თეთრშუბლა ბატი
იერსახე
თეთრშუბლა ბატი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Anser albifrons Scopoli, 1769 | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 22679881 | |||||||||||||||||
|
თეთრშუბლა ბატი (ლათ. Anser albifrons) — ფრინველი იხვისებრთა ოჯახისა.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეთრშუბლა ბატი გარეგნობით ახლოს დგას რუხ ბატთან, მაგრამ მასთან შედარებით მცირე ზომისაა. მისი სხეული რუხი ფერისაა, მუცელი — თეთრი, შავი ლაქებით, ხოლო ფრთების ბუმბულები რუხი და თეთრი, ნისკარტი — ვარდისფერი. ნისკარტის ძირში აქვს ღია ფერის ლაქა, შუბლზე — თეთრი, რის გამოც მიიღო სახელწოდება. მასა მერყეობს 2-დან 3,2 კგ-მდე.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეთრშუბლა ბატი გავრცელებულია ევრაზიის, გრენლანდიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტუნდრაში. ევროპის მკვიდრი ბატები იზამთრებენ ხმელთაშუა, შავ და კასპიის ზღვებზე. მიფრინავენ აგრეთვე ცენტრალური აზიის, ინდოეთის, ჩინეთის, კორეის და იაპონიის მიმართულებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Бейчек В., Штясны К. Птицы. Иллюстрированная энциклопедия. — М.: Лабиринт-пресс.
- Ганзак Я. Иллюстрированная энциклопедия птиц. — Прага: Артия 1974.
- Жизнь животных. Т.6 Птицы. — М.: Просвещение, 1986.