ზღვის ყინული
ზღვის ყინული — ზღვაში წყლის გაყინვით წარმოქმნილი ყინული. ფიზიკური თვისებებით ზღვის ყინული არსებითად განსხვავდება მდინარისა და მყინვარის ყინულისაგან, მისთვის დამახასიათებელია მარილიანობა. ზღვის ყინულის წარმოქმნის დროს სუფთა წყლის ყონულის კრისტალებს შორის რჩება ზღვის წყლის წვრილი წვეთები (მარილწყალი).
დროთა განმავლობაში მარილწყალი დაიწრიტება, ყინულში რჩება ფორები და ყინული მტკნარდება. მარილიანობა და ფორიანობა განსაზღვრავს ზღვის ყინულის სიმკვრივეს, რომელიც იცვლება 0,85-0,94 გ/სმ³ ფარგლებში.
მცირე სიმკვრივის გამო ზღვის ყინული წყალზე ტივტივებს და მისი სისქის 1/7-1/10 ამოშვერილია წყლიდან. ზღვის ყინულის სიმტკიცე მტკნარი წყლის ყინულის სიმტკიცეზე ნაკლებია; იგი იზრდება მარილიანობის, ფორიანობისა და ყინულის ტემპერატურის შემცირებასთან ერთად. მდებარეობის მიხედვით განარჩევენ ნაპირის ყინულს, მცურავ (მოდრეიფე) ყინულსა და პაკს. ზღვის ყინულის სახეობებია აგრეთვე ტოროსი, თოში, წყალშიგა ყინული და სხვ.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- NOAA Arctic theme page
- Ice in the Sea Chapter from Nathaniel Bowditch's American Practical Navigator
- Cryosphere Today: Current Arctic sea ice conditions
- Data source for sea ice picture
- Everything you ever wanted to know about sea ice but were afraid to ask
- NSIDC Sea Ice Index
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქსე, ტ. 4, გვ. 552, თბ., 1979;
- Зубов Н. Н., Морские воды и льды, М., 1938;
- Евгенов Н. И., Альбом ледовых образований на морях, Л., 1955;
- Песчанский И. С., Ледоведение и ледотехника, Л., 1963.