არქაიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქაიზმი (ბერძნ. archaios - ძველი), მოძველებული სიტყვა, გამოთქვა, გრამატიკული ფორმა ან სინტაქსური კონსტრუქცია, რომელიც თანამედროვე ენაში აღარ იხმარება და მხატვრულ ლიტერატურაში ემსახურება მხოლოდ ეპოქისკოლორიტის ან ამაღლებული განწყობილების გადმოცემას, ე. ი. იხმარება როგორც სტილისტური ხერხი. მაგ., ლექსიკური არქაიზმი: "... მას ჰუნე (= ცხენი) თვისი შვის ბედის წინ გამოუქროლდეს" (ნიკოლოზ ბარათაშვილი); გრამატიკული არქაიზმი: "მზის ღიმილი აღაჩინა ცამან, ვარდს აღმოხდა ხმაი საოცარი" (ანა კალანდაძე).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 593, თბ., 1975