მამის დღე
მამის დღე | |
პერიოდი | ყოველწლიურად |
---|---|
დაკავშირებულია | დედის დღე მშობლების დღე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე |
მამის დღე — დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება მამობის აღსანიშნავად და მამებისთვის პატივის მისაგებად. მრავალ ქვეყანაში ის აღინიშნება ივნისის მესამე კვირა დღეს. ზოგიერთ ქვეყანაში ის მიესადაგება წმინდა იოსების ხსენების დღეს.
დღესასწაული პირველად აღინიშნა აშშ-ში 1910 წლის 19 ივნისს, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში. მისი ინციატორი იყო სონორა სმარტ დოდი (Sonora Smart Dodd) არკანზასის შტატიდან, რომელიც გამოცხადდა სპოკანში ახალგაზრდა კაცთა ქრისტიანული ასოციაციის (The Young Men's Christian Association) შეკრებაზე, მამის — უილიამ სმარტის (William Jackson Smart) პატივსაცემად, რომელსაც მეუღლე გარდაეცვალა მეექვსე ბავშვის გაჩენის შემდეგ და რომელმაც მარტომ გაზარდა ექვსი შვილი.
აშშ-ში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა 1966 წელს, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ. ტრადიციულად ამ დღეს ამერიკის მოქალაქეები პატივს მიაგებენ მარტოხელა მამებს. დროთა განმავლობაში ამ დღეს აღნიშნავენ სხვა ქვეყნებშიც, გამოხატავენ რა პატივისცემას მამის, როგორც მშობლის მიმართ.
მამების დღე საქართველოში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მამების დღე პირველად საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის Campus Lions Club Tbilisi-სა და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ორგანიზაცია Happy Father's Day in Georgia-ს მიერ.[1].
მამების დღე აგრეთვე აღნიშნა გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-მა, გლობალური კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ (Men Care) ფარგლებში[2][3].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მამების დღე საქართველოში (რუსთავი 2)
- ↑ მამის დღე პირველად საქართველოში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-09. ციტირების თარიღი: 2017-10-15.
- ↑ წელს, 19 ივნისს, მამის დღე საქართველოში მეორედ აღინიშნება