დროშის დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფარერის კუნძულების 50-ე დროშის დღისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა

დროშის დღედროშასთან დაკავშირებული დღესასწაული, რომელიც მიძღვნილია რომელიმე კონკრეტული დროშის აღმართვას (როგორიც არის სახელმწიფო დროშა) ან დღე, რომელიც განკუთვნილია ისეთი ისტორიული მოვლენის აღსანიშნავად, როგორიც სახელმწიფოს მიერ მისი ამჟამინდელი დროშის მიღებაა.

დროშის დღეები ჩვეულებრივ ეროვნული კანონმდებლობით განისაზღვრება (მათ შორის საქართველოშიც), თუმცა ზოგ ქვეყანაში სახელმწიფოს მეთაურის დადგენილებაც საკმარისია მის დასანიშნად. კანონი ან დადგენილება შეიძლება განსაზღვავდეს თუ სად და რა სახით აღიმართება დროშა.[1]

დროშის დღეები მსოფლიოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვეყანა/ტერიტორია/კონტინენტი თარიღი დეტალები
ავღანეთის დროშა ავღანეთი 19 აგვისტო დამოუკიდებლობის დღე, 1919.
ალბანეთის დროშა ალბანეთი 28 ნოემბერი დამოუკიდებლობის დღე, 1912.
არგენტინის დროშა არგენტინა 20 ივნისი ამჟამინდელი დროშის ავტორის, მანუელ ბელგრანოს გარდაცვალების წლისთავი.
არუბის დროშა არუბა 18 მარტი დროშის დღე. აღინიშნება 1976 წლის 18 მარტს ეროვნული დროშის მიღება.
ავსტრალიის დროშა ავსტრალია 3 სექტემბერი ავსტრალიის ეროვნული დროშის დღეს აღინიშნება ავსტრალიის დროშის პირველად აფრიალება 1901 წელს.
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი 9 ნოემბერი 2009 წელს დამტკიცებული, სახელმწიფო დროშის დღე, 1918 წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანის დროშის მიღების აღსანიშნავად.[2][3]
ალანდის კუნძულების დროშა ალანდის კუნძულები აპრილის ბოლო კვირა დღე ალანდის დროშის მიღების აღსანიშნავად.
ბოლივიის დროშა ბოლივია 17 აგვისტო დროშის დღე. ქვეყნის პირველი დროშის შექმნის ასაღნიშნავად.
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 19 ნოემბერი დროშის დღე; 1889 წელს მიღებული დროშის ასაღნიშნავად.
კანადის დროშა კანადა
15 თებერვალი
21 იანვარი[4][5]
კანადის ეროვნული დროშის დღე აღნიშნავს 1965 წლის 15 თებერვალს, კანადის დროშის მიღებას.
კვებეკის დროშის დღე[6] (ფრანგულად: Jour du Drapeau) აღნიშნავს კვებეკის დროშის პირველ აფრიალებას, 1948 წლის 21 იანვარს.
კოლუმბიის დროშა კოლუმბია 20 ივლისი
7 აგვისტო
დამოუკიდებლობის დეკლარაცია (1810) (აღინიშნება, როგორც ეროვნული დღესასწაული); ბოიაკას ბრძოლა (1819)
კიურასაოს დროშა კიურასაო 2 ივლისი Dia di Bandera („დროშის დღე“). 1984 წლის 2 ივლისს ეროვნული დროშის მიღების ასაღნიშნავად
დანიის დროშა დანია 15 ივნისი 1219 წელს, ლინდანიზეში გამართული ვალდემარის ბრძოლის წლისთავის ასაღნიშნავად, სადაც ლეგენდის თანახმად დანიის დროშა („Dannebrog“) ციდან ჩამოვარდა. ეს თარიღი აგრეთვე 1920 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩატარებული პლებისციტის შედეგად დანიის მიერ ჩრდილოეთ სლესვიგის დაბრუნების წლისთავია.
ეკვადორის დროშა ეკვადორი 26 სექტემბერი „ეროვნული დროშის დღე“ ("Dia de la Bandera Nacional"). თარიღი, როდესაც 1860 წელს, ტრიკოლორი პირველად აღიმართა.
ესტონეთის დროშა ესტონეთი 4 ივნისი "Eesti lipu päev" (ეროვნული დროშის დღე). 1884 წელს, ესტონეთის დროშის კურთხევის თარიღი.[7]
ევროპის დროშა ევროპის კავშირი 9 მაისი ევროპის დღე მიძღვნილია შუმანის დეკლარაციის ასაღნიშნად.
