იზმირის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
იზმირის ყურე
თურქ. İzmir Körfezi
Gulf of İzmir.JPG
კოორდინატები 38°29′ ჩ. გ. 26°49′ ა. გ. / 38.483° ჩ. გ. 26.817° ა. გ. / 38.483; 26.817
აუზი ეგეოსის ზღვა
ქვეყნები თურქეთის დროშა თურქეთი
ტიპი ყურე
ფართობი 960.4 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 100
სიგრძე 64 კმ
სიგანე 32 კმ
ჩამდინარე მდინარეები გედიზი, მელესი
იზმირის ყურე — თურქეთი
იზმირის ყურე

იზმირის ყურე (თურქ. İzmir Körfezi) წარსულში ცნობილი, როგორც სმირნის ყურეყურე ეგეოსის ზღვაში, რომელიც მდებარეობს ქარაბურუნის ნახევარკუნძულსა და ფოჩას შორის. ყურის სიგრძე 64 კილომეტრია, სიგანე კი - 32 კილომეტრი. იზმირი, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი სწორედ იზმირის ყურის სანაპიროზე მდებარეობს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზმირის ყურის ჩრდილოეთ საზღვრად განისაზღვრება 13 საზღვაო მილით დაშორებული ტერიტორია ქანლიკაიას კონცხიდან (38°40′29″ ჩ. გ. 26°28′23″ ა. გ. / 38.67472° ჩ. გ. 26.47306° ა. გ. / 38.67472; 26.47306), რომელიც ქარაბურუნის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ფოჩაში მდებარე ასლანის კონცხამდე (38°44′29″ ჩ. გ. 26°44′24″ ა. გ. / 38.74139° ჩ. გ. 26.74000° ა. გ. / 38.74139; 26.74000).[1] ყურის ზედაპირის ფართობია 960,4 კვადრატული კილომეტრი, ხოლო ნაპირის სიგრძე 464 კილომეტრს შეადგენს.[2][3]

თურქთის სიდიდით მეოთხე კუნძული - უზუანდა სწორედ იზმირის ყურეში მდებარეობს. ყურის სხვა კუნძულებს შორისაა: ჰექიმი, ფოჩას კუნძულები (ორაკი, ფენერ ადა, ინჯირ ადა, მეტალიკ ადა), ჩიჩექის კუნძულები (იასიჯა, პირნარლი, აქჩა, ინჯირლი), კარანტინას კუნძული, ილანის კუნძული და ბიუიუქ ადა.

ყურეში ჩვიდმეტი მდინარე ჩაედინება, მათ შორის კი ყველაზე ცნობილი გედიზი და მელესია.[1] გედიზის დელტაყურის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

ლევენთის პორტი ყურეზე ერთადერთი იახტების გასაჩერებელი ადგილია.

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზმირის ყურე მეოთხე გეოლოგიურ პერიოდში ჩამოყალიბდა.[1] ყურის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების ორმო წარმოიქმნა ნასხლეტის შედეგად.[1]

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ბინადრობენ თეთრმუცელა სელაპები. ჩაქალბურნუს ლაგუნა, რომელიც იზმირის ყურის სამხრეთით მდებარეობს ჩიტების მოსაშენებელი ადგილია.

ფირი რეისის მიერ შექმნილი იზმირის ყურის რუკა

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ ყურის პირას პირველი დასახლებები ნეოლითის ხანაში შეიქმნა.[1] ყველაზე ცნობილი დასახლებაა სმირნა, რომელიც თანამედროვე ბაირაქლის ტერიტორიაზე იყო ძვ.წ. 3300-იან წლებში.[1] თემურლენგმა, რომელიც ანგორის ბრძოლის შემდეგ იზმირში ჩავიდა, 1402 წლის დეკემბერში იზმირის პორტის ციხე და მისი შემოგარენი აიღო და ციხის განადგურების ბრძანება გასცა.[1] პირველი მსოფლიო ომის დროს საზღვაო ბრძოლები მოხდა სანჯაქბურნუს ციხესა და ურლას შორის 1915 წლის მარტში, ასევე უზუნადას გარშემო 1916 წლის მაისში.[4]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზმირის პორტი არის სატვირთო და სამგზავრო პორტი, რომელიც მდებარეობს ყურის აღმოსავლეთ ნაწილში. ეს არის ქვეყნის სიდიდით მეშვიდე პორტი (კონტეინერების მოცულობით) და სიდიდით მეცამეტე ტვირთის მოცულობის მიხედვით.[5][6]

