვალი, 2018 – დღემდე | ||
წინამორბედი | გერჰარტ ჰოლცინგერი | |
კონსტიტუციური სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
1 იანვარი, 2003 – 22 თებერვალი, 2018 | ||
წინამორბედი | კარლ კორინეკი | |
მემკვიდრე | ქრისტოფ გრაბენვარტერი | |
დაბადებული | 25 ივნისი, 1949 ვენა, ავსტრის ოკუპაცია | |
განათლება | ვენის უნივერსიტეტი |
ბრიგიტე ბირლაინი (გერმ. Brigitte Bierlein; დ. 25 ივნისი, 1949, ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი იურისტი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. იბიცა-გეიტის შემდეგ ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა დაასახელა ავსტრიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებლად 2019 წლის 30 მაისს და გახდა პირველი ქალი ავსტრიის კანცლერის თანამდებობაზე[1]. ეს თანამდებობა მას 2020 წლის 7 იანვრამდე ეკავა.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბრიგიტე ბირლაინი დაიბადა 1949 წლის 25 ივნისს მოკავშირების მიერ ავსტრიის ოკუპაციის პერიოდში[2]. 1990-2002 წლებში იყო ქვეყნის მთავარი პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი 2001-2003 წლებში. 2003 წელს გახდა ავსტრიის კონსტიტუციური სასამართლოს წევრი. 2003-2018 წლებში იყო კონსტიტუციური სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2018 წლიდან — პრეზიდენტი. 2019 წლის 30 მაისს დაასახელეს ავსტრიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებლად 2019 წლის სექტემბრის არჩევნებამდე.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Brigitte Bierlein დაარქივებული 2019-05-18 საიტზე Wayback Machine. — Constitutional Court homepage
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Said-Moorhouse, Lauren. (30 May 2019) Austria names its first female chancellor. ციტირების თარიღი: 30 May 2019
- ↑ Brigitte Bierlein. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 13 May 2018.
|