თარგი:დღის მოვლენები:05-5
იერსახე

- 553 : კონსტანტინოპოლის მეორე კრება გაიხსნა.
- 1260 : ყუბილაი-ხანი მონღოლთა იმპერიის მმართველი გახდა.
- 1835 : ბელგიაში კონტინენტური ევროპის პირველი რკინიგზა გაიხსნა ბრიუსელსა და მეხელენს შორის.
- 1862 : ხუთი მაისი მექსიკაში : ჯარები იგნასიო სარაგოსას (სურათზე) მეთაურობით აჩერებენ ფრანგების შემოტევას პუებლის ბრძოლაში.
- 1891 : ნიუ-იორკში გაიხსნა კარნეგი-ჰოლი; პირველი კონცერტის დირიჟორად მოწვეულ იქნა პეტრე ჩაიკოვსკი.
- 1944 : მოჰანდას განდი ტყვეობიდან გაათავისუფლეს.
- 1949 : ევროპის საბჭო შეიქმნა.
- 1955 : ძალაში შევიდა პარიზის შეთანხმება დასავლეთევროპული კავშირის შესახებ.
- 1961 : ამერიკელი ალან შეპარდი კოსმოსში გაფრენილი მეორე ადამიანი გახდა.
- 1994 : სომხეთის, ყარაბაღისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ბიშკეკში სამშვიდობო ზავს მოაწერეს ხელი.
- 2000 : კომპიუტერული ვირუსის "I love you" მიერ მიყენებულმა ზარალმა მხოლოდ ჩრდ. ამერიკაში 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
- 2011 : ბრაზილიაში ერთის სქესის წყვილებს ისეთივე კანონიერი უფლებები მიანიჭეს, როგორ ჰეტეროსექსუალ დაქორწინებულ წყვილებს.