ყურეში არის ცხრა აქტიური სამგზავრო ბორანი. İZKARAY-ის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ყურის ორი მხარის შეერთების გეგმა ხიდის საშუალებით ხელოვნური კუნძულებისა და გვირაბების დახმარებით შეიქმნება და უზრუნველყოფს საგზაო და სარკინიგზო კავშირებს ბალჩოვას და ჩიღლის რაიონებს შორის.[7]

დაბინძურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ პერიოდში, როდესაც ყურის მიდამოებში 200 000 ადამიანი ცხოვრობდა, ჩამდინარე წყლები ყურეს არ აბინძურებდა.[1] მაგრამ, მოსახლეობის 500 000-მდე გაზრდამ ყურეში ნარჩენების რაოდენობა თანდათან გაზარდა.[1] ამ პერიოდში აშკარა გახდა დაბინძურება და ხალხს მასში ცურვა აღარ შეეძლო.[1] 1990-იან წლებში მოსახლეობის რაოდენობა 1.7 მილიონს გადააჭარბა, დაბინძურების დონემ ძალიან მოიმატა, რის გამოც ყურეში მდებარე თევზებში მომწამლავი ნივთიერებები აღმოაჩინეს. 1992 წელს İZSU–მ დაიწყო საკანალიზაციო პროქტზე მუშაობა, სახელწოდებით Grand Canal Project.[1] 2002 წლის ოქტომბერში დაარსებულმა სისტემამ ხელი შეუშალა ჩამდინარე წყლების გადინებას ყურეში.[8] 2010-იანი წლებისთვის დაფიქსირდა, რომ ყურის დაბინძურების დონე შემცირდა და ზღვას „სიცოცხლე დაუბრუნდა“.[1][9] იზმირის ყურის ოკეანოგრაფიული მონიტორინგის პროექტი, რომელსაც კომპანია sinceZSU ანხორციელებს 2000 წლიდან მუდმივად ამოწმებს ყურის დაბინძურების დონეს.[10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 Tekeli, İlhan. İzmirlilerin Denizle İlişkisini Güçlendirmekte Uygulanacak Tasarım Stratejisi tr. academia.edu. ციტირების თარიღი: 27 July 2019
  2. Güçlüsoy, Harun. (March 2016) İzmir Körfezi'nin Deniz ve Kıyı Koruma Alanları. ციტირების თარიღი: 29 April 2020
  3. İzmir Körfezi'ni Coğrafi Bilgi Sistemi ile Tanımak. Dağarcık Türkiye (22 March 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 სექტემბერი 2019. ციტირების თარიღი: 29 April 2020
  4. „Körfezde 4 düşman batığı var“. Yeni Asır. 24 September 2015. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  5. Yük İstatistikleri. Deniz Ticareti Genel Müdürlüğü. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 6 May 2018
  6. Konteyner İstatistikleri. Deniz Ticareti Genel Müdürlüğü. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მაისი 2018. ციტირების თარიღი: 6 May 2018
  7. „5 milyarlık dev projede ilk adım“. Yeni Asır. 20 September 2012. ციტირების თარიღი: 31 May 2016.
  8. İzmir Körfezi'nin kurtuluşu olan Büyük Kanal Projesi yüzde yüze ulaştı. Arkitera (23 September 2002). ციტირების თარიღი: 28 April 2020
  9. „İzmir Körfezi yeniden canlandı“. Posta. 17 February 2013. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  10. Körfezde Oşinografik İzleme. İZSU. ციტირების თარიღი: 28 April 2020