სელენა გომესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სელენა გომესი

სელენა გომესი 2019 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სელენა მარი გომესი
დაბ. თარიღი 22 ივლისი, 1992 (1992-07-22) (31 წლის),გრანდ-პრერია,ტეხასი,აშშ
დაბ. ადგილი Grand Prairie
ეროვნება მექსიკელი ამერიკელები[1] და იტალო-ამერიკელები[2]
ჟანრ(ებ)ი პოპ-როკი, საცეკვაო პოპი ,სინთპოპი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი
ლეიბლ(ებ)ი Hollywood
ხელმოწერა
საიტი ოფიციალური საიტი
სელენა გომესი ვიკისაწყობში

სელენა მარია გომესი (დ. 22 ივლისი, 1992) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია, როგორც ალექს რუსო დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“. ამას გარდა მას მთავარი როლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი,“ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, „პრინცესების დაცვის პროგრამა,“ „რამონა და ბიზუსი,“ „მონტე–კარლო.“

სელენას მუსიკალური კარიერა ასევე წარმატებული აღმოჩნდა. 2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene,“ რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell,“ „A Year Without Rain“ და „When The Sun Goes Down.“ 2008 წლიდან სელენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩია.

ადრეული ცხოვრება

სელენა დაიბადა Grand Prairie–ში, ტეხასში. ის არის ყოფილი თეატრის მსახიობის – მენდი ტიფისა – და რიკარდო გომესის შვილი. მამა წარმოშობით მექსიკიდანაა, ხოლო დედას იტალიური ძირი აქვს. მენდი ტიფი სულ 16 წლის იყო როდესაც სელენა დაიბადა, ხოლო 5 წლის შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მენდი მეორედ დაქორწინდა ბრაიან ტიფიზე, რომელიც დღეს სელენას მამინაცვალია. გოგონა ხშირად დადიოდა დედასთან თეატრში რეპეტიციების დროს, რამაც გადააწყვეტინა, რომ აუცილებლად მსახიობი უნდა გამხდარიყო და არანაირი სხვა პროფესია არ სურდა.

სამსახიობო კარიერა

2002–06: „ბარნი და მეგობრები“

სელენამ სამსახიობო კარიერა შვიდი წლის ასაკში დაიწყო, გაიანას როლის შესრულებით სერიალში „ბარნი და მეგობრები.“ იგი ასევე მონაწილეობდა სხვადასხვა სერიალებში, სადაც ჰქონდა მცირედი როლები. 2004 წელს იგი დისნეიმ აღმოაჩინა. ამის შემდგომ სელენა გამოჩნდა სერიალში „ჰანა მონტანა“. ამ წლებში ასრულებდა მცირე როლებს ფილმებსა და სერიალებში, შოუებში, რითაც ფართო საზოგადოებას თავი გააცნო.

2007–09: „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“

2007 წელს სელენა გამოჩნდა დისნეის სერიალში „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, ალექს რუსოს როლში. სერიალი 6 მილიონამდე ადამიანმა ნახა და შეიყვარა, ხოლო სელენას ახალ მაილი საირუსად მოიხსენიებდნენ. ამ სერიალმა სელენას ძალიან დიდი წარმატება მოუტანა.

2008 წელს სელენა გადაიღეს ფილმში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი“, სადაც შეასრულა მთავარი როლი დრიუ სილისთან ერთად. ამავე წელს გაახმოვანა ანიმაციური ფილმი „ჰორტონი“.

2009 წელს სელენამ დემი ლოვატოსთან ერთად მცირე როლი შეასრულა დისნეის სერიალში „სანის აქვს შანსი“, ამის შემდგომ კი დემი და სელენა გადაიღეს ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა“, რომელიც მსახიობის კარიერაში ასევე წარმატებული აღმოჩნდა. ფილმის პრემიერიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო გადაღებები სრულმეტრაჟიანი ფილმისა ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან, რომელიც 11.4 მილიონმა ადამიანმა ნახა.

