ეთერზეთოვანი ვარდი
ვარდი ეთერზეთოვანი — მცენარეთა ჯგუფი ვარდისებრთა ოჯახისა. გავრცელებული სახეობებია: დამასკური — ლათ. Rosa damascena, ფრანგული — ლათ. Rosa gallica და ასფურცელა — ლათ. Rosa centifolia. მრავალწლოვანი ეთერზეთოვანი ვარდის ბუჩქის სიმაღლე 1,5 მ-ზე მეტია. ღერო ეკლიანია, ფოთოლი რთული, კენტფრთისებრი, 5—7 ფოთოლაკიანი. ყვავილი ბუთხუზაა, ვარდისფერი, თეთრი ან წითელი, შეკრებილია ქოლგისებრ ყვავილედად.
სამშობლოდ ირანს მიიჩნევენ. გავრცელებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. კულტივირებულია სელექციური ჯიში — ყირიმის წითელი ვარდი, რომელიც მოჰყავთ ყირიმში, მოლდოვაში, კრასნოდარის მხარეში, სომხეთში. საქართველოში (თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, აბაშა, სენაკი და სხვა) უჭირავს 400-მდე ჰა (1975). ყვავილისაგან იღებენ ეთეროვან ზეთს, რომელსაც იყენებენ პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში, კვების მწერველობასა და მედიცინაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩიქვანაია ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 300.