მახიკო გონსალესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მახიკო გონსალესი
Jorge Alberto González Barillas (born 13 March 1958) — El Salvador NFT Forward (1976–1998).jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხორხე ალბერტო გონსალეს ბარილიასი
დაბადების
თარიღი
13 მარტი, 1958 (1958-03-13) (61 წლის)
დაბადების
ადგილი
სან-სალვადორი, სალვადორი
სიმაღლე 176 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1975–1976 ანტელი
1976–1977 ინდეპენდიენტე
1977–1982 ფასი
1982–1984 კადისი 74 (30)
1985 ვალიადოლიდი 9 (2)
1986–1991 კადისი 120 (28)
1991–1999 ფასი
ეროვნული ნაკრები
1976–1998 სალვადორი 62 (21)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ხორხე ალბერტო გონსალეს ბარილიასი (ესპ. Jorge Alberto González Barillas; დ. 13 მარტი, 1958, სან-სალვადორი, სალვადორი) — სალვადორელი ფეხბურთელი. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც მახიკო გონსალესი. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე სალვადორის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით სალვადორის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[1][2][3]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხორხე ალბერტო გონსალეს ბარილიასი ოსკარ ერნესტო გონსალესისა და ვიქტორია ბარილიასის საშუალო შეძლების მრავალშვილიან ოჯახში, 1958 წლის 13 მარტს სან-სალვადორის აგლომერაციაში დაიბადა. მშობლების რვა შვილიდან (შვიდი ძმა და ერთი და) ხორხე ყველაზე უმცროსი იყო. ძმებს შორის ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე მის გარდა მხოლოდ ერთი — მაურისიო გონსალესი (ესპ. Mauricio Ernesto González Barillas) თამაშობდა.

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერას 1975 წელს სალვადორის პრიმერა დივიზიონის მონაწილე საფეხბურთო კლუბ „ანტელის“ შემადგენლობაში იწყებს, სადაც სალვადორის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველობაზე (ესპ. Primera División de Fútbol de El Salvador) ორი სეზონის განმავლობაში თამაშობს. 1976–1977 წლებში სან-ვისენტეს „ინდეპენდიენტეში“ აგრძელებს თამაშს. 1977–1982 წლებში სანტა-ანას „ფასის“ რიგებში გამოდის.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალვადორის დროშა ფასი
სალვადორის პრიმერა დივიზიონი
  • ჩემპიონი: 1977–78, 1978–79, 1981, 1994–95, 1995–96
კონკაკაფის ჩემპიონთა თასი
  • თასის მფლობელი: 1979

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. IFFHS' Players and Keepers of the Century for many countries · This list is based on the IFFHS' Century Elections for each continent · Country: El Salvador · Player of the Century: Jorge Alberto González // 21 იანვარი, 2000. Marcelo Leme de Arruda for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 27 ოქტომბერი, 2019.
  2. The Magical tale of Jorge Alberto González Barillas // The mention of ‘The Magician’ (El Magico) will spark a broad smile to anyone who hails from the vibrant coastal city of Cadiz, of course the one and only magician they are thinking of is El "Mágico González!" // 30 იანვარი, 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 7 ნოემბერი, 2019. წყარო: chefutbol.com. წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2019.
  3. Maldonado, Julio (4 თებერვალი, 2003). Mágico: el genio indisciplinado // ‘Mágico’ González (13-3-1958, El Salvador) dejó destellos de su genial locura en el Cádiz y el Valladolid y también muestras de su amor por la noche. Maradona se declaró admirador suyo y Menotti, un exquisito del fútbol, se lo llevó con el Barça a una gira por América. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 7 ნოემბერი, 2019. წყარო: AS.com. წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2019.