2010 წლიდან დღემდე

ფილმის „რამონა და ბიზუსი“ პრემიერა 2010 წლის 23 ივლისს შედგა, მანამდე კი, 2010 წლის მარტში დაიწყო გადაღებები მორიგი ფილმისა:„ მონტე–კარლო“. ამ ფილმში სელენამ მთავარი როლი შეასრულა ლეიტონ მისტერთან და კეტი კესიდისთან ერთად. იგი თამაშობს გრეისისა და კორდილეას როლებს, რომლებიც ფილმში ერთმანეთის ორეულები არიან. საბოლოოდ ფილმის პრემიერა 2011 წლის 1 ივლისს შედგა. ამავე წლის 14 მაისს დასრულდა სერიალის „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“ მეოთხე დასკვნითი სეზონის გადაღებები.

2011 წლის 19 ივნისს სელენამ უმასპინძლა MuchMusic-ის ვიდეოების დაჯილდოებას,ხოლო 2011 წლის 6 ნოემბერს,ბელფასტში,ჩრდილოეთ ირლანდიაში, MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოებას,სადალ შეასრულა თავისი ჯგუფის ახალი სინგლი "Hit The Lights"

მუსიკალური კარიერა

2009 წელი: სოლო კარიერა

2008 წელს სელენამ ჩაწერა სიმღერა "Cruela De Vill," შემდეგ კი მასზე კლიპიც გადაიღო დისნეის ალბომისთვის "DisneyMania 6." მან ასევე ჩაწერა სამი საუნდტრეკი ფილმისათვის "კიდევ ერთი კონკიას ისტორია." სელენამ ასევე ჩაწერა სიმღერა "Fly To Your Heart" და გადაიღო კლიპი ანიმაციური სერიალისთვის "Tinker Bell." 2008 წლის ივლისში, მეთექვსმეტე დაბადების დღემდე, გააფორმა კონტრაქტი "Hollywood Records"-თან. 2009 წელს ჩაწერა დუეტი დემი ლოვატოსთან ერთად სიმღერაზე "One And The Same," ფილმისათვის "პრინცესების დაცვის პროგრამა." შემდეგ მომღერალმა ჩაწერა 4 სიმღერა რომლის ერთ-ერთი მათგანიც გახდა სერიალის "ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" საუნდტრეკი. ამავე წლის მაისში სელენამ ჩაწერა დუეტი ცნობილ ჯგუფთან "Forever the Sickest Kids" სიმღერაზე "Whoa Oh!".

სელენა მონტე-კარლოს გადაღებებზე პარიზში

Selena Gomez & the Scene

სელენა 2011 წლის MuchMusic Video Awards–ზე

ჯგუფი შეიქმნა 2009 წელს, ვოკალისტი არის სელენა გომესი, ისენ რობერტსი უკრავს გიტარაზე,ჯოი კლემენტი - ბასზე, გრეგ გარმენი - დასარტყამ ინსტრუმენტებზე ,ხოლო დეინ ფორესთი - კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. მათი პირველი სადებიუტო სტუდიური ალბომი იყო "Kiss & Tell," რომელიც გამოვიდა 2009 წლის 29 სექტემბერს. 2010 წლის 5 მარტს ეს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ, ხოლო სინგლი "Naturally" 15 ივლისს პლატინის ხარისხით. მეორე ალბომი "A Year Without Rain" გამოვიდა 2010 წლის 17 სექტემბერს, ამ ალბომის დებიუტი ბილბორდ 200–ში მე–4 ადგილზე გავიდა. პირველ კვირაში ალბომის 66,000 ასლი გაიყიდა. 2011 წლის იანვარს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით. ბენდის მესამე ალბომი "When the Sun Goes Down," წინა სახელწოდებით "Otherside," გამოვიდა 28 ივნისს.ალბომის პირველი სინგლი "Who Says" გამოვიდა 14 მარტს, ხოლო მეორე სინგლი – "Love You Like a Love Song" 17 მარტს. 2011 წლის 15 აპრილისთვის ბენდს სულ გაყიდული აქვს 1,354,000 ალბომი.[3]

