პილილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პილილი — ჩასაბერი მუსიკალური საკრავიპილილი გავრცელებულია აჭარაში. მასზე სრულდება საცეკვაო და სალაღობო სიმღერები. საცეკვაო სიმღერებში პილილს უკრავენ დოლთან ერთად, სალაღობო სიმღერებში - აყოლებენ ხმას.

მისი წარმოშობის ისტორია უცნობია, მაგრამ კავკასიის მუსიკათმცოდნეები მსჯელობენ იმ საკითხზე, რომ მისი წინაპარი სალამური იყო, იმისდა მიუხედავად რომ მათ საერთოდ არ აქვთ ერთნაირი ჟღერადობა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პილილი

პილილის ძირითადი ნაწილებია: ღერო და წიპილი. ღერო დაახლოებით 25-30 სმ სიგრძის მილია, რომელზეც გაკეთებულია 5-7 ნახვრეტი.[1] წიპილი პატარა მილია, რომლის სიგრძეც სასურველ ჟღერადობაზეა დამოკიდებული. პილილის ღერო მზადდება ტყემლის ან დიდგულას ხისგან. ძველად, წიპილიც დიდგულას ხისგან მზადდებოდა, დღეს კი ამისათვის ბამბუკს იყენებენ. პილილის ბგერათრიგი დიატონურია, მოქცეულია ერთ ოქტავაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Pilili. Georgian Folk Music Instruments. წაკითხვის თარიღი: June 16, 2014.