ისმეტ გაიბოვის სახელობის სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისმეტ გაიბოვის სახელობის სტადიონი
სრული სახელი ისმეტ გაიბოვის სტადიონი
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი
ტევადობა 5000

ისმეტ გაიბოვის სტადიონი (აზერბ. Ismət Qayıbov adına stadion) — ბაქოს ერთ-ერთი სტადიონია. ეს არის ალტერნატიული საშინაო არენა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის „ნეფთჩის“ საფეხბურთო კლუბისთვის, ასევე კლუბის „კარადაგ ლოკბატანის“ მთავარი საშინაო არენა. სტადიონი მდებარეობს: აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოს საბუნჩინსკის რაიონში, იავერა ალიევის ქუჩაზე [1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს დაიწყო ბაქოს ნეფთჩი ისმეტ გაიბოვის სახელობის სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები, შეიცვალა ბალახის საფარი და გაორმაგდა მაყურებლის რაოდენობა და გახდა 5000 ადგილი 2500-ის ნაცვლად. ასევე დაგეგმილი იყო სასტუმროს აშენება, ახალი სავარჯიშო მოედნისა და ოფისის კლუბის მენეჯმენტისა და ადმინისტრაციისთვის [2]. სტადიონის მწვანე ბალახი სამი მხრიდან გარშემორტყმულია დაფარული ტრიბუნებით.

სტადიონზე ბალახის საფარის შეცვლასთან დაკავშირებით, 2014 წლის ზაფხულიდან, ბაქოს ნეფტჩიმ კვლავ დაიწყო პრემიერ ლიგის საშინაო მატჩების ჩატარება ისმეტ გაიბოვის სტადიონზე [3].

სტადიონი ასევე არის პირველი დივიზიონის კლუბის საშინაო არენა - „კარადაგ ლოკბატანის“-ის [4], ასევე ის არის აზერბაიჯანის ეროვნული გუნდის რამდენიმე საწვრთნელი მატჩის ადგილიც [5].

2012 წლის 15 აგვისტოს ამ სტადიონზე გაიმართა ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანისა და ბაჰრეინის ეროვნულ გუნდებს შორის, რომელიც დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით 3: 0 [6].

21 წლის აზერბაიჯანის ნაკრებმა ამ სტადიონზე ითამაშა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები გერმანიისა და ინგლისის წინააღმდეგ, რომელსაც პირველად 2001 წელს უეფამ მიანიჭა ლიცენზია. ამ არენაზე ასევე ტარდება რეგიონალური თასის ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩები. სტადიონს აქვს სარწყავი ავტომატური სისტემა, დრენაჟი, სარბენი ბილიკები ოლიმპიურ ასპარეზზე, ასევე სპორტული დარბაზები. აქ ბავშვები და ახალგაზრდები ვარჯიშობენ ჭიდაობაში, სამბოში, კარატეში, ტაეკვონდოში, ძალოსნობაში და ფრენბურთში.

საფეხბურთო კლუბმა „ყარაბაღმა“ „ნეფთჩის“ მიმართა თხოვნით, რომ ისმეტ გაიბოვის სახელობის სტადიონი მიეწოდებინა ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის ავსტრიული „ზალცბურგის“ წინააღმდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]