დისკოგრაფია

როგორც Selena Gomez & the Scene
სოლო

მუსიკალური ვიდეოები

წელი სათაური
2008 Cruella de Vil
Tell Me Something I Don't Know
Fly To Your Heart
2009 One and the Same (სელენა გომესი,დემი ლოვატო)
Magic
Send It On (სელენა გომესი,მაილი საირუსი, დემი ლოვატო, და ძმები ჯონასები)
Falling Down
Naturally
2010 Round & Round
A Year Without Rain
2011 Who Says
Love You Like a Love Song

სხვა სიმღერები

წელი სიმღერა ალბომი
2006 Brain Zapped Brain Zapped
2008 Cruella de Vil Disneymania 6
2008 Tell Me Something I Don't Know New Classic
2008 New Classic (დრიუ სილისთან ერთად) Another Cinderella Story
2008 Bang a Drum Another Cinderella Story
2008 New Classic (Live) (დრიუ სილისთან ერთად) Another Cinderella Story
2008 Fly to Your Heart Tinker Bell
2009 One and the Same (დემი ლოვატოსთან ერთად) Disney Channel Playlist
2009 Everything Is Not What It Seems Wizards of Waverly Place
2009 Disappear Wizards of Waverly Place
2009 Magical Wizards of Waverly Place
2009 Magic Wizards of Waverly Place
2010 Trust in Me (The Python's Song) (დისნეის ჯუნგლების წიგნიდან) Disneymania 7
2010 Shake It Up Shake It Up: Break It Down

მუსიკალური ვიდეოები

წელი სათაური მომღერალი
2008 Burnin' Up ძმები ჯონასები
2011 The Dance Routine The Midnight Beast

ფილმოგრაფია

ფილმები

წელი სათაური როლი შენიშვნა
2003 Spy Kids 3-D: Game Over Waterpark Girl მცირე როლი
2005 Walker, Texas Ranger: Trial by Fire ჯული სატელევიზიო ფილმი
2008 კიდევ ერთი კონკიას ამბავი მერი სანტიაგო მთავარი როლი
2008 Horton Hears a Who! ჰელგა ხმა
2009 პრინცესების დაცვის პროგრამა კარტერ მეისონი მთავარი როლი
2009 ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან ალექს რუსო მთავარი როლი
2009 Arthur and the Vengeance of Maltazard პრინცესა სელენია ხმა
2009 Arthur 3: The War of the Two Worlds პრინცესა სელენია ხმა
2010 რამონა და ბიზუსი[4] ბეატრის "ბიზუს" ქვიმბი მთავარი როლი
2011 მონტე-კარლო[5] გრეის ბენეტი/კორდელია ვინსროპ სკოტი მთავარი როლი
2011 The Muppets თვითონ

ტელესერიალები

წელი სათაური როლი შენიშვნა
2002–2003 ბარნი და მეგობრები ჯიანა განმეორებადი როლი
2006 Brain Zapped ემილი გრაის გარსია Only Pilot was made[6]
2006 The Suite Life of Zack & Cody გვენი მე-2 სეზონი ,22-ე ეპიზოდი
2007–2008 ჰანა მონტანა მიკაილა მე-2 სეზონი
2007–present ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან ალექს რუსო მთავარი როლი
2009 The Suite Life on Deck ალექს რუსო 1-ლი სეზონი,21-ე ეპიზოდი
2009 სანის აქვს შანსი თვითონ 1-ლი სეზონი მე-13 ეპიზოდი
2011 So Random! თვითონ
2011 PrankStars თვითონ სტუმარი ვარსკვლავი

