მესტიის აეროპორტი
მესტიის აეროპორტი | ||
|---|---|---|
| მესტიის აეროპორტი | ||
ინფორმაცია | ||
| ტიპი | სამოქალაქო | |
| მფლობელი | შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ | |
| ემსახურება | მესტია | |
| ადგილმდებარეობა | ||
| სიმაღლე ზდ | 1400 | |
| კოორდინატები | 43°03′14″ ჩ. გ. 042°44′58″ ა. გ. / 43.05389° ჩ. გ. 42.74944° ა. გ. | |
მესტიის აეროპორტი, აგრეთვე ცნობილია როგორც მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი — ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი[1] საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში, ზღვის დონიდან 1400 მ სიმაღლეზე.[2] აქვს ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის ზომებია 850 მ X 30 მ.[3] ხელოვნური საფარის ტიპს შეადგენს ცემენტ-ბეტონი. მშენებლობის პროექტზე რამდენიმე ქართული კომპანია მუშაობდა და დასაქმებული იყო 300-მდე ადამიანი. მთავარი არქიტექტორი იურგენ მეიერ-ჰერმანი.[4] აეროპორტის მშენებლობა დასრულდა 2010 წლის 24 დეკემბერს.[5] ზამთრის პერიოდში აეროპორტი იღებს ერთმოტორიან თვითმფრინავებსა და მცირე 18 ადამიანის ტევადობის სამგზავრო თვითმფრინავებს. ზაფხულის პერიოდში აეროპორტს შეუძლია 50 ადამიანის ტევადობის თვითმფრინავის მიღება.[6] ავიაკომპანია „ავიასერვის“ ხარჯზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების შესრულება ხორციელდება მესტიის მიმართულებით. რეისიები კვირაში ორჯერ, ორშაბათს და პარასკევს, ბოლო მოდიფიკაციის Mi-171 ტიპის ვერტმფრენით სრულდება.[7] მესტიის აეროპორტის მშენებლობა სახელმწიფოს დაახლოებით 8 მლნ. ლარი დაუჯდა.[8] მესტიის აეროპორტი მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტთა სიაში მოხვდა. ვებ-გვერდ Novate-ის არქიტექტორებმა მსოფლიოს უჩვეულო აეროპორტების სიაში მესტიის აეროპორტი შეიყვანეს და „პატარა ქართული სასწაული“ უწოდეს.[9]
სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | მგზავრთა რაოდენობა | ცვლილება წინა წლებთან შედარებით |
|---|---|---|
| 2010 | ||
| 2011 | ||
| 2012 | ||
| 2013 | ||
| 2014 | ||
| 2015 | ||
| 2016 | ||
| 2017 | ||
| 2018 | ||
| 2019 | ||
| 2020 | ||
| 2021 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-04. ციტირების თარიღი: 2014-05-08.
- ↑ მესტიაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა
- ↑ მესტიის აეროპორტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-05-08.
- ↑ მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.პრეზიდენტი მესტიის აეროპორტს გახსნის. ციტირების თარიღი: 2014-05-08
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.მესტიაში თამარ მეფის სახელობის აეროპორტი ოფიციალურად გაიხსნა. ციტირების თარიღი: 2014-05-08
- ↑ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები მესტიის მიმართულებით აღდგენილია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-21. ციტირების თარიღი: 2014-05-08.
- ↑ მესტიაში აეროპორტის მშენებლობა სახელმწიფოს 8 მლნ ლარი უჯდება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-05-08.
- ↑ მესტიის აეროპორტი უჩვეულო აეროპორტების სიაში მოხვდა
- ↑ Number of Passengers Served. Civil Aviation Agency of Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 იანვარი 2018. ციტირების თარიღი: 14 January 2016.

| |||||||||||||