თოლია (პიესა)
თოლია | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | კომედია |
ავტორი | ანტონ ჩეხოვი |
მშობლიური ენა | რუსული |
დაწერილია | 1895—1896 |
გამოცემულია | 1896, ჟურნალი „Русская мысль“ |
თოლია (რუს. Чайка) — ანტონ ჩეხოვის ოთხმოქმედებიანი პიესა. დაწერილია 1895—1896 წლებში და პირველად 1896 წელს ჟურნალ „Русская мысль“-ის მე-12 ნომერში გამოქვეყნდა. პრემიერა 1986 წლის 17 ოქტომბერს პეტერბურგის ალექსანდრინსკის თეატრის სცენაზე შედგა.
მოქმედი პირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ირინა ნიკოლაევნა არკადინა, მეუღლის გვარი ტრეპლევა — მსახიობი
- კონსტანტინ გავრილოვიჩ ტრეპლევი — მისი შვილი, ახალგაზრდა კაცი
- პიოტრ ნიკოლაევიჩ სორინი — მისი ძმა
- ნინა მიხაილოვნა ზარეჩნაია — ახალგაზრდა გოგონა, მდიდარი მემამულის ქალიშვილი
- ილია აფანასიევიჩ შამრაევი — გადამდგარი პორუჩიკი, სორინის მმართველი
- პოლინა ანდრეევნა — მისი ცოლი
- მაშა — მისი ქალიშვილი
- ბორის ალექსეევიჩ ტრიგორინი — ბელეტრისტი
- ევგენი სერგეევიჩ დორნი — ექიმი
- სემიონ სემიონოვიჩ მედვედენკო — მასწავლებელი
- იაკობი — მუშაკი
- მზარეული
- მოახლე
ცნობილი დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1896 — ალექსანდრინსკის თეატრი. დამდგმელი ევტიხი კარპოვი. როლებში: სორინი — ვლადიმერ დავიდოვი, ნინა ზარეჩნაია — ვერა კომისარჟევსკაია, ტრიგორინი — ნიკოლოზ საზონოვი, შამრაევი — კონსტანტინე ვარლამოვი, პოლინა ანდრეევნა — ანტონინა აბარინოვა. პრემიერა შედგა 17 ოქტომბერს.
- 1896 — ტაგანროგის დრამატული თეატრი[1].
- 1896 — სოლოვცოვის თეატრი (კიევი).
- 1896 — დრამატული მსახიობების დასი (იაროსლავლი; აგრეთვე 1900 წელს).
- 1898 — მოსკოვის სამხატვრო-საყოველთაო თეატრი, დამდგმელი კონსტანტინე სტანისლავსკი და ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო. როლებში: არკადინა — ოლგა კნიპერ-ჩეხოვა, ტრეპლევი — ვსევოლდ მაიერჰოლდი, სორინი — ვასილი ლუჟსკი, ნინა — მარია როქსანოვა, შამრაევი — ალექსანდრე არტიომი, პოლინა ანდრეევნა — ევგენია რაევსკაია, მაშა — მარია ლილინა, ტრიგორინი — კონსტანტინე სტანისლავსკი, დორნი — ალექსანდრე ვიშნევსკი, მედვედენკო — ი. ტიხომიროვი, იაკობი — ა. ანდრეევი). პრემიერა შედგა 17 (29) დეკემბერს. სპექტაკლი 1905 წელს აღდგა (ნინა — მარია ლილინა, მაშა — მარგარიტა სავიცკაია).
- 1901 — დრამატული დასი ვერა კომისარჟევსკაიასა და ვასილი დალმატოვის ხელმძღვანელობით (ნინა — ვერა კომისარჟევსკაია).
- 1902 — ალექსანდრინსკის თეატრი
- 1905 — ვერა კომისარჟევსკაიას დრამატული თეატრი (პეტერბურგი; ნინა — ვერა კომისარჟევსკაია, ტრიგორინი — კაზიმირ ბრავიჩი).
- 1944 — მოსკოვის კამერული თეატრი
- 1945 — მოსსოვეტის სახელობის თეატრი
- 1954 — ალექსანდრე პუშკინის სახელობის ლენინგრადის თეატრი. რეჟისორი ლეონიდ ვივიენი
- 1954 — ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი
- 1954 — სტანისლავსკის სახელობის თეატრი
- 1954 — ანტონ ჩეხოვის სახელობის ტაგანროგის დრამატული თეატრი
- 1960 — მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრი. რეჟისორები ვიქტორ სტანიცინი და იოსებ რაევსკი; მხატვარი შიფრინი
- 1966 — ლენინური კომკავშირის სახელობის თეატრი (მოსკოვი). დამდგმელი ანატოლი ეფროსი; მხატვრები ვ. ლალევიჩი, ნ. სოსუნოვი
- 1968 — მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრი. რეჟისორი ბორის ლივანოვი; მხატვარი ენარ სტენბერგი. როლებში: არკადინა — ანგელინა სტეპანოვა, ტრიგორინი — ლეონიდ გუბანოვი, ტრეპლევი — ოლეგ სტრიჟენოვი, ნინა ზარეჩნაია — სვეტლანა კორკოშკო, მაშა — ირინა მიროშნიჩენკო, სორინი — ს. კოლჩიცკი, დორნი — ვლადლენ დავიდოვი
- 1970 — „სოვრემენიკი“. რეჟისორი ო. ეფრემოვი.