ჯილდოები და ნომინაციები

წელი ჯილდო კატეგორია ნაწარმოები შედეგი
2008 Alma Award[7] Outstanding Female Performance in a Comedy Television Series ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან ნომინირებული
Imagen Awards Best Actress – Television
2009 NAACP Image Awards[8] Outstanding Performance in a Youth/Children's Program – Series or Special
Nickelodeon Kids' Choice Awards[9] Favorite TV Actress მოგებული
Young Artist Award[10] Best Performance in a TV Movie, Miniseries, or Special – Leading Young Actress კიდევ ერთი კონკიას ამბავი
Best Performance in a TV Series – Leading Young Actress ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან ნომინირებული
Best Performance in a Voice-over Role Horton Hears a Who!
თინეიჯერთა რჩეული[11] "Choice Summer- Celebrity Dancer" კიდევ ერთი ისტორია კონკიაზე მოგებული
"Choice Summer – TV Star-Female" პრინცესების დაცვის პროგრამა
"Choice Other Stuff – Red Carpet Icon: Female" თვითონ
Hollywood Style Awards[12] Style Igenue თვითონ მოგებული
Imagen Awards Best Actress – Television ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან ნომინირებული
Alma Award[13] Special Achievement Comedy – Television – Actress მოგებული
Nickelodeon Australian Kids' Choice Awards[14] Fave International TV Star ნომინირებული
2010 Gracie Award[15] Outstanding Female Rising Star in a Comedy Series მოგებული
NAACP Image Awards[16] Outstanding Performance in a Youth/Children's Program – Series or Special ნომინირებული
Nickelodeon Kids' Choice Awards[17] Favorite TV Actress მოგებული
Young Artist Award[18] Best Performance in a TV Movie, Miniseries, or Special – Leading Young Actress პრინცესების დაცვის პროგრამა ნომინირებული
BET Awards[19] YoungStars Award ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან
American Latino Awards[20] Favorite American Latino Actor
2010 Teen Choice Awards[21] Choice TV Actress: Comedy მოგებული
Choice Red Carpet Fashion Icon: Female თვითონ
Choice Summer: Movie Star- Female რამონა და ბიზუსი ნომინირებული
Imagen Awards Best Actress – Television ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან: ფილმი
Nickelodeon Australian Kids' Choice Awards[22] Fave TV Star ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან მოგებული
2011 NAACP Image Awards[23] Outstanding Performance in a Youth/Children's Program – Series or Special ნომინირებული
2011 Kids' Choice Awards[24] Favorite TV Actress მოგებული
Favorite Female Singer თვითონ ნომინირებული
2011 Teen Choice Awards[25] Choice Female Hottie მოგებული
Choice TV Actress: Comedy ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან
Choice Summer: Movie Star- Female მონტე-კარლო ნომინირებული
Choice Summer: Music Star- Female თვითონ
Imagen Awards[26] Best Young Actress – Television ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან მოგებული
Alma Award[27] Favorite TV Actress – Leading Role in a Comedy ნომინირებული
Favorite Movie Actress – Comedy/Musical მონტე-კარლო
Favorite Female Music Artist თვითონ
MTV Europe Music Awards[28] Biggest Fans ნომინირებული
Nickelodeon Australian Kids' Choice Awards[29] Fave TV Star ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან მოგებული
Nickelodeon Argentina Kids' Choice Awards [30] Favorite International Singer Selena Gomez & the Scene

