დიუნი (2021 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„დიუნი“
რეჟისორი დენი ვილნევი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება დიუნი
ფრენკ ჰერბერტი
როლებში
მუსიკა ჰანს ციმერი
ოპერატორი გრეგ ფრეიზერი
მონტაჟი ჯო უოკერი
სტუდია Legendary Pictures
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 3 სექტემბერი, 2021 (2021-09-03) (ვენეცია)
  • 22 ოქტომბერი, 2021 (2021-10-22) (აშშ)
ხანგრძლივობა 155 წუთი[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 165 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 402 მილიონი აშშ დოლარი[3]

დიუნი“ (ინგლ. Dune, ეკრანზე მითითებული როგორც „დიუნი: პირველი ნაწილი“, ინგლ. Dune: Part One) — რეჟისორ დენი ვილნევის 2021 წლის ამერიკული ეპიკური სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი. ვილნევმა მისი სცენარი დაწერა ჯონ სპეიტსის და ერიკ როთის თანამონაწილეობით. ეს არის ფრენკ ჰერბერტის 1965 წლის ამავე სახელწოდების რომანის, „დიუნის“ ფრანშიზის ორნაწილიანი ადაპტაციის პირველი ნაწილი. შორეულ მომავალში განვითარებული მოვლენები ასახავენ პოლ ატრეიდესის ცხოვრებას და მისი ოჯახის, ატრეიდესის სახლის ბრძოლას სახიფათო პლანეტა არაკისისთვის. ფილმის პერსონაჟების როლებს განასახიერებენ ტიმოთი შალამე, რებეკა ფერგიუსონი, ოსკარ აიზეკი, ჯოშ ბროლინი, სტელან სკარშგორდი, დეივ ბატისტა, სტივენ მაკ-კინლი ჰენდერსონი, ზენდეია, დევიდ დასტმალჩიანი, ჩანგ ჩენი, შერონ დანკან-ბრუსტერი, შარლოტ რემპლინგი, ჯეისონ მომოა და ხავიერ ბარდემი. ეს არის „დიუნის“ მესამე ადაპტაცია დეივიდ ლინჩის 1984 წლის და ჯონ ჰარისონის 2000 წლის მცდელობისას შემდეგ. Paramount Pictures-ის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ „დიუნის“ ფილმის და ტელესერიალის წარმოების უფლება 2016 წლს მოიპოვა Legendary Entertainment-მა, ხოლო 2017 წლის თებერვალში ვილნევი რეჟისორად დაინიშნა. წარმოებისთვის აუცილებელი კონტრაქტები გაფორმდა მხოლოდ პირველი ფილმის მომზადებისას, სანამ მეორე ფილმის წარმოება ოფიციალურად ნებადართული იქნებოდა. ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა 2019 წლის მარტიდან ივლისამდე, ბუდაპეშტში, იორდანეში, ნორვეგიასა და აბუ-დაბიში.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო ფილმის 2020 წლის ბოლოს გამოშვებაში, თუმცა COVID-19-ის პანდემიამ გამოსვლა შეაფერხა. მისი პრემიერა, საბოლოოდ, გაიმართა ვენეციის 78-ე კინოფესტივალის ფარგლებში, 2021 წლის 3 სექტემბერს, ხოლო მსოფლიო გაქირავებში ფილმი გამოვიდა 15 სექტემბერს. აშშ-ის კინოთეატრებში გამოსვლის შემდეგ იგი 22 ოქტომბერს HBO Max-ზე გამოქვეყნდა. „დიუნი“ მსოფლიო მასშტაბით წარმატებული იყო, 165 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტით მან მოიპოვა 402 მილიონი აშშ დოლარი. კრიტიკოსებმა და მაყურებლებმა დადებითად შეაფასეს ვილნევის რეჟისურა და სცენარი, ვიზუალური ეფექტები, ამბიცია, კოსტიუმების დიზაინი, ჰანს ციმერის მუსიკა, ოპერატორის ნამუშევარი და ორიგინალურ წყაროსთან ახლოს მდგომი ადაპტაცია. ოსკარის 94-ე დაჯილდოებაზე ფილმმა მიიღო ექვსი ჯილდო და ნომინირებული იყო კიდევ ოთხ კატეგორიაში, მათ შორის — როგორ საუკეთესო ფილმი. მან აგრეთვე მრავალი სხვა ჯილდო მოიპოვა. ზოგიერთი კრიტიკოსი მას XXI საუკუნის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საუკეთესო ფილმებს მიაკუთვნებს.[4][5] ფილმის გაგრძელება, „დიუნი: მეორე ნაწილი“, გამოვიდა 2024 წლის 1 მარტს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dune (12A). ციტატა: „Dune Cinema 155m“ ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2021
  2. Fleming, Mike Jr.; Bart, Peter (7 დეკემბერი, 2020). „Bart & Fleming: While WGA, CAA & WME Fight In Court, Streamers Rewrite Movie Paydays; Will Legendary Challenge WarnerMedia Over 'Dune' & Godzilla Vs. Kong' HBO Max Move?“. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 დეკემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 7 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  3. Dune. IMDb. ციტირების თარიღი: 30 მარტი, 2022
  4. 10 Reasons Why "Dune" is One of the Best Sci-Fi Films of the 21st Century (10 ნოემბერი, 2021).
  5. The 50 Best Sci-Fi Movies of the 21st Century, from 'Nope' to 'Everything Everywhere All at Once' (28 ივლისი, 2022).