მილიონი (ერთეული)
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მილიონი — მანძილის საზომი ერთული ბიზანტიაში, რომელიც შეესაბამებოდა რომაულ მილს. გავრცელებული იყო საქართველოშიც, სავარაუდოა IV–VI საუკუნეებიდან. წყაროებში გვხვდება IX საუკუნიდან. იყენებდნენ XIII საუკუნემდე, შეადგენდა ფარსანგის 1/3-ს (1,386 კმ).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯაფარიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 697.
|