ირმისტუჩა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ირმისტუჩა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Hydnum repandum | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 122090544 | |||||||||||||||
|
ირმისტუჩა (ლათ. Hydnum repandum) — საჭმელი სოკო ირმისტუჩისებრთა ოჯახისა. აქვს კარგად განვითარებული ქუდი და ფეხი. ქუდის დიამეტრი 12 სმ აღწევს, ფორმით ხშირად არასწორია, ფერად მოყვითალოა, ზოგჯერ თეთრი ან მოვარდისფრო-ხორცისებრი; ქვედა მხარეს ფეხისკენ მიმართული მყიფე, ვარდისფერი ეკლები აქვს. ფეხი ცილინდრულია, მოკლე, ექსცენტრული, თეთრი ან მოყვითალო, ძირში ღია ჟანგისფერი. იზრდება წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში ზაფხულში და შემოდგომაზე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 225.