ზენდეია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზენდაია)
ზენდეია

ზენდეია 2019 წელს, ფილმის „სპაიდერმენი: სახლიდან შორს“ პრემიერაზე
დაბადების თარიღი 1 სექტემბერი, 1996 (1996-09-01) (27 წლის)
ოკლენდი, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • მომღერალი
აქტიური 2009-დღემდე
საიტი zendaya.com
ხელმოწერა

ზენდეია მარი სტერმერ კოულმანი (/zənˈd.ə/ zən-DAY;[1] ინგლ. Zendaya Coleman; დ. 1 სექტემბერი, 1996)[2]ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ცნობილი როგორც ზენდეია. მან სამოდელო კარიერა ბავშვობის ასაკში დაიწყო, იყო მოცეკვავე, სანამ Disney Channel-ის სატელევიზიო სერიალ „Shake It Up“-ში როკი ბლუს როლს ითამაშებდა. სერიალში მონაწილეობდა 2010 წლიდან 2013 წლამდე. 2013 წელს იგი „Dancing with the Stars“-ის მე-16 სეზონის მონაწილე იყო[3]. 2015 წლიდან 2018 წლამდე ამერიკულ კომედიურ სატელევიზიო სერიალში, „K.C. Undercover“-ში, კ. ს. კუპერის როლს ასრულებდა, ხოლო 2019 წელს მთავარი როლის შესრულება დაიწყო HBO-ს დრამატულ სერიალ „ეიფორია“-ში. იგი გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: 2017 წლის მიუზიკლი „დიდებული შოუმენი“, „ადამიანი ობობა: დაბრუნება“ (2017), „ადამიანი ობობა: სახლიდან შორს“ (2019), „დიუნი“ (2021).

ზენდეიამ თავისი მუსიკალური კარიერა სიმღერების ჩაწერით დაიწყო, მოგვიანებით მან გამოუშვა სინგლები: „Swag It Out“, და „Watch Me“. 2011 წელს იგი თანამშრომლობდა ამერიკელ მომღერალთან, მოდელთან და მსახიობთან ბელა თორნთან. 2012 წელს იგი გაწევრიანდა „Hollywood Records“-ში, ხოლო მოგვიანებით გამოუშვა სინგლი „Replay“, რომელმაც ამერიკაში „Billboard Hot 100“-ზე მე-40 ადგილი დაიკავა, ხოლო 2013 წელს, „Billboard 200“-ზე 51-ე ადგილზე გავიდა. მისი ჩაწერილი სიმღერა „Rewrite the Stars“ გამოყენებული იქნა ფილმის, „დიდებული შოუმენის“ საუნდტრეკად, რომელიც მოგვიანებით სინგლად გამოუშვეს.

მსახიობი მონაწილეობას იღებდა „Macy“-ს, „Mervyns“-ის, „Old Navy“-ის სარეკლამო კამპანიებში. მოგვიანებით, ზენდეია ამერიკელ მომღერალთან და მსახიობთან სელენა გომესთან ერთად სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა.

ადრინდელი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოულმანი 1996 წლის 1 სექტემბერს ოაკლენდში, კალიფორნიაში დაიბადა. არის კლარა სთოერმერის და დევიდ კოულმანის ერთადერთი შვილი. მამის მხრიდან[4] მას ჰყავს 5 უფროსი ნახევარ და-ძმა. მამამისი აფრიკელ-ამერიკელია, ხოლო დედამისი ეთნიკური წარმომავლობით გერმანელი და შოტლანდიელია[5][4]. ზენდეია, როგორც შემსრულებელი, შექსპირის თეატრში, კალიფორნიაში აღიზარდა, სადაც დედამისი კლარა თეატრის მენეჯერი იყო. კოულმანმა თეატრის სტუდენტური კონსერვატორიის პროგრამაც გაიარა[6]. სანამ ოაკლენდის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, რამდენიმე სასცენო სპეკტაკლში მიიღო მონაწილეობა[7], მათ შორისაა: „Once on This Island“ და „Caroline, or Change“.

8 წლის ასაკში გაწევრიანდა მოცეკვავეთა ჯგუფ „Future Shock Oakland“-ში, სადაც იგი სამი წლის[8][9][10] განმავლობაში სწავლობდა „ჰიპ-ჰოპს“ და „ჰულას“.

ზენდეია სწავლობდა ამერიკის თეატრის კონსერვატორიაში. სპექტაკლებში სადაც მას, მონაწილეობა აქვს მიღებული არის, უილიამ შექსპირის „რიჩარდ III“, „მეთორმეტე ღამე“ და „როგორც შენ მოგწონს“.[11]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა მსახიობი ლოს-ანჯელესში[12] ცხოვრობს, მისი სახლის ღირებულება 1,4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. არის ვეგეტარიანი[13], სინგლების ჩაწერისა და ფილმებსა თუ სერიალებში მონაწილეობის გარდა, თავისუფალ დროს უთმობს ტანსაცმლების დიზაინის შექმნასა და წიგნების წერას.

ფილმზე „ადამიანი ობობა: დაბრუნება“ მუშაობისას ზენდეიამ ინგლისელი მსახიობი ტომ ჰოლანდი გაიცნო და დაუმეგობრდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა სოციალურ მედიაში. ცნობილი იყო, რომ 2021 წლისთვის ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ[14].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. წარმოთქმა:
  2. Phares, Heather. Zendaya Biography. AllMusic.com (Rovi). ციტირების თარიღი: June 8, 2016.
  3. Wimbley, Jessica. (March 31, 2013) "Dancing with the Stars": Zendaya Tops Competition at age 16. ციტირების თარიღი: August 2, 2017
  4. 4.0 4.1 Kim, Kristen Yoonsoo. (December 2015) REAL GOOD - The multitalented teenager began her career as a Disney star. But don't expect Zendaya to have a Miley moment anytime soon.. Complex magazine (Canada).
  5. Takeda, Allison. (June 9, 2015) Zendaya Gets to the Heart of Her Family Tree for Immigrant Heritage Month. Us Weekly.
  6. Field, Genevieve. (February 6, 2016) The Unstoppable Zendaya.
  7. Cohen, Bethany. (June 13, 2014) Zendaya: A Rising Star.
  8. name Cover Girl Interview July 8, 2011 დაარქივებული November 10, 2013, საიტზე Wayback Machine.
  9. About Zendaya. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 19, 2011. ციტირების თარიღი: February 9, 2011.
  10. Zendaya's Flashback Friday (Video) (January 27, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 8, 2016. ციტირების თარიღი: June 21, 2016.
  11. Sampson, Mike (March 2016). Singer Zendaya Lands Lead Role in Marvel's 'Spider-Man' Movie. Screen Crush.
  12. Halberg, Morgan. Zendaya's New Home (March 30, 2017). ციტირების თარიღი: August 7, 2017.
  13. Loria, Joe (December 13, 2016). Zendaya goes Vegetarian. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 15, 2017. ციტირების თარიღი: August 7, 2017.
  14. A timeline of Zendaya and Tom Holland's relationship en (February 19, 2022). ციტირების თარიღი: February 3, 2023