ფინეთის დროშა ფინეთი მისომარის დღე "Suomen lipun päivä", "Finlands flaggas dag" („ფინეთის დროშის დღე“) ყოველწლიურად აღინიშნება 1934 წლიდან. ფინეთში ასევე სხვა რამდენიმე დროშის დღეც არის.
ფარერის კუნძულების დროშა ფარერის კუნძულები 25 აპრილი მეორე მსოფლიო ომის დროს ფარერის კუნძულების ბრიტანული ძალების მიერ ოკუპაციის შემდეგ, 1940 წელს 25 აპრილს დროშის მიღების ასაღნიშნად.
საქართველოს დროშა საქართველო 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, აღინიშნება 2004 წლის 14 იანვარიდან, დროშის მიღების დღის ასაღნიშნად.[8]
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 27 ოქტომბერი Ημέρα της σημαίας („imera tis simeas“, დროშის დღე).
ჰაიტის დროშა ჰაიტი 18 მაისი 1803 წელს, არკაჰაიეს კონფერენციაზე (Arcahaye Conference) ჰაიტის დროშის შექმნის ასაღნიშნად.
ჰონდურასის დროშა ჰონდურასი 1 სექტემბერი
ინდოეთის დროშა ინდოეთი 7 დეკემბერი ინდოეთში შეიარაღებული ძალების დროშის დღე აღინიშნება ჯარისკაცების, მფრინავების და მეზღვაურების საპატივსაცემლოდ. ეს დღე იმ მოვლენის ასაღნიშნადაა, როდესაც ინდოელმა ხალმა შემოწირულობები გაიღეს ინდოეთის შეიარაღებული ძალების კეთილდღეობისთვის. ეს დღე ყოველწლიურად 1949 წლის 7 დეკემბრიდან აღინიშნება.
იტალიის დროშა იტალია 7 იანვარი Festa del tricolore („ტრიკოლორის ფესტივალი“) აღნიშნავს იტალიის მიერ 1797 წელს, ამჟამინდელი დროშის მიღებას.
ლიბერიის დროშა ლიბერია 24 აგვისტო დროშის დღე. დღესასწაული პირველად 1847 წლის კონვენციის შემდეგ აღინიშნა, როდესაც ქვეყნის დამფუძნებელმა მამებმა ახალი რესპუბლიკის წარმოქმნასთან ერთად, მისი დროშის დიზაინიც დაამტკიცეს.[9]
ლიტვის დროშა ლიტვა 1 იანვარი Vėliavos diena („ველიავოს დიენა“, დროშის დღე) აღინიშნება 1919 წელს ლიტვის დროშის აღმართვას გედიმინასის კოშკზე.
ერაყის ქურთისტანის დროშა ქურთისტანი 17 დეკემბერი დროშის დღე („رۆژی ئاڵای کوردستان“) აღინიშნება 1945 წლის 17 დეკემბერს, ქურთისტანის დროშის აღმართვას მაჰაბადის რესპუბლიკაზე.
მაკედონიის დროშა მაკედონია ყოველი თვის 1-ლი და მე-15 რიცხვი Ден на македонското знаме („დენ ნა მაკედონსკოტო ზნამე“, მაკედონიის დროშის დღე). აღინიშნება დროშის მიღების საპატივსაცემლოდ.[10]
მექსიკის დროშა მექსიკა 24 თებერვალი
მოლდოვის დროშა მოლდოვა 27 აპრილი
ნორვეგიის დროშა ნორვეგია 17 მაისი აღინიშნება 1814 წლის 17 მაისს ხელმოწერილი ნორვეგიის კონსტიტუცია. ამჟამად, ნორვეგიის ეროვნული დღესასწაულია.
პაკისტანის დროშა პაკისტანი 11 აგვისტო ამ დღეს, ეროვნულმა ასამბლეამ პაკისტანის დროშა მიიღო.
პერუს დროშა პერუ 7 ივნისი აღინიშნება არიკას ბრძოლა და ალფონსო უგარტე მსხვერპლი.
ფილიპინების დროშა ფილიპინები 28 მაისი - 12 ივნისი Araw ng Watawat („არაუ ნგ უატაუატ“ დროშის დღე), 1898 წელს მომხდარი რევოლუციის აღნიშვნა, სადაც პირველად პირველად იქნა გამოყენებული ფილიპინების აჟამინდელი დროშა.
