შინაარსზე გადასვლა

იაროსლავ პლაშილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაროსლავ პლაშილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
იაროსლავ პლაშილი
დაბადების
თარიღი
5 იანვარი, 1982 (1982-01-05) (44 წლის)
დაბადების
ადგილი
ოპოჩნო, ჩეხოსლოვაკია
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1987–1992 სოკოლ ჩერნიკოვიცე
1992–1993 სპარტაკი
1993–1998 ჰრადეც-კრალოვე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1998–2000 ჰრადეც-კრალოვე 4 (0)
2000–2007 მონაკო 121 (5)
2002–2003   კრეტეი 14 (0)
2007–2009 ოსასუნა 66 (8)
2009–2019 ბორდო 290 (15)
2013–2014   კატანია 28 (1)
სულ 523 (29)
ეროვნული ნაკრები
2002–2003 ჩეხეთი 21-წლ. 16 (1)
2004–2016 ჩეხეთი 103 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

იაროსლავ პლაშილი (ჩეხ. Jaroslav Plašil; დ. 5 იანვარი, 1982, ოპოჩნო, ჩეხოსლოვაკია) — ყოფილი ჩეხი ფეხბურთელი, რომელიც უკანასკნელად თამაშობდა საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „ბორდოსა“ და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში ნახევარმცველის პოზიციაზე.

პლაშილმა 18 წლის ასაკში კონტრაქტი გააფორმა ფრანგულ კლუბ „მონაკოსთან“, 2000 წელს, მაგრამ ორი წლის განმავლობაში კლუბის შემადგენლობაში მხოლოდ რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ იჯარით გადავიდა მეორე ლიგის კლუბ „კრეტეიში“. 2003 წელს პლაშილი დაბრუნდა მონაკოში და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ის იყო ძირითადი შემადგენლობის წევრი და 2003-04 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კლუბთან ერთად გავიდა ფინალში, სადაც ისინი დამარცხდნენ პორტუგალიურ „პორტუსთან“, ანგარიშით 0-3. იმ სეზონში პლაშილი გოლით გამოირჩა „დეპორტივოსთან“ სარეკორდო ანგარიშით, 8-3 მოგებულ მატჩში.

2007 წელს პლაშილმა დაასრულა წარმატებული კარიერა მონაკოში და ესპანურ „ოსასუნასთან“ ხელი მოაწერა ოთხწლიან კონტრაქტს.[1]

2009 წლის 8 ივნისს „ბორდომ“ 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ პლაშილი გადმოიყვანა გუნდში და გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი.[2]

პლაშილმა ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა ევროპის 2004 წლის, მსოფლიოს 2006 წლის, ევროპის 2008 წლის და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატებზე.

#თარიღიადგილიმეტოქეგოლიშედეგიგათამაშება
1.2 ივნისი, 2004ტოიოტა არენა, პრაღა, ჩეხეთიბულგარეთის დროშა ბულგარეთი2–03–1ამხანაგური
2.17 ოქტომბერი, 2007ალიანს არენა, მიუნხენი, გერმანიაგერმანიის დროშა გერმანია0–30–3ევრო 2008-ს შესარჩევი ეტაპი
3.15 ივნისი, 2008სტად-დე-ჟენევა, ჟენევა, შვეიცარიათურქეთის დროშა თურქეთი2–02–3ევრო 2008
4.10 ოქტომბერი, 2009ტოიოტა არენა, პრაღა, ჩეხეთიპოლონეთის დროშა პოლონეთი2–02–02010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი
5.25 მარტი, 2011ესტადიო ნუევო ლოს კარმენესი, გრანადა. ესპანეთიესპანეთის დროშა ესპანეთი0–12–1ევრო 2012-ს შესარჩევი ეტაპი
6.3 სექტემბერი, 2011ჰემპდენ პარკი, გლაზგო, შოტლანდიაშოტლანდიის დროშა შოტლანდია1–12–2ევრო 2012-ს შესარჩევი ეტაპი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Jaroslav Plasil jugará en Osasuna las próximas cuatro temporadas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-20. ციტირების თარიღი: 2012-06-22.
  2. Jaroslav Plasil entscheidet sich pro Bordeaux