ივანოვი (პიესა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანოვი
ჟანრი პიესა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1887
გამოცემულია 1889

ივანოვი (რუს. Ива́нов) — ანტონ ჩეხოვის პიესა, რომელიც 1887 წელს დაიწერა. პირველად 1889 წლის მარტში, ჟურნალ „Северный вестник“-ში გამოქვეყნდა.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიკოლაი ალექსეევიჩ ივანოვი — გლეხების საქმეებზე დასწრების მუდმივი წევრი.
  • ანა პეტროვნა — მისი ცოლი, დაბადების სახელი სარა აბრამსონი.
  • მატვეი სემენოვიჩ შაბელსკი — გრაფი, მისი ბიძა დედის მხრიდან.
  • პაველ კირილიჩ ლებედევი — ზემკის გამგეობის თავმჯდომარე.
  • ზინაიდა სავიშნა — მისი ცოლი.
  • საშა — ლებედევების ქალიშვილი, 20 წლის.
  • ევგენი კონსტანტინოვიჩ ლვოვი — ზემკის ახალგაზრდა ექიმი.
  • მარფა ეგოროვნა ბაბაკინა — ახალგაზრდა ქვრივი, მემამულე, მდიდარი ვაჭრის ქალიშვილი.
  • დიმიტრი ნიკიტიჩ კოსიხი — სააქციო.
  • მიხეილ მიხაილოვიჩ ბორკინი — ივანოვის შორეული ნათესავი და მისი მამულის მმართველი.
  • დუდკინი — მდიდარი ფაბრიკანტის შვილი.
  • ავდოტია ნაზაროვნა — გაურკვეველი პროფესიის მქონე მოხუცი.
  • ეგორუშკა — ლებედევების მდგმური.
  • 1-ლი სტუმარი.
  • მე-2 სტუმარი.
  • მე-3 სტუმარი.
  • მე-4 სტუმარი.
  • პეტრე — ივანოვის ლაქია.
  • გავრილა — ლებედევების ლაქია.
  • ორივე სქესის სტუმრები, ლაქია.

თეატრალური დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დადგმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონ ჩეხოვის ძმა მიხეილ ჩეხოვი, კორშის თეატრის პრემიერის შესახებ:

„თეატრი გადავსებული იყო. „ივანოვში“ ისინი ჩეხოვის იმდროინდელი მოთხრობების მსგავსად სახუმარო ფარსის ნახვას ელოდნენ, სხვები მისგან რაღაც უფრო განსხვავებულს, ახალსა და სერიოზულს ელოდნენ — და არც შემცდარან. წარმატება ნაირფეროვანი აღმოჩნდა: ზოგი უსტვენდა, ხოლო მეორე ნაწილი კი რომელიც უმრავლესობასი იყო, ხმაურიანად უკრავდა ტაშს და ავტორს იხმობდნენ, მაგრამ მთლიანობაში „ივანოვს“ ვერ გაუგეს…“.[1]

ცნობილი დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივან ლეონტიევ-შჩეგლოვი ალექსანდრინსკის პრემიერაზე:

„შესანიშნავი ანსამბლი გამოვიდა და უდიდესი წარმატებაც მოიტანა. საზოგადოებამ პიესა ფხიზლად და ხმაურიანად მიიღო… ავტორს მოუწყო… აღფრთოვანებული ოვაცია. მიუხედავად მრავალი სასცენო გაუგებრობისა, „ივანოვმა“ თავისი სიახლითა და ორიგინალურობით მტკიცედ დაიპყრო მაყურებელი და მეორე დღეს ყველა გაზეთი ერთდროულად აქებდა პიესის ავტორსა და მის შესრულებას“[2].

საზღვარგარეთული დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თეატრი „ნა ზაბრადლი“ (პრაღა, ჩეხეთი). რეჟისორი პეტრ ლებლი, როლებში ბოგუმილ კლეპლი (ივანოვი), ევა გოლუბოვა (სარა), ვლადიმირ მარეკი (შაბელსკი), ლეოშ სუხარჟიპა (ლებედევი), ტეოდორა რემუნდოვა (საშა), რადეკ გოლუბი (ლვოვი)
  • იოჟეფ კატონის სახელობის თეატრი, უნგრეთი, რეჟისორი ტამაშ აშერი[3]
  • 1997 — თეატრი „ალმეიდა“, ლონდონი[4]
  • 2005 — „ახალგაზრდული თეატრი“ (ჩერნიგოვი, უკრაინა). დამდგმელი — გ. კასიანოვა, სცენოგრაფია ლ. კოვალჩუკი. რ. პოკროვსკი (ივანოვი), ტ. სალდეცკაია (სარა), ვ. მაკარი (ლებედევი)
  • 2008თეატრი „დონმარ ვერჰაუზი“ (ლონდონი)
  • 2015 — კამერული თეატრი (თელ-ავივი, ისრაელი) - ივრითზე.
  • 2016 — სამეფო დრამატული თეატრი (სტოკჰოლმი, შვედეთი) - შვედურ ენაზე. რეჟისორ ალექსანდრე მერკ-ეიდემის თანამედროვე ვერსია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Вокруг Чехова“, გვ. 187—188
  2. „Чехов в воспоминаниях современников“. М., Гослитиздат, 1952, с. 126—127
  3. პრესა სპექტაკლის შესახებ
  4. Ю. Фридштейн. «Русский пациент» Рейфа Файнза // Энциклопедия для детей. Искусство. Т. 3./ глав. ред. В. Володин — М: Аванта+, 2000. — С. 323.