ივან პულუჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივან პულუჯი
უკრ. Іван Павлович Пулюй
დაბ. თარიღი 2 თებერვალი, 1845(1845-02-02)[1]
დაბ. ადგილი Hrymailiv
გარდ. თარიღი 31 იანვარი, 1918(1918-01-31)[1] [2] (72 წლის)
გარდ. ადგილი Smíchov[2]
დასაფლავებულია მალვაზინკის სასაფლაო
მოქალაქეობა ავსტრია-უნგრეთის იმპერია
საქმიანობა ფიზიკოსი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი, გამომგონებელი, უნივერსიტეტის პროფესორი, Bible translator[3] , მწერალი, electrotechnician და მეცენატი[4]
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი[3] და პრაღის ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი, სტრასბურის უნივერსიტეტი[5] და Barbareum

ივან პულუჯი ( გერმ. Johann Puluj ; დ. 2 თებერვალი, 1845 , გრიმაილოვი, გალიცია, ავსტრია-უნგრეთი (ახლანდელი გუსიატინსკის ოლქი ტერნოპოლის ოლქი) — გ. 1918 წლის 31 იანვარი, პრაღა ) — უკრაინელი და ავსტრო-უნგრელი ფიზიკოსი და ელექტრო ინჟინერი, მეცნიერების ორგანიზატორი, საზოგადო მოღვაწე. სახელი გაითქვა პიონერული მუშაობით კათოდური სხივების კვლევასთან დაკავშირებით.[6]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივან პულუჯი დაიბადა 1845 წელს კათოლიკე ბერძნების ოჯახში.

1865 წელს დაამთავრა ტერნოპოლის გიმნაზია და ჩაირიცხა ვენის უნივერსიტეტის სასულიერო ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. მოგვიანებით შევიდა ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ფიზიკა-მათემატიკის განყოფილებაზე, სადაც სწავლობდა 1872 წლამდე. იყო ვენის უნივერსიტეტის დოცენტი. 1874 - 1875 წლებში ასწავლიდა ფიზიკას საზღვაო აკადემიაში ფიუმში (ახლანდელი რიეკა, ხორვატია).

1875 წელს ივან პულუჯმა, როგორც ავსტრიის განათლების სამინისტროს სტიპენდიანტმა, აიმაღლა თავისი პროფესიული ცოდნა სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორ ავგუსტ კუნდტის ხელმძღვანელობით. 1876 წელს ივან პულუჯმა მიიღო ბუნების ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, დაიცვა დისერტაცია თემაზე აირების შიდა ხახუნის დამოკიდებულება ტემპერატურაზე.

1884 წელს ავსტრო-უნგრეთის იმპერიის განათლების სამინისტრომ ივან პულუჯი მიიწვია პრაღაში გერმანიის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში (ახლანდელი ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი) ექსპერიმენტული და ტექნიკური ფიზიკის პროფესორის რანგში ფიზიკის კათედრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რომელიც 1903 წელს გადაკეთდა ევროპის ფიზიკისა და ელექტროტექნიკის პირველ განყოფილებად. 1888 წლიდან 1889 წლამდე ივან პულუჯი იყო ამ სკოლის რექტორი და ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მის მიერ შექმნილ კათედრას. გარდა ამისა, პულუჯი იკავებდა სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობას ჩეხეთის რესპუბლიკისა და მორავიის ელექტროტექნიკის საკითხებში.[7]

1916 წელს მას შესთავაზეს ავსტრიის განათლების მინისტრის პოსტი, რაზეც უარი განაცხადა ჯანმრთელობის მიზეზების გამო.

მეცნიერი გარდაიცვალა 1918 წელს პრაღაში, სადაც დაკრძალეს მალვაზინკის სასაფლაოზე. პულუჯის ვაჟი, ალექსანდრე ჰანს პულუჯი (1901-1984) იყო ავსტრიელი კინოპროდიუსერი, ხოლო მისი მეუღლე ალფედა პულუჯ-ჰოჰენტალი ( გერმ. Alpheda Puluj-Hohenthal ; 1926-1985) — სკულპტორი.

სიცოცხლის განმავლობაში ივან პულუჯი ხშირად იმეორებდა საყვარელ ფრაზას: რაც უნდა მოხდეს, აუცილებლად მოხდება და იქნება საუკეთესო, რადგან ასეთია უფლის ნება.