- 1980 — მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრი. დამდგმელი ოლეგ ეფრემოვი; რეჟისორი ნ. სკორიკი; დამდგმელი მხატვარი ვ. ლევენტალი; მუსიკალური გაფორმება ვასილი ნემიროვიჩ-დანჩენკო. როლებში: არკადინა — ტატიანა ლავროვა, ტრეპლევი — ანდრეი ვასილევიჩი, ნინა ზარეჩნაია — ანასტასია ვერტინსკაია, მაშა — ეკატერინა ვასილიევა, ა. ვოზნესენსკაია, ტრიგორინი — ალექსანდრე კალიაგინი, დორნი — ინოკენტი სმოქტუნოვსკი და ე. ევსტიგნეევი, სორინი — ანდრეი პოპოვი და ვ. დავიდოვი, პოლინა ანდრეევნა — ია სავინა და ნ. გულიაევა. პრემიერა შედგა 9 ივლისს
- 1996 — სახელმწიფო აკადემიური მცირე თეატრი. რეჟისორი - რუსეთის დამსახურებული არტისტი ვ. დრაგუნოვი, დადგმის ხელმძღვანელი - სსრკ-ის სახალხო არტისტი იური სოლომინი. პრემიერა - 1996 წლის 26 ოქტომბერი. 2011 წლის 23 ნოემბერს გაიმართა მე-200 სპექტაკლი.
- 2002 — ვახტანგოვის სახელობის თეატრი. რეჟისორი - პაველ საფონოვი. როლებში: არკადინა - ლიუდმილა მაქსაკოვა, ტრიგორინი - სერგეი მაკოვეცკი, სორინი - იური იაკოვლევი.
- 2007 — ალექსანდრე პუშკინის სახელობის კრასნოიარსკის დრამატული თეატრი. დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გაფორმება - ოლეგ რიბკინი; დამდგმელი მხატვარი — იგორ კაპიტანოვი; კოსტიუმების მხატვარი — ფაგილია სელსკაია; განათების მხატვარი — სერგეი გრაჩევი. სპექტაკლი — ეროვნული თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბის“ ნომინანტი.
- 2010 — კინომსახიობის თეატრი. დამდგმელი რეჟისორი - რობერტ მანუკიანი. არკადინა - ვერა სოტნიკოვა. სცენოგრაფია - რუსეთის ფედერაციის სახალხო მხატვარი ბორის ბლანკი. პრემიერა 2010 წლის 10 ნოემბერი.
- 2010 — თეატრი „ჩეხოვის საერთაშორისო ლაბორატორია“. რეჟისორი - ვიქტორ გულჩენკო. არკადინა - ოლგა ოსტროუმოვა.
- 2011 — „სატირიკონი“. რეჟისორი - იური ბუტუსოვი.
- 2013 — დრამატული თეატრი „კოლესო“. რეჟისორი - კარენ ნერსისიანი. დამდგმელი მხატვარი - ანდრეი კლიმოვი. პრემიერა 2013 წლის 19 სექტემბერი.
- 2014 — მოსკოვის თეატრ-სტუდია ოლეგ ტაბაკოვის ხელმძღვანელობით. რეჟისორი - კონსტანტინე ბოგომოლოვი. როლებში: ირინა ნიკოლაევნა არკადინა - მარინა ზუდინა, მაშა - დარია მოროზი, ბორის ალექსეევიჩ ტრიგორინი - იგორ მირკურბანოვი, ევგენი სერგეევიჩ დორნი - ოლეგ ტაბაკოვი და სხვები. პრემიერა 2014 წლის 8 მარტი.
- 2015 — „რიაზანის დრამის თეატრი“. რეჟისორი - სერგეი ბობროვსკი. დამდგმელი მხატვარი - ტატიანა ვიდანოვა.
- 2017 — თეატრი ტაგანკაზე „თოლია 73458“ - სპექტაკლი ანტონ ჩეხოვის პიესის მიხედვით (რეჟისორი - დაინიუს კაზლაუსკასი). პრემიერა 2017 წლის 21, 22 აპრილი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „თოლია“ Internet Broadway Database-ზე.
- „თოლია“ დაარქივებული 2013-05-22 საიტზე Wayback Machine. Internet Off-Broadway Database-ზე (Lortel Archives).
- „თოლიას“ რეცენზიები სატირიკონში
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Фоминых Н. Д. Чехов и Таганрогский театр // Вехи Таганрога. — 2004. — № 20.