შინაარსზე გადასვლა

ირინა მიროშნიჩენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირინა მიროშნიჩენკო
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1942 (1942-07-24) (84 წლის)
ბარნაული, (რსფსრ, სსრკ)
გარდაცვალების თარიღი 3 აგვისტო, 2023 (81 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ, დროშა: რუსეთი რუსეთი
ალმა-მატერი Moscow Art Theatre School
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები რსფსრ დამსახურებული არტისტი,
რსფსრ სახალხო არტისტი,
ღირსების ორდენი

ირინა მიროშნიჩენკო (რუს. Ири́на Петро́вна Мирошниче́нко; დ. 24 ივლისი, 1942, ბარნაული, (რსფსრ, სსრკ) — გ. 3 აგვისტო, 2023, მოსკოვი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი მსახიობი, მომღერალი, პედაგოგი. რსფსრ სახალხო არტისტი (1988).

დაიბადა 1942 წლის 24 ივლისს ბარნაულში, სადაც მამამისი იყო მივლინებული მოსკოვიდან ციმბირის საბრძოლო ოლქის 22-ე სათადარიგო მსროლელთა პოლკის შემადგენლობაში. 1944 წელს დედასთან ერთად დაბრუნდა მოსკოვში (მამამისი შტაბში გადაიყვანეს და მხოლოდ 1945 წლის აგვისტოში, დემობილიზაციის შემდეგ შეუერთდა ოჯახს).

6 წლიდან სწავლობდა ვიოლინოზე დაკვრას გნესინების სახელობის სასწავლებელთან არსებულ სკოლაში.

1961 წელს სწავლა დაიწყო МХАТ-თან არსებულ სკოლა-სტუდიაში (ვასილი მარკოვის კურსი). მესამე კურსზე შედგა მისი დებიუტი გიორგი დანელიას ფილმში „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“. სკოლა-სტუდიის დამთავრების შემდეგ მსახიობად მიიღეს მოსკოვის მხატვრულ თეატრში (МХАТ), რომლის სცენაზეც ითამაშა მაშა („თოლია“), მისის ჩივლი („იდეალური ქმარი“), ჟენია („ვალენტინი და ვალენტინა“), რანევსკაია („ალუბლის ბაღი“) და სხვა მრავალი.

კინოში მისი პირველი დიდი ნამუშევარი იყო მზვერავ გალინა ორტინსკის როლი ფილმიდან „მათ იცნობდნენ მხოლოდ სახით“. შემდეგ იყო „ბიძია ვანია“, „კრემლის კურანტები“, „არც დაგსიზმრებიათ“ და მრავალი სხვა.

ირინა მიროშნიჩენკო გარდაიცვალა 2023 წლის 3 აგვისტოს მოსკოვის საავადმყოფოში. დაკრძალულია ტროეკუროვის სასაფლაოზე[1]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1964დავდივარ მოსკოვის ქუჩებშიЯ шагаю по Москвеკატია
1966ანდრეი რუბლიოვიАндрей Рублёвმარიამ მაგდალინელი
1968ნიკოლოზ ბაუმანიНиколай Бауманნადეჟდა ბაუმანი
1968რეზიდენტის შეცდომაОшибка резидентаრიტა
1970ძია ვანიაДядя Ваняელენა სერებრიაკოვა
1979საიდუმლო სამსახურის აგენტიАгент секретной службыლიდია ფლორია
1980არც დაგსიზმრებიათВам и не снилось…ლუდმილა, კატიას დედა
1982პროფესია — გამომძიებელიПрофессия — следовательნატალია კროშინა
1985მემკვიდრეობაНаследствоვარვარა შუმოვა
1986მადამ ვონგის საიდუმლოებებიТайны мадам Вонгმადამ ვონგი

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]