ზუზანა ჩაპუტოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზუზანა ჩაპუტოვა
ზუზანა ჩაპუტოვა
სლოვაკეთის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა15 ივნისი, 2019
წინამორბედიანდრეი კისკა

დაბადებული21 ივნისი, 1973
ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია
პოლიტიკური პარტიაპროგრესული სლოვაკეთი
შვილები2
განათლებაკომენსკის უნივერსიტეტი

ზუზანა ჩაპუტოვა (სლოვაკ. Zuzana Čaputová; დ. 21 ივნისი, 1973, ბრატისლავა, ჩეხოსლოვაკია) — სლოვაკი პოლიტიკოსი, ადვოკატი და აქტივისტი. სლოვაკეთის პრეზიდენტი 2019 წლის 15 ივნისიდან. იგი არის არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიის პროგრესული სლოვაკეთის დამფუძნებელი წევრი[1] და თავმჯდომარის მოადგილე[2].

ზუზანა ჩაპუტოვა მონაწილეობდა სლოვაკეთის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში[3] და პირველ ტურში 40,57 %-ით დაიკავა პირველი ადგილი[4]. მეორე ტურში მიიღო ხმების 58,40 % და გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი[5], რომელიც თანამდებობას დაიკავებს 2019 წლის 15 ივნისს[6].

1991 წელს სწავლა დაიწყო ბრატისლავაში მდებარე კომენსკის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1996 წელს. სწავლის დასრულების შემდეგ იგი მუშაობდა ქალაქ პეზინოკის ადგილობრივ თვითმმართველობაში, ჯერ იურიდიულ განყოფილებაში ასისტენტად, შემდეგ კი ქალაქის მერის მოადგილედ.

2001-2017 წლებში მუშაობდა ერთ-ერთ სამოქალაქო ორგანიზაციაში, ხოლო 2010 წლიდან იყო ამავე ორგანიზაციის იურისტი.

2017 წელს დააარსა პოლიტიკური პარტია პროგრესული სლოვაკეთი და 2018 წლის იანვარში პირველივე კონგრესზე აირჩიეს პარტიის ვიცე-ხელმძღვანელად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. a.s, Petit Press. Progresívne Slovensko neprekvapilo, povedie ho Štefunko. Trúfa si na 15 percent. ციტირების თარიღი: 26 February 2019.
  2. Tím. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 მარტი 2019. ციტირების თარიღი: 26 February 2019.
  3. Santora, Marc (2019-03-15). „In Slovakia, Unlikely Presidential Candidate Signals a Backlash Against Populism“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-03-16.
  4. VOĽBY PREZIDENTA SLOVENSKEJ REPUBLIKY. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-12. ციტირების თარიღი: 2019-03-17.
  5. სლოვაკეთში პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩიეს
  6. ELECTION OF THE PRESIDENT OF THE SLOVAK REPUBLIC, SECOND ROUND. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-31. ციტირების თარიღი: 2019-03-31.