ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო
Nemirovich detail small.jpg
დაბ. სახელი ვლადიმერ ივანეს ძე ნემიროვიჩ-დანჩენკო
დაბ. თარიღი 11 დეკემბერი, 1858
შემოქმედი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 25 აპრილი, 1943
საქმიანობა თეატრის რეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი
აქტიური 1898-1943
ჯილდოები საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1936)

ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო (რუს. Владимир Иванович Немирович-Данченко დ. 11 დეკემბერი, 1858, შემოქმედი — გ. 25 აპრილი, 1943) — რუსი რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, დრამატურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1958 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. დედა იყო უკრაინულ-სომხური წარმოშობის. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1876-1879 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

70-იანი წლებიდან მოღვაწეობდა თეატრალურ კრიტიკაში. ავტორია მრავალი რომანისა, მოთხრობისა და პიესისა. მისი პიესები იდგმებოდა რუსეთის სხვადასხვა თეატრების სცენებზე. ნემიროვიჩ-დანჩენკო საფუძვლიანად იცნობა მის თანამედროვე რუსულ თეატრალურ ხელოვნებას და აუცილებლად მიაჩნდა მისი გარდაქმნა. მან შესთავაზე კონსტანტინე სტანისლავსკის, რომ ერთად განესაზღვრათ ახალი თეატრის იდეული, ეთიკური და მხატვრული პრინციპები. მათ შეიმუშავეს პროგრამა და 1898 წელს დააფუძნეს „ყველასთვის ხელმისაწვდომი სამხატვრო თეატრი“, რომელსაც მოგვიანებით მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრი ეწოდა. თეატრის რეპერტუარს განსაზღვრავდა ნემიროვიჩ-დანჩენკო. მან თეატრში ანტონ ჩეხოვი და მაქსიმ გორკი მიიყვანა.

1919 წელს თეატრთან მან დააარსა მუსიკალური სტუდია, რომელიც 1926 წლიდან მისი სახელობის მუსიკალურ თეატრად გადაკეთდა.

დადგმული სპექტაკლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1898-1916 წლები

  • 1898 - „თოლია“ (ჩეხოვი)
  • 1899 - „ძია ვანია“ (ჩეხოვი)
  • 1899 - „მარტოსულნი“ (ჰაუპტმანი)
  • 1900 - „როცა ჩვენ, მკვდრები, ვიღვიძებთ“ (იბსენი)
  • 1901 - „სამი და“ (ჩეხოვი)
  • 1902 - „ფსკერზე“ (გორკი)
  • 1903 - „საზოგადოების ბურჯნი“ (იბსენი)
  • 1903 - „იულიუს კეისარი“ (შექსპირი)
  • 1904 - „ალუბლის ბაღი“ (ჩეხოვი)
  • 1906 - „ბრანდი“ (იბსენი)
  • 1908 - „როსმერსჰოლმი“ (იბსენი)
  • 1910 - „ძმები კარამაზოვები“ (დოსტოევსკი)

1925-43 წლები

  • 1929 - „ბლოკადა“ (ივანოვი)
  • 1930 - „აღდგომა“ (ტოლსტოი)
  • 1936 - „ლიუბოვ იაროვაია“ (ტრენიოვი)
  • 1937 - „ანა კარენინა“ (ტოლსტოი)
  • 1942 - „კრემლის კურანტები“ (პოგოდინი)

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნემიროვიჩ-დანჩნეკოს მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება (1936 წ.), ლენინის ორდენი, შრომის წითელი ორდენი. არის სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1942, 1943).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: