შინაარსზე გადასვლა

იზმირის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იზმირი (პროვინცია))
ადმინისტრაციული ერთეული
იზმირის პროვინცია
თურქ. İzmir ili
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი ეგეოსის რეგიონი
ადმ. ცენტრი იზმირი
შიდა დაყოფა Aliağa, Balçova, Bayındır, Bayraklı, Bergama, Beydağ, Bornova, Buca, Çeşme, Çiğli, Dikili, Foça, Gaziemir, Güzelbahçe, Karabağlar, Karaburun, Karşıyaka, Kemalpaşa, Kınık, Kiraz, Konak, Menderes, Menemen, Narlıdere, Ödemiş, Seferihisar, Selçuk, Tire, Torbalı და Urla
კოორდინატები 38°25′08″ ჩ. გ. 27°07′47″ ა. გ. / 38.41889° ჩ. გ. 27.12972° ა. გ. / 38.41889; 27.12972
დაარსდა 11 სექტემბერი, 1922[1]
ფართობი 12.007[2] კმ²
მოსახლეობა 4 320 519 (2018)[3] ,
4 126 820 (2021)[4]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 232
საფოსტო ინდექსი 35000–35999
საავტომობილო კოდი 35
ოფიციალური საიტი http://www.izmir.gov.tr
იზმირის პროვინცია — თურქეთი
იზმირის პროვინცია

იზმირის პროვინცია (თურქ. İzmir ili) — პროვინცია (ილი) დასავლეთ თურქეთში, ეგეოსის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი იზმირი. მოიცავს 30 რაიონს.

დასავლეთით მას ესაზღვრება ეგეოსის ზღვა და იზმირის ყურე. პროვინცია იზმირის ტერიტორიაა 12,007 კმ². მოსახლეობა შეადგენს 4,113,072 ადამიანს.

იზმირის პროვინციას ესაზღვრება ჩრდილოეთით: ბალიქესირის პროვინცია, აღმოსავლეთით მანისის პროვინცია, სამხრეთით აიდინის პროვინცია.

ძველი წელთაღრიცხვით 11 საუკუნეში ამ ადგილებში ცხოვრობდნენ ბერძნები. მათ დააარსეს ქალაქი სმირნა, დღევანდელი იზმირი. მოგვიანებით ეს ტერიტორია დაიპყრო სპარსეთმა. შემდეგში კი ეს ტერიტორია დაექვემდებარა რომის იმპერიას. რომის იმპერიის გაყოფის შედეგად იზმირი აღმოჩნდა ბიზანტიის იმპერიის ბატონობის ქვეშ. პირველი მსოფლიო ომის დროს ეს ტერიტორია ეკავა საბერძნეთს, მაგრამ თურქეთის ჯარმა ათათურქის თაოსნობით აიღეს იზმირის პროვინცია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]