შინაარსზე გადასვლა

იური სოლომინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური სოლომინი

რუს. Ю́рий Мефо́дьевич Соло́мин
დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1935
ჩიტა
გარდაცვალების თარიღი 11 იანვარი, 2024 (88 წლის)
მოსკოვი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
ალმა-მატერი M.S. Schepkin Higher Theatre School
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები სსრკ სახალხო არტისტი

იური სოლომინი (რუს. Ю́рий Мефо́дьевич Соло́мин, დ. 18 ივნისი, 1935, ჩიტა — გ. 11 იანვარი, 2024, მოსკოვი[1]) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი და თეატრალური პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1988). რუსეთის (1974) და ყირგიზეთის (1996) სახალხო არტისტი. „მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის“ სრული კავალერი.

იური სოლომინი დაიბადა ჩიტაში, 1935 წლის 18 ივნისს. 1957 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა მოსკოვის მცირე თეატრის დასში. საბჭოთა რეპერტუარის პიესებში ახალგაზრდა მსახიობმა დაიწყო ეპიზოდური როლებით და მალე მთავარი როლების შესრულებაზე გადავიდა. მისი სცენური როლებიდან აღსანიშნავია ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის „რევიზორი“), პროტასოვი (ლ. ტოლსტოის „ცოცხალი ლეში“), ვოინიცკი (ა. ჩეხოვის „ძია ვანია“), სირანო დე ბერჟერაკი (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“) მეფე თედორე (ა. ტოლსტოის „მეფე თედორე ივანეს ძე“). 1980 წლიდან თეატრში რეჟისორადაც მუშაობდა.

1988 წლიდან იყო მცირე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

1961 წლიდან ასწავლიდა შჩეპკინის სახელობის თეატრალურ სასწავლებელში. იყო პროფესორი და უცხოელ სტუდენტებთან ატარებდა მასტერ-კლასებს ამერიკაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში.

მისი დებიუტი კინემატოგრაფში შედგა 1960 წელს, რეჟისორ ი. ანენსკის ფილმში „უძილო ღამე“. საკავშირო აღიარება მსახიობს მოუტენა პავლე კოლცოვის როლმა ფილმში „მისი აღმატებულების ადიუტანტი“. ამის შემდეგ მან მთავარი როლი ბევრჯერ შეასრულა, მათ შორის აკირა კუროსავას ოსკაროსან ფილმში „დერსუ უზალა“, ასევე „ბლოკადა“, „ღამურა“, „სკსს უფლებამოსილია განაცხადოს“ და სხვა. როგორც რეჟისორმა, გადაიღო ფილმები: „სკანდალური შემთხვევა ბრიკმელში“ (1981), „მისი ცხოვრების ნაპირი“ (1985), „თავიდან იყო სიტყვა“ (1992) და სხვა.

1990 წლის 8 სექტემბრიდან 1991 წლის 15 ნოემბრამდე იყო რსფსრ-ის კულტურის მინისტრი.

2023 წლის ნოემბერში მსახიობმა ინსულტი გადაიტანა მსუბუქ ფორმებში.

გარდაიცვალა 2024 წლის 11 იანვარს. დაკრძალვის ცერემონია გაიმართება მცირე თეატრში 15 იანვარს და გარდაცვლილის ნების თანახმად, მას დაკრძალავენ მეუღლის გვერდით, ტროეკუროვის სასაფლაოზე.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1960უძილო ღამეБессонная ночьკაუროვი, ინჟინერი
1965ერთი პოლკის მუსიკოსებიМузыканты одного полкаალექსეი ილიუტინსკი
1965დევნაПогоняნიკოლაი, მაიორი
1966დედის ერთგულებაВерность материდიმიტრი ულიანოვი
1967გაზაფხული ოდრაზეВесна на Одереალექსანდრე მეშჩერსკი
1967სულით ძლიერნიСильные духомგერმანელი მაიორი
1969წითელი კარავიКрасная палаткаტროიანცი, ინჟინერი
1969მისი აღმატებულების ადიუტანტიАдъютант его превосходительстваპავლე კოლცოვი, გენერლის ადიუტანტი
1970ცეცხლიანი ზღვაМоре в огнеკაპიტანი პეტროვი
1971სამძებრო სამსახურის ინსპექტორიИнспектор уголовного розыскаგოლოვკო, მილიციის მაიორი
1972ხტომის ნებართვაПраво на прыжокახალი მწვრთნელი
1975დერსუ უზალაДерсу Узалаვლადიმერ არსენიევი
1975სოკოლოვოСоколовоგენერალი შაფარენკო
1977გზანი წამებისანიХождение по мукамივან ტელეგინი
1978სასკოლო ვალსიШкольный вальсპავლე კნუშევსკი, ზოსიას მამა
1981სიჩუმის ყვირილიКрик тишиныგამომძიებელი დრონოვი
1983ვილა „გრეტას“ საიდუმლოებაТайна виллы «Грета»დეპუტატი ოკორესი
2004მოსკოვური საგაМосковская сагаექიმი გრადოვი
2005თოლიაЧайкаსორინი
1984მისი ცხოვრების ნაპირიБерег его жизниნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაი
1984სკსს უფლებამოსილია განაცხადოსТАСС уполномочен заявитьსლავინი, სუკ-ის პოლკოვნიკი
1985სოფია კოვალევსკაიაСофья Ковалевскаяდიდი მთავარი
2003პრეტენდენტიПретендентგადამდგარი ადმირალი
2008დაუმარცხებელიНепобедимыйგენერალ-ლეიტენანტი როკოტოვი
2009ისაევიИсаевვლადიმიროვი, ისაევის მამა

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 2023 — იმიერბაიკალეთის მხარის საპატიო მოქალაქე
  • 1971 — რსფსრ დამსახურებული არტისტი
  • 1974 — რსფსრ სახალხო არტისტი
  • 1985 — ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1988 — სსრკ სახალხო არტისტი
  • 1996 — ყირგიზეთის სახალხო არტისტი
  • 1984 — სუკ-ის პრემია ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში
  • 1995 — IV ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენი
  • 1999 — III ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენი
  • 2005 — II ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენი
  • 2015 — I ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენი

მსახიობის სახელს ატარებს ასტეროიდი №10054, რომელიც 1987 წელს აღმოაჩინა საბჭოთა ასტრონომმა ლიუდმილა ჩერნიხმა ყირიმის ობსერვატორიაში.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://kino-cccp.net/dir/43-1-0-3884
  2. Schmadel, Lutz D. Dictionary of Minor Planet Names (ინგლ.). — Fifth Revised and Enlarged Edition. — B., Heidelberg, N. Y.: Springer, 2003. — P. 719. — ISBN 3-540-00238-3.