ვილჰელმ მიკლასი
ვილჰელმ მიკლასი | |
![]() | |
ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 დეკემბერი, 1928 – 13 მარტი, 1938 | |
წინამორბედი | მიხაელ ჰაინიში |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა კარლ რენერი |
დაბადებული | 15 ოქტომბერი, 1872 კრემს-ან-დერ-დონაუ, ქვემო ავსტრია, ავსტრია-უნგრეთი |
გარდაცვლილი | 20 მარტი, 1956 ვენა, ავსტრია |
პოლიტიკური პარტია | ქრისტიანულ-სოციალისტური პარტია |
ვილჰელმ მიკლასი (გერმ. Wilhelm Miklas; დ. 15 ოქტომბერი, 1872, კრემს-ან-დერ-დონაუ, ქვემო ავსტრია, ავსტრია-უნგრეთი — გ. 20 მარტი, 1956, ვენა, ავსტრია) — ავსტრიელი პოლიტიკოსი. ავსტრიის მესამე ფედერალური პრეზიდენტი 1928 წლიდან გერმანიის მიერ ქვეყნის ანექსიამდე, 1938 წლამდე.
დაიბადა კრემს-ან-დერ-დონაუში, ფოსტის მოსამსახურის ოჯახში. სწავლობდა ისტორიასა და გეოგრაფიას ვენის უნივერსიტეტში.
1928 წლის 10 დეკემბერს აირჩიეს პრეზიდენტად. ავსტრიის ანშლუსის შემდეგ იმყოფებოდა შინა პატიმრობაში, პოლიტიკური ცხვრებიდან სრულიად მოწყვეტილი.
გარდაიცვალა 1956 წლის 20 მარტს.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|