წვლილი მეცნიერებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივან პულუჯი ჯერ კიდევ სტრასბურგის უნივერსიტეტში ყოფნისას დაინტერესდა ვაკუუმში ელექტრული დენის წარმოქმნის ფენომენით. მას შემდეგ, რაც აითვისა მინაში ჩაერვის ოსტატობა, ის ბერავდა მინის მილებს როგორც საკუთარი ექსპერიმენტებისთვის, ასევე თანამემამულე ფიზიკოსების საჭიროებისთვის. ნიკოლა ტესლამ, რომელიც იმ დროს სტაჟირებას გადიოდა პროფესორ ა.კუნდტთან, პულუჯს დაუმეგობრდა და მისგან აითვისა მილების წარმოების ხელოვნება. ივან პულუჯი და ნიკოლა ტესლა, რომლებმაც ჩაატარეს მრავალი გამოკვლევა აირგანმუხტავი მილებით, მეცნიერების მრავალი ისტორიკოსისა და ფიზიკოსის აზრით, ყველაზე ახლოს იყვნენ კათოდური სხივების მიერ წარმოქმნილი გამოსხივების ბუნების ამოხსნასთან. სტრასბურგიდან ვენაში დაბრუნებულმა ივან პულუჯიმ განაგრძო მილების ფენომენის შესწავლა. 1880-1882 წლებში მან დეტალურად აღწერა ხილული კათოდური სხივები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასობრივად იწარმოებოდა მოწყობილობა, რომელიც ცნობილია როგორც პულუჯის ნათურა, რომელიც წარმოადგენდა აირგანმუხტავ ნათურას.

"პულუჯის ნათურის" შემუშავებიდან თოთხმეტი წლის შემდეგ გამოქვეყნდა ვილჰელმ კონრად რენტგენის ნაშრომი ახალი ტიპის სხივების აღმოჩენის შესახებ. როგორც ამის შემდეგ გაირკვა, პულუჯის ნათურა ასევე იყო ამ გამოსხივების წყარო, რომელსაც მოგვიანებით ანატომ კელიკერის წინადადებით რენტგენის უწოდეს. მისი დახმარებით, ივან პულუჯმა პირველად მსოფლიო პრაქტიკაში გადაიღო 13 წლის ბიჭის მოტეხილი მკლავი, მისი ქალიშვილის ხელი, რომლის ქვეშაც ქინძისთავი იდო, ასევე მკვდარ დაბადებული ბავშვის ჩონჩხი. პულუჯის მიერ შესრულებული ადამიანის ორგანოების რენტგენის ფოტოების სერია იმდენად ნათელი იყო, რომ შესაძლებელი გახდა პაციენტების სხეულში პათოლოგიური ცვლილებების იდენტიფიცირება.

თანამედროვე უკრაინულ პრესაში არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმის შესახებ, რომ რენტგენის სხივების აღმომჩენი იყო პულუჯი და არა რენტგენი. ეს მოსაზრება უარყვეს რ.გაიდამ და რ.პლიაცკომ მიერ პულუჯისადმი მიძღვნილ მონოგრაფიაში (ლვოვი, 1998), სადაც დეტალურად არის გაანალიზებული ამ ლეგენდის წარმოშობა და განვითარება. თუმცა, პულუჯიმ დიდი წვლილი შეიტანა რენტგენის კვლევის პირველ ეტაპზე, რადგან მის მიერ შემუშავებული განათების კათოდური მილების დიზაინი მოსახერხებელი იყო გამოსაყენებლად რენტგენის წყაროსთვის (რასაც ანტიკათოდის არსებობამ შეუწყო ხელი). ამრიგად, პულუჯის პირველი სტატია რენტგენის სხივების წარმოშობისა და მათი ფოტოგრაფიული ეფექტის შესახებ, უკვე 1896 წლის 13 თებერვალს წარედგინა ვენის მეცნიერებათა აკადემიას მოხსენების სახით (რენტგენის გზავნილი „ახალი ტიპის სხივების შესახებ“ დათარიღებულია 1895 წლის 28 დეკემბერს). 1896 წლის იანვარში პულუჯიმ უკვე გადაიღო რამდენიმე მაღალი ხარისხის რენტგენის ფოტო (ტყვიით მოკლული ზღვის გოჭის რენტგენი გამოქვეყნდა 1896 წლის 31 იანვარს), ხოლო ამ წლის თებერვალში მან გამართა ახალი სხივების და მათი დახმარებით გადაღებული ფოტოების საჯარო დემონსტრაცია. პულუჯი იყო პირველი, ვინც აღმოაჩინა ელექტრული გამტარობა რენტგენის სხივებით დასხივებულ გაზებში და იყო ერთ-ერთი პირველი ფიზიკოსი, რომელმაც აჩვენა ამ სხივების გამოყენების შესაძლებლობა სამედიცინო დიაგნოსტიკაში. მან პირველმა გადაიღო მთელი ადამიანის ჩონჩხი.[8]

პანტელეიმონ კულიშისა და ივან პულუჯის მემორიალური დაფა ვენაში

ივან პულუჯის პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკრაინის საფოსტო მარკა, მიძღვნილი ივან პულუჯის დაბადების 150 წლისთავისადმი, (1995) ( მი #135)

ივან პულუჯი 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია უკრაინულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ძირითადად ეძღვნება კათოდური გამოსხივებას და რენტგენის პრობლემას.

