იმერხეული კილო
![]() |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა და დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში. |
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|იმერხეული კილო}} |
იმერხეული დიალექტი — ქართული ენის დიალექტი, გავრცელებულია ისტორიულ შავშეთში. ისტორიული შავშეთის ხეობებს შორის ქართული ენა და ქართული ტოპონიმები ყველაზე უკეთ დაცულია ბერთისწყლის/შავშეთისწყლის შენაკადის — იმერხევისწყლის (ფაფართისწყლის) ხეობის სოფლებში: ივეთში, იმფხრევლში, იმნიეთში, ქოქლიეთში, წყალსიმერში, ბზათაში, შოლტისხევში, წეთილეთში, აგარაში, ხოხლევში, მანატბაში, ზაქიეთში, თეთრაკეთში, ბაძგირეთში, ხევწვრილში, ზიოსში, უბეში, დაბაში, დასამობში, ჩაქველთაში, ჩიხორში, უსტამისში, სურევანში, დევიეთში, დიდმერეში, ლიონეთში, დავლათში, შერთულში, ფარნუღში, მაჩხატეთში, ჯვარისხევში, ანდრიაწმინდაში და სხვა.
იმერხეული მეტყველების ნიმუშები პირველად გამოაქვეყნა ნიკო მარმა (1911წ.); 1993 წელს უფრო სრულყოფილი მასალა გამოსცა შუშანა ფუტკარაძემ. იმერხეველ ქართველთა უდიდესი ნაწილი დღემდე დედაენაზე თავისუფლად მეტყველებს (თუმცა ბავშვებს უკვე უჭირთ ქართულად მეტყველება).
იმერხეული დიალექტი აჭარულსა და მაჭახლურს ჩამოჰგავს, მაგრამ სერიოზული სხვაობა შეინიშნება ფონეტიკაშიც (ხარი ბგერა, პალატალიზებული ხმოვნები, დეზაფრიკატიზებული ძ...), მორფოლოგიაშიც (მეორე სუბიექტური პირის ნიშნად ჰ-ს აქტიური გამოვლენა, მა-, წამა- ზმნისწინების, მატოპონიმებელი -თი სუფიქსის აქტიური გამოყენება) და ლექსიკაშიც (ღენჭი/ღარჭი – მოზრდილი ბიჭი, ბახალა – გოგო, ამეზღამ – ამაღამ, იტაქანი - სტაქანი, ლახანა - კომბოსტო, კოდავი - კოდალა, ჯაჭკვი - ჯაჭვი...); შდრ., იმერხეველის დაკვირვება: „აჭარული და აქეური გურჯიჯა ერთმანეთ არ ეწყობა“ (შ. ფუტკარაძე). იმერხეულ კილოში გამოიყოფა ზემოიმერხეული და ქვემოიმერხეული კილოკავები.