პოლონეთის დროშა პოლონეთი 2 მაისი 2004 წელს შემოღებული დღესასწაული, რომელიც ბერლინის ბრძოლაში Siegessäule-ს დროშ during the Battle of Berlin.
პორტუგალიის დროშა პორტუგალია 1 დეკემბერი დღესასწაული 1910 წელს შემოიღეს, ის რესტაურადორიშის სკვერზე, დამოუკიდებლობის აღდგენის წლისთავზე დროშის აღმართვას აღნიშნავს.
რუმინეთის დროშა რუმინეთი 26 ივნისი დღესასწაული შემოიღეს 1998 წელს, მისით აღინიშნება ვლახეთის პროვინციული მთავრობის № 1 დადგენილება, რომელმაც ლურჯ-ყვითელ-წითელი ტრიკოლორი ეროვნულ დროშად დაამტკიცა.
რუსეთის დროშა რუსეთის ფედერაცია 22 აგვისტო აღინიშნება 1991 წლის პუტჩის მცდელობისას რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი დროშის აღმართვა რუსეთის უმაღლესი საბჭოს შენობაზე.
სლოვენიის დროშა სლოვენია 7 აპრილი აღინიშნება 1848 წელს, ლიუბლიანაში, ვოლფოვას 8 ნომერში, ეროვნული დროშის პირველი აღმართვის წლისთავი.
შვედეთის დროშა შვედეთი 6 ივნისი Svenska flaggans dag (შვედეთის დროშის დღე), აღინიშნება გვიანი XIX საუკუნიდან. 1983 წლიდან შვედეთის ეროვნული დღესასწაულია.
შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა 4 თებერვალი დამოუკიდებლობის დღე („შრი-ლანკის დროშის ეროვნული დღე“). 1948 წლიდან შრი-ლანკსი ეროვნული დღესასწაულია.
თურქმენეთის დროშა თურქმენეთი 19 თებერვალი აღინიშნება საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება და ეროვნული დროშის მიღება.
უკრაინის დროშა უკრაინა 23 აგვისტო День Державного прапора („ძენ ძერჟავნოჰო პრაპორა“, ეროვნული დროშის დღე") — აღინიშნება ეროვნული დროშის მიღება, დღესასწაული 2004 წელს შემოიღეს.[11]
არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა აგს 6 ნოემბერი
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
  • 23 აპრილი
  • 30 ნოემბერი
  • 1 მარტი
  • 17 მარტი
აშშ-ის დროშა აშშ 14 ივნისი დროშის დღე, აღინიშნება 1777 წლის 14 ივნისს, აშშ-ის დროშის მიღება.
ვიეტნამის დროშა ვიეტნამი 11 მარტი დროშის დღე, დამოუკიდებლობის დღე, შემოიღეს 1945 წლიდან.[12]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Gammage, Jeff. “Flag Day loses importance but lives on in Phila“, Philadelphia Inquirer, 2008-06-14. წაკითხვის თარიღი: 2008-06-14. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2008-06-20. 
  2. Azerbaijan sets National Flag Day. Today.az. წაკითხვის თარიღი: 2010-05-22.
  3. Azerbaijan marks National Flag Day“, Today.az, November 9, 2012. წაკითხვის თარიღი: November 14, 2012. 
  4. Jour du drapeau on the Mouvement national des Québécoises et des Québécois' website. (ფრანგული)
  5. Loi sur le drapeau et les emblèmes du Québec (Law on the flag and the emblems of Québec) on the Quebec Government's website. (ფრანგული)
  6. An Act respecting the flag and emblems of Québec, R.S.Q. c. D-12.1. CanLII. წაკითხვის თარიღი: 2009-04-10.
  7. Estonian Holidays in 2010. Estonian Foreign Ministry. წაკითხვის თარიღი: December 19, 2010.
  8. (ქართული) საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ ("Law of Georgia on the State Flag of Georgia"). January 14, 2004. Parliament of Georgia. Accessed January 14, 2012.
  9. Liberia's Flag Day
  10. Macedonia got Flag Day – Macedonian
  11. Ukraine celebrates National Flag Day, Xinhua News Agency (23 August 2012)
    Ceremony of hoisting Ukraine's national flag held at presidential administration, Kyiv Post (23 August 2011)
    Україна відзначає День Державного прапора On Tuesday, August 23, all of Ukraine celebrates National Flag Day. Measures to raise the national flag are planned throughout the country., 1+1 (23 August 2011)
  12. Vua Bảo Đại đã công bố bản Tuyên Ngôn Độc Lập ?