  • Strahlende Elektrodenmaterie //Wiener Berichte I. — 1880. — 81. — S.864 −923; II. — 1881. — 83. — S.402-420; III. 1881. — 83. — S.693-708; IV. — 1882. — 85. — S.871-881.
  • Strahlende Elektrodenmaterie und der sogenannte vierte Aggregatzustand' — Wien; Verlag Carl Gerold Sohn, 1883.
  • Radiant Elektrode Matter and the so Called Fourth State. -London: Physical Memoirs, 1889. — Vol. l, Pt.2. — P.233-331.
  • Über die Entstehung der Röntgen‘schen Strahlen und ihre photographische Wirkung //Wiener Berichte. — 1896. — Bd. 105. — S. 228—238.
  • Die Röntgenische Entdeckung neuer Eigenschajten der sog.
  • Kathodenstrahlen //Bohemia. — 1896. — 11.01

ბოლო 2 ნამუშევარი იყო პირველ პუბლიკაციებს შორის (შესაძლოა პირველი) სადაც x-სხივებს რენტგენი ეწოდა.

უკრაინული კულტურის მხარდაჭერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივან პულუჯს დიდი წვლილი მიუძღვის ურაინული კულტურის პოპულარიზაციაში. ჯერ კიდევ ტერნოპოლის გიმნაზიაში მან დააარსა ახალგაზრდული წრე „ჰრომადა“ უკრაინის ისტორიისა და კულტურის შესასწავლად და პოპულარიზაციის მიზნით, სტუდენტობის წლებში კი გახდა „ვენის სიჩის“ ორგანიზატორი, რომელიც აერთიანებდა ავსტრიის დედაქალაქის უკრაინელ ახალგაზრდებს. პანტელეიმონ კულიშთან და ივან ნეჩუი-ლევიცკისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბიბლიის პირველ სრულ თარგმანში უკრაინულ ენაზე, რომელიც გამოქვეყნდა ბრიტანეთის ბიბლიური საზოგადოების მიერ 1904 წლის თებერვალში. [9] იგი აქტიურად უჭერდა მხარს ლვოვში უკრაინული უნივერსიტეტის გახსნას და აქვეყნებდა სტატიებს უკრაინული ენის მხარდასაჭერად. პროფესორის რანგში ივანე პულუჯმა ავსტრია-უნგრეთის სტუდენტებისთვის დააწესა სტიპენდია. იყო შევჩენკოს სამეცნიერო საზოგადოების ნამდვილი წევრი.[10]

ხსოვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Рокіцький Олександр Михайлович. Іван Пулюй у світовій науці й культурі: Дис. канд. іст. наук: 07.00.07 / Тернопільський держ. технічний ун-т ім. Івана Пулюя. — К., 2002. — 175 арк.
  • Лазарюк В. В тени сияния собственного открытия // Зеркало недели. — 2005. — 19 ноября (№ 45).
  • Якель Р. Память, покрывающаяся пылью // Зеркало недели. — 2005. — 19 февраля (№ 6).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Пулюй Іван Павловичუკრაინის ისტორიის ინსტიტუტი.
  2. 2.0 2.1 Archiv hl. m. Prahy, Matrika zemřelých fary Smíchov, sign. SM Z21, s. 43 — ტ. SM Z21. — გვ. 43.
  3. 3.0 3.1 https://vue.gov.ua/%D0%9F%D1%83%D0%BB%D1%8E%D0%B9,_%D0%86%D0%B2%D0%B0%D0%BD_%D0%9F%D0%B0%D0%B2%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B8%D1%87
  4. Czech National Authority Database
  5. Mathematics Genealogy Project — 1997.
  6. Фіалков Л. Іван Пулюй ніколи не спростовував відкриття Рентгена (უკრ. .) // Вісник НАНУ. — 1996. — Вип. 9—10. — С. 93—95.
  7. Mathematics Genealogy Project (ინგლ. ) — 1997.
  8. Чешская национальная авторитетная база данных
  9. Костів К. Нове видання української Біблії. «Віра й культура», 1962, ч. 12.
  10. Гайда Роман, Пляцко Роман. Іван Пулюй. 1845—1918: Життєписно-бібліографічний нарис / Наукове товариство імені Шевченка у Львові / Олег Купчинський (відп. ред.). — Львів. — 1998. — 284 с. — (Визначні діячі НПШ; 7). — На обкл. автор не зазначений. — ISBN 5-7707-8500-4.