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. https://www.latimes.com/entertainment-arts/music/story/2021-03-11/selena-gomez-revelacion-spanish-language-record
  2. https://www.cosmopolitan.com/entertainment/celebs/a20646261/who-is-mandy-teefey/
  3. Gary Trust. (April 15, 2011) Ask Billboard: From 'S&M' To Disney Acts. ბილბორდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-03. ციტირების თარიღი: 2011-04-17.
  4. Selena Gomez, Joey King Are Beezus and Ramona. Artistdirect.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-23. ციტირების თარიღი: 2009-08-06.
  5. Monte Carlo (2011) - IMDb
  6. Spocket Girl Creative. Official Site for Brain Zapped | Written and Directed by Eliud George Garcia. Brainzapped.com. ციტირების თარიღი: 2011-07-04.
  7. Alma Awards 2008. AlmaAward.com (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-30. ციტირების თარიღი: 2009-10-20.
  8. The 40th NAACP Image Awards. Naacpimageawards.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-23. ციტირების თარიღი: 2009-08-06.
  9. Nickelodeon Kids' Choice Awards 2009 Press Kit. Nickkcapress.com (2009-03-30). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-02-15. ციტირების თარიღი: 2009-08-06.
  10. 30th Annual Young Artist Awards. YoungArtistAwards.org (2009-06-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-19. ციტირების თარიღი: 2009-10-20.
  11. Teen Choice Awards 2009: The Winners. teenchoiceawards.com/. ციტირების თარიღი: 2009-08-10.
  12. 2009 HOLLYWOOD STYLE AWARDS WINNERS. Glamour Vanity. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-17. ციტირების თარიღი: 2009-10-13.
  13. 2009 ALMA Award Nominees & * Winners. Alma Award. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-25. ციტირების თარიღი: 2009-09-19.
  14. David Knox. (2009-09-20) 2009 Kid's Choice Awards: Nominees: TV Tonight. TVTonight.au.com. ციტირების თარიღი: 2009-10-20.
  15. 2010 Gracie Awards Winners. Gracie Allen Award. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-12. ციტირების თარიღი: 2010-02-25.
  16. The 41st NAACP Image Awards. Naacpimageawards.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-08. ციტირების თარიღი: 2010-01-06.
  17. 2010 Nickelodeon Kids' Choice Awards. Nickkcapress.com (2010-02-14). ციტირების თარიღი: 2010-02-14.
  18. 31st Annual Young Artist Award. youngartistawards.org/. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-12. ციტირების თარიღი: 2010-02-22.
  19. YOUNGSTARS AWARD. Bet.com (2010-06-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-07. ციტირების თარიღი: 2010-06-27.
  20. Welcome to the 4th Annual American Latino TV Awards. americanlatino.tv (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-24. ციტირების თარიღი: 2010-06-05.
  21. 2010 Teen Choice Awards Winners List. TeenChoiceAwards.com. ციტირების თარიღი: 2010-06-15.
  22. Australian Nickelodeon Kids' Choice Awards 2010 Winners. http://www.cambio.com/ (2010-10-10). ციტირების თარიღი: 2010-10-09.
  23. Television Nominees. Naacpimageawards.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-25. ციტირების თარიღი: 2011-03-04.
  24. The Winners. http://www.nick.com/ (2011-02-10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-09. ციტირების თარიღი: 2011-02-10.
  25. 2011 Teen Choice Award Nominees & Winners. http://www.chiff.com/ (2011-06-29). ციტირების თარიღი: 2011-06-29.
  26. Winners of 26th Annual Imagen Awards Announced Honoring Latinos in Entertainment. http://www.imagen.org/ (2011-08-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-26. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  27. Selena Gomez Ties Christina Aguilera for Most Alma Award Noms. http://www.okmagazine.com/ (2011-07-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-11. ციტირების თარიღი: 2011-07-28.
  28. Vote. http://uk.mtvema.com/ (2011-09-20). ციტირების თარიღი: 2011-09-20.
  29. Hot Hits. (2011-10-07) 2011 Australian Nickelodeon Kids Choice Awards 2011 Winners List. thehothits.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-17. ციტირების თარიღი: 2011-10-07.
  30. Javier Rodríguez Petersen. (2011-10-12) Bandas, premios y slime: huele a espíritu preadolescente. clarin.com. ციტირების თარიღი: